BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20170101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20171108T140000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20171108T140000
DTSTAMP:20260508T192918
CREATED:20171106T111517Z
LAST-MODIFIED:20240202T060001Z
UID:10002092-1510149600-1510149600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„მწერალი და ბედისწერა“– გაგა ნახუცრიშვილის საჯარო ლექცია ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე
DESCRIPTION:8 ნოემბერს\, 14:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრის ფოიეში გაგა ნახუცრიშვილი წაიკითხავს ლექციას ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ\, ისაუბრებს\, როგორ დაიწერა „პატარა პრინცი“ და „ადამიანთა მიწა“\, დაუსრულებელი რომანი „ციტადელი“ და სხვ. \nამ შეხვედრით დაიწყება ლექციების ციკლი\, რომელიც გაგრძელდება საუბრებით კლასიკოსი მწერლების ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ. განხილული იქნება ქართველ და უცხოელ მწერალთა ცხოვრებისა და წერის სტილი. მათი შემოქმედება და ცხოვრება ხომ ხშირად საბედისწეროდ ჰგავდა ერთმანეთს. ხანდახან კი\, პირიქით\, სრულიად განსხვავებული იყო. არც ავტორები ჰგავდნენ ერთმანეთს – ზოგი „კაბინეტის“ მწერალი იყო\, ზოგიც საკუთარ ცხოვრებას გვაზიარებდა. რით ჰგავდნენ ერთმანეთს და რითი განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან ავტორები და მათი შემოქმედება? რა განაპირობებდა ამას – დრო\, გარემო თუ მათი ინდივიდუალიზმი? რატომ იქმნებოდა კატაკლიზმების დროს დიდი ხელოვნება? რითი განსხვავდებოდნენ ავტორები სხვა ადამიანებისგან\, რა იყო მათში ასეთი განსაკუთრებული\, რაც ახლაც ასე გვიზიდავს? \nშეხვედრების ბოლოს გაიმართება თემის განხილვა. \nდრო: 8 ნოემბერი\, 14:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიაუნის თეატრი (ილია ჭავჭავაძის გამზირი N32) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/mtserali-da-bedistsera-gaga-nakhutsrishvilis-sajaro-leqtsia-antuan-de-sent-egziuperis-tskhovrebasa-da-shemoqmedebaze/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/11/42753.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20171108T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20171108T160000
DTSTAMP:20260508T192918
CREATED:20171027T122939Z
LAST-MODIFIED:20240202T055957Z
UID:10002091-1510156800-1510156800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საჯარო ლექცია: „გარიელის (Melanitta fusca) კონსერვაცია საქართველოში“
DESCRIPTION:8 ნოემბერს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ილიაუნის მკვლევარი\, მაგისტრანტი ნიკოლოზ პაპოშვილი წაიკითხავს მოხსენებას თემაზე: „გარიელის (Melanitta fusca) კონსერვაცია საქართველოში“. \nნიკოლოზ პაპოშვილი ახორციელებს კვლევით-გარემოსდაცვით პროექტს\, რომელიც ეხება იშვიათი ფრინველის\, გარიელის (Melanitta fusca)\, კონსერვაციას საქართველოს ფარგლებში. \n გარიელი კლასიფიცირებულია\, როგორც მოწყვლადი (VU) სახეობა  IUCN- ის მიერ\, ხოლო საქართველოს წითელი ნუსხის მიხედვით – როგორც გადაშენების პირას (EN) მყოფი სახეობა. დღესდღეობით საქართველოში გარიელის მობუდარი პოპულაცია მხოლოდ ტაბაწყურის ტბაზე შემორჩა\, თუმცა პოპულაციის რიცხოვნობა ყოველწლიურად კლებულობს. \nპროექტის მიზანია გარიელის შენარჩუნება და მათი რიცხოვნობის გაზრდა. გასული ოთხი თვის განმავლობაში ჯგუფი მუშაობდა ტაბაწყურზე პოპულაციის რიცხოვნობისა და მათზე მოქმედი ძირითადი საფრთხეების დასადგენად და ადგილობრივ მოსახლეობაში ცნობიერების ასამაღლებლად. \nკვლევის შედეგების საფუძველზე პროექტზე მომუშავე ჯგუფმა სამომავლო კონსერვაციული გეგმა შეიმუშავა\, რაც თავიდან აგვაცილებს საქართველოდან გარიელის გადაშენებას. \nდრო: 8 ნოემბერი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: G106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. N1)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sajaro-leqtsia-garielis-melanitta-fusca-konservatsia-saqarthveloshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/10/42627.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20171108T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20171108T190000
DTSTAMP:20260508T192918
CREATED:20171102T101628Z
LAST-MODIFIED:20240202T055956Z
UID:10002090-1510167600-1510167600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის ლიტერატურულ კლუბში: კოკა ბრეგაძის საჯარო ლექცია „ნიკოლოზ ბარათაშვილი და ქართული რომანტიზმი“
DESCRIPTION:8 ნოემბერს\, 19:00 საათზე\, ილიაუნის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი ნიკოლოზ ბარათაშვილის 200 წლის იუბილეს აღნიშვნის ფარგლებში გეპატიჟებათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის\, კოკა ბრეგაძის საჯარო ლექციაზე. \nლექციაზე ბარათაშვილის ლირიკული ტექსტების ჰერმენევტიკული ანალიზის\, ანუ საკუთრივ ტექსტის დაფარული საზრისის განმარტება-გაგებაზე ორიენტირებული ინტერპრეტაციის საფუძველზე გამოკვეთილი იქნება მისი პოეზიის საკუთრივ რომანტიკული სპეციფიკა (მსოფლმხედველობა\, სახისმეტყველება). \nლექციის დასასრულს განხილული იქნება ნიკოლოზ ბარათაშვილის ლირიკის რამდენიმე ნიმუშის გერმანული თარგმანი (მთარგმნელი: რაინერ კირში). \nპოეტური კრებული „ფიქრნი მტკვრის პირას“ ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით სულ ახლახანს გამოსცა გერმანიაში გამომცემლობა „Arco“-მ. \nდრო: 8 ნოემბერი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-literaturul-klubshi-koka-bregadzis-sajaro-leqtsia-nikoloz-barathashvili-da-qarthuli-romantizmi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/11/42740.png
END:VEVENT
END:VCALENDAR