BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20170101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20171011T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20171011T160000
DTSTAMP:20260509T111454
CREATED:20171010T105130Z
LAST-MODIFIED:20240202T060520Z
UID:10002143-1507737600-1507737600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის სამეცნიერო კაფეში: ზურაბ სილაგაძის საჯარო ლექცია
DESCRIPTION:11 ოქტომბერს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში ილიაუნის სამეცნიერო კაფე გიწვევთ ზურაბ სილაგაძის (ბუდკერის ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტი და ნოვოსიბირსკის სახელმწიფო უნივერსიტეტი) საჯარო ლექციაზე. \n თემა: „რადიალური აჩქარების თანაფარდობა და დისიპაციური ფარული მატერია“. \nდაკვირვებები მიუთითებს\, რომ ჩვეულებრივი ნივთიერებები\, ბარიონები\, გავლენას ახდენს ბნელი მატერიის სტრუქტურულ თვისებებზე გალაქტიკაში. ამის ერთ-ერთი გამოვლენაა რადიალური აჩქარების თანაფარდობა\, რაც არის მჭიდრო კორელაცია რეალურ გრავიტაციული აჩქარებისა და გრავიტაციული ველის იმ დაძაბულობას შორის\, რასაც გალაქტიკის მოცემულ წერტილში მხოლოდ ბარიონები ქმნის. ნაჩვენები იქნება\, რომ ბნელი მატერიის სიმკვრივის პროფილი\, რომელიც მოტივირებულია დისიპაციური ბნელი მატერიის მოდელებით\, მათ შორის\, სარკული ბნელი მატერიის მოდელით\, საშუალებას გვაძლევს\, დავაკმაყოფილოთ რადიალური აჩქარების თანაფარდობა. \nდრო: 11 ოქტომბერი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-sametsniero-kapheshi-zurab-silagadzis-sajaro-leqtsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/10/42142.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20171011T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20171011T190000
DTSTAMP:20260509T111454
CREATED:20171006T083746Z
LAST-MODIFIED:20240202T060517Z
UID:10002142-1507748400-1507748400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:მარსელ პრუსტის „სვანის მხარეს“ – რომანის პრეზენტაცია ილიაუნის ლიტერატურულ კლუბში
DESCRIPTION:11 ოქტომბერს\, 19:00 საათზე\, წიგნის სახლ „ლიგამუსში“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი და ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა გეპატიჟებათ მარსელ პრუსტის 7 რომანისგან შემდგარი ციკლის „დაკარგული დროის ძიებაში“ პირველი წიგნის „სვანის მხარეს“ პრეზენტაციაზე. \nმარსელ პრუსტი (1871-1922) მე-20 საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მწერლადაა აღიარებული\, მიუხედავად იმისა\, რომ მას „ერთი ნაწარმოების ავტორს“ უწოდებენ. ფრანგი მწერალი\, რომელიც მოდერნიზმის მამამთავრად\, დეკადენტური რომანის ფუძემდებლადაა მიჩნეული. \n„დაკარგული დროის ძიებაში“ მარსელ პრუსტის რეალური ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე მიღებული\, გონებაში ღრმად დალექილი შთაბეჭდილებების ნაკრებია. ციკლის პირველ წიგნში მთხრობელი საკუთარ ბავშვობას იხსენებს. ცხრა წლის მარსელი ასთმით დაავადდა და იძულებული გახდა\, ზაფხული ილიეში გაეტარებინა. ილიე „დაკარგული დროის ძიებაში“ კომბრედ იქცა. სწორედ იქ მიმდინარეობს რომანის უმთავრესი პერიპეტიები. „სვანის მხარეს“ გარდა მთხრობელის ბავშვობისა\, ოჯახის ძველი მეგობრის\, მესიე სვანის ცხოვრების ერთ მნიშვნელოვან ეპიზოდზეც გვიყვება. ღრმად ფილოსოფიურ-ფსიქოლოგიური\, „იმპრესიონისტული“ ტექსტი\, რომელიც მოვლენათა ობიექტურად გაანალიზების ნაცვლად ინტუიციურ წვდომას\, სუბიექტურ აღწერას გვთავაზობს\, ღრმად იჭრება მკითხველის გონებაში და წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს. \n„სვანის მხარეს“ ქართულად პირველად გამოიცემა – წიგნის გამოსვლიდან (1913 წ.) საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ. \nწიგნს მთარგმნელი სოფიო ბენდიაშვილი და ფილოლოგი\, აღმოსავლეთმცოდნე გიორგი ლობჟანიძე წარადგენენ. \nდრო: 11 ოქტომბერი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/marsel-prustis-svanis-mkhares-romanis-prezentatsia-iliaunis-literaturul-klubshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/10/42063.png
END:VEVENT
END:VCALENDAR