BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20170101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20171213T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20171213T180000
DTSTAMP:20260508T101213
CREATED:20171212T101237Z
LAST-MODIFIED:20240202T055519Z
UID:10002032-1513188000-1513188000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ბიოფიზიკის ინსტიტუტის ანგარიში – სამეცნიერო კვირეული ილიაუნიში 2017
DESCRIPTION:13 დეკემბერს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოფიზიკის ინსტიტუტის მკვლევარი დავით გვარჯალაძე სამეცნიერო კვირეულის ფარგლებში წარადგენს მოხსენებას „კვადრუპლექს-პრაიმერული ამპლიფიკაციის თერმოდინამიკა“. \nკვადრუპლექს-პრაიმერული ამპლიფიკაცია (QPA) წარმოადგენს დნმ-ის ამპლიფიკაციის მეთოდს ეფექტური და მარტივი დეტექციით. ეს მეთოდი დაფუძნებულია GGGTGGGTGGGTGGG (G3T) დნმ-კვადრუპლექსზე\, რომელსაც სპეციფიკური კათიონების თანაობისას ახასიათებს მაღალი თერმული სტაბილურობა. QPA იყენებს პრაიმერს\, რომელიც G3T-ის წაკვეთილი ვერსიაა და შეუძლია თავისთავად დაიკეცოს მონომოლეკულურ კვადრუპლექსად\, დნმ-პოლიმერაზას მიერ ელონგაციის შემდეგ\, ტემპერატურული ცვლილების გარეშე. კვადრუპლექსის დეტექციისათვის გამოყენებულ იქნა G3T კომბინირებული\, ფლუორესცენციული მოლეკულით მეოთხე პოზიციაში\, რომელიც იწყებს ფლუორესცენციას კვადრუპლექსის ფორმირებისას; რაც მარტივი და ეფექტური რაოდენობრივი განსაზღვრის საშუალებას იძლევა დამატებითი მოლეკულების გარეშე. \nდრო: 13 დეკემბერი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორია\, ქ. ჩოლოყაშვილის N3/5 \nდასწრება თავისუფალია. \n\n\n			\n				\n			\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/biophizikis-institutis-angarishi-sametsniero-kvireuli-iliaunishi-2017/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/12/43184.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20171213T183000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20171213T183000
DTSTAMP:20260508T101213
CREATED:20171212T101507Z
LAST-MODIFIED:20240202T055517Z
UID:10002031-1513189800-1513189800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:თეორიული ფიზიკის ინსტიტუტის ანგარიში – სამეცნიერო კვირეული ილიაუნიში 2017
DESCRIPTION:13 დეკემბერს\, 18:30 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეორიული ფიზიკის ინსტიტუტი სამეცნიერო კვირეულის ფარგლებში წარადგენს ორ ანგარიშს.\nმკვლევარი ლუკა მეგრელიძე წაიკითხავს მოხსენებას: „ნეიტრინოს მასათა გენერაცია“. \nსტანდარტული მოდელი წარმოადგენს XX საუკუნის მეცნიერებაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევას. იგი ფაქიზად არის შემოწმებული არაერთი ექსპერიმენტით\, მაგრამ არსებობს მრავალი ღია საკითხი\, რომელთაც ის უპასუხოდ ტოვებს. მათ შორის არის ნეიტრინის მასათა წარმოქმნის პრობლემა. სტანდარტული მოდელის მიხედვით აღნიშნული ნაწილაკი უმასოა\, თუმცა არაერთი ექსპერიმენტული მონაცემის მიხედვით მას აქვს მცირე\, მაგრამ არანულოვანი მასა. არსებობს სხვადასხვა თეორიული მექანიზმი\, რომ ავხსნათ მასათა წარმოშობა\, თუმცა\, ასეთ შემთხვევაში\, საჭირო ხდება გავაფართოვოთ სტანდარტული მოდელი. წარმოდგენილი იქნება ჩვენ მიერ განხილული ახალი მექანიზმები ამ პრობლემის გადასაჭრელად. \nასისტენტ-მკვლევარი ნათია კევლიშვილი წარდგება მოხსენებით:„გამორჩეული ნეიტრონული ვარსკვლავების რენტგენულ-სპექტრული ანალიზი“. \nპულსარები ძლიერად დამაგნიტებული\, სწრაფად მბრუნავი ნეიტრონული ვარსკვლავებია\, რომლებიც კოსმოსურ ობიექტთა ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო კლასს წარმოადგენენ. ჩემი კვლევის მიზანი პულსართა ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ჯგუფის – XDINS – “X-ray Dim Isolated Neutron Stars” – შესწავლაა. დღეისათვის მხოლოდ ცხრა ასეთი ობიექტია აღმოჩენილი. ამათგან 2 – სულ ახლახან. უკანასკნელ დროს მიღებული უახლესი მონაცემების გათვალისწინებით განვახორციელე ამ კლასის ცხრავე ობიექტის რენტგენულ-სპექტრული ანალიზი. აქამდე მყარად მიღებული ჰიპოთეზა XDINS პულსარების გამოსხივების წმინდა სითბური ბუნების შესახებ ჩემ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად ეჭვქვეშ დგება\, ირკვევა\, რომ ეს 9 ობიექტი სულ მცირე 3 კლასად უნდა დაიყოს. თანაავტორებთან ერთად ვსწავლობ აგრეთვე უნიკალურ ექსტრაგალაქტიკურ ობიექტს\, ე.წ. „მაგელანის პულსარს“. \nდრო: 13 დეკემბერი\, 18:30 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორია\, ქ. ჩოლოყაშვილის N3/5 \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/theoriuli-phizikis-institutis-angarishi-sametsniero-kvireuli-iliaunishi-2017/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/12/43185.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20171213T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20171213T190000
DTSTAMP:20260508T101213
CREATED:20171206T134345Z
LAST-MODIFIED:20240202T055514Z
UID:10002030-1513191600-1513191600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:მილან კუნდერას „უკვდავება“ –  რომანის პრეზენტაცია ილიაუნის ლიტერატურულ კლუბში
DESCRIPTION:13 დეკემბერს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო წიგნის სახლ „ლიგამუსში“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი და გამომცემლობა „დიოგენე“ გეპატიჟებათ მილან კუნდერას რომანის „უკვდავება“ ქართული თარგმანის პრეზენტაციაზე. \nთანამედროვე ევროპის ერთ-ერთი ყველაზე სახელოვანი მწერლის\, მილან კუნდერას  „უკვდავება“ (1990) გამოსვლისთანავე შედევრად აღიარეს. ამ წიგნმა თანაბრად ააღელვა როგორც ფრანგი ინტელექტუალები და ლიტერატურის მკვლევრები\, ასევე ის მკითხველები\, რომლებიც მწერლის ახალ ნამუშევარს მოუთმენლად ელოდნენ. პარიზში დასახლებული დების\, ანიესისა და ლორას სიყვარულისა და დაუძლეველი წინააღმდეგობებით სავსე ცხოვრების ამბავი ბუნებრივად ეხმიანება დიდი გერმანელი პოეტის\, გოეთესა და მასზე შეყვარებული ბეტინა ბრენტანოს დაუვიწყარ ისტორიას. შემოქმედის უხილავი ხელი წარსულსა და აწმყოს ოსტატურად ამთლიანებს\, ადამიანსა და მის ანარეკლს კი სამუდამოდ აცალკევებს და სასწორის სხვადასხვა პინაზე ათავსებს. \nწიგნს მთარგმნელი პაატა ჯავახიშვილი და რედაქტორი ირმა ტაველიძე წარადგენენ. \nრომანი სერიაში „ET CETERA“ გამოვიდა. \nდრო: 13 დეკემბერი\, 19:00  საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/milan-kunderas-ukvdaveba-romanis-prezentatsia-iliaunis-literaturul-klubshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/12/43041.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20171213T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20171213T190000
DTSTAMP:20260508T101213
CREATED:20171212T105330Z
LAST-MODIFIED:20240202T055512Z
UID:10002029-1513191600-1513191600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ქიმიური ბიოლოგიის ინსტუტუტის ანგარიში – სამეცნიერო კვირეული ილიაუნიში 2017
DESCRIPTION:13 დეკემბერს სამეცნიერო კვირეულის ფარგლებში ილიაუნის ქიმიური ბიოლოგიის ინსტიტუტის პროფესორები წარადგენენ სამეცნიერო-კვლევით ანგარიშებს. \n\n19:00 საათზე პროფესორი რევაზ სოლომონია წაიკითხავს მოხსენებას „მიო-ინიზიტოლის ანტიეპილეპტოგენური მოქმედების შესწავლა“.\n\nმოხსენებაში განხილული იქნება მიო-ინოზიტოლის მოქმედების გრძელვადიანი ეფექტები ქცევით კონვულსიებსა და მიკრო-რნმ-ების სპექტრის ცვლილებებზე კაინის მჟავათი გამოწვეული ეპილეფსიური სტატუსის შემდეგ. წარმოდგენილი იქნება აგრეთვე მონაცემები მიო-ინოზიტოლის მოკლევადიანი მოქმედების მექანიზმების შესახებ ეპილეფსიის იმავე მოდელზე. \n\n19:30 საათზე ასოცირებული პროფესორი თამარ ბარბაქაძე წაიკითხავს მოხსენებას „H-Ras ცილის პოსტტრანსლაციური მოდიფიკაცია ჰიპოქსიის დროს \n\nRas-ი უჯრედში არსებული ერთ-ერთი ონკოგენის ცილოვან პროდუქტს წარმოადგენს და მისი არაკონტროლირებადი აქტივაცია მრავალი ტიპის სიმსივნურ დაავადებას იწვევს. ამ დროს ტრანსფორმირებული ქსოვილი განიცდის ჟანგბადის დეფიციტს\, რის მიმართაც კიბოს უჯრედები ადაპტირდებიან. ჩვენი მონაცემების თანახმად\, ნორმალური უჯრედებისგან განსხვავებით\, ჰიპოქსია სიმსივნურ უჯრედებში იწვევს Ras-ის მოლეკულის შეუქცევად ცვლილებებს\, რაც ამძიმებს პათოლოგიური პროცესის მიმდინარეობას. \n დრო: 13 დეკემბერი\, 19:00-20.00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორია\, ქ. ჩოლოყაშვილის N3/5 \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/qimiuri-biologiis-instututis-angarishi-sametsniero-kvireuli-iliaunishi-2017/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/12/43186.png
END:VEVENT
END:VCALENDAR