BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20170101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20171109T141700
DTEND;TZID=Asia/Dubai:20171109T141700
DTSTAMP:20260509T055207
CREATED:20171109T101739Z
LAST-MODIFIED:20241122T110922Z
UID:10002089-1510237020-1510237020@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის ჩემპიონატი კალათბურთში დასრულდა
DESCRIPTION:8 ნოემბერს დასრულდა ილიაუნის შიდასაუნივერსიტეტო ჩემპიონატი კალათბურთში \nშეჯიბრებაში მონაწილეობდა 28 გუნდი. პლეიოფ-რაუნდის\, ჯგუფური ეტაპის\, მეოთხედფინალებისა და დაძაბული ნახევარფინალების შემდეგ ფინალში ერთმანეთს „გეგეშას ბიჭები“ და „BC არი-რა“ დაუპირისპირდნენ. შეხვედრა „გეგეშას ბიჭების“ უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით\, ანგარიშით 20:6 დასრულდა. \nIII ადგილისათვის მატჩში ერთმანეთს „პეპელა“ და ”House of Luck” დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ძალიან საინტერესო და დაძაბული გამოდგა. ძირითადი დრო დასრულდა ანგარიშით 20:20. დამატებით ტაიმში კი 2 ქულის მოპოვება ”House of Luck”-მა შეძლო და ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. \nჩემპიონატის შედეგები სრულად იხილეთ აქ. \nიხილეთ ჩემპიონატის ფოტომასალა: https://goo.gl/qq7MYS \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-chempionati-kalathburthshi-dasrulda/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/11/42791.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20171109T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20171109T180000
DTSTAMP:20260509T055207
CREATED:20171108T100358Z
LAST-MODIFIED:20240202T055947Z
UID:10002088-1510250400-1510250400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:''Ethnobotany of the Caucasus" („კავკასიის ეთნობოტანიკა“) – წიგნის პრეზენტაცია „ლიგამუსში“
DESCRIPTION:9 ნოემბერს\, ხუთშაბათს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება წიგნის ”Ethnobotany of the Caucasus” პრეზენტაცია. მასში გაერთიანებული სტატიების დიდი ნაწილი ეკუთვნით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებსა და ილიაუნის ბოტანიკის ინსტიტუტის მკვლევრებს. წიგნი ”European Ethnobotany“-ის სერიით გამოსცა „შპრინგერმა“\, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით აპირებს ამ სერიის გაგრძელებას. \nწიგნს წარადგენს ექსპედიციისა და პროექტის ერთ-ერთი ხელმძღვანელი\, პროფესორი ზაალ კიკვიძე.  \nკრებულის შესახებ \nსაქართველო\, და მთლიანად კავკასია\, მსოფლიოში ბოტანიკურად და ეთნოკულტურულად ერთ-ერთი უმდიდრესი რეგიონია და ეს განსაკუთრებულობა კაცობრიობის მთელ ისტორიას გასდევს ბიბლიური და ანტიკური დროიდან დღემდე. კავკასია აღიარებულია\, როგორც ბიოლოგიური მრავალფეროვნების მსოფლიო მნიშვნელობის ცენტრი\, რომელიც ენდემურ სახეობათა დიდი რიცხვის გამო საერთაშორისო საკონსერვაციო ორგანიზაციების პრიორიტეტებში შედის. კავკასია\, ამავე დროს\, მცენარეების გაკულტურების რვა მსოფლიო ცენტრს შორისაა. სწორედ სამხრეთ კავკასიაში განხორციელდა მრავალი საკვები მცენარის გაკულტურება. ამ გარემოებათა გამო დაგროვდა მცენარეთა და ადამიანთა მრავალათასწლოვანი ურთიერთობების ამსახველი უმდიდრესი ტრადიციული ეთნობოტანიკური ცოდნა\, რომელიც არა მარტო ჩვენს ტრადიციებსა და კულტურაში ინახება\, არამედ განსხეულებულია ძალიან ბევრ ადგილობრივ გაკულტურებული სახეობების ჯიშებსა და სახესხვაობებში. \nსამწუხაროდ\, დღეს იკარგება ეს უმდიდრესი კულტურული მემკვიდრეობა\, ტრადიციული ცოდნა\, ქრება ადგილობრივი ჯიშები. კრებულში მეცნიერულადაა დოკუმენტირებული ტრადიციული ცოდნა საქართველოში ეთნობოტანიკურად ყველაზე მნიშვნელოვანი 50 სახეობის შესახებ\, ასევე წარმოდგენილია 25-25 სახეობა აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან. გამოცემა მიზნად ისახავს ტრადიციული ეთნობოტანიკური ცოდნისა და მასთან დაკავშირებული კულტურული მემკვიდრეობის დაცვას და\, ამავე დროს\, ემსახურება მცენარეთა შესახებ ცოდნის გავრცელებას. \nდრო: 9 ნოემბერი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/ethnobotany-of-the-caucasus-kavkasiis-ethnobotanika-tsignis-prezentatsia-ligamusshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/11/42777.png
END:VEVENT
END:VCALENDAR