BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20170101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20171003T100000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20171003T100000
DTSTAMP:20260509T130958
CREATED:20170920T123743Z
LAST-MODIFIED:20240202T060544Z
UID:10002154-1507024800-1507024800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საერთაშორისო კონფერენცია: „21-ე საუკუნის 21 გამოწვევა: ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებები“
DESCRIPTION:2017 წლის 3-5 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება CODFREURCOR-ის (ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტების ფრანკოფონული რეგიონული სადოქტორო კოლეჯი ჰუმანიტარულ მეცნიერებებში) მე-5 საერთაშორისო კონფერენცია: „21-ე საუკუნის 21 გამოწვევა: ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებები“. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს 100-მდე პროფესორი\, დოქტორანტი\, მეცნიერი\, მკვლევარი როგორც საქართველოდან\, ასევე მსოფლიოს 15 ქვეყნიდან\, ესენია: მოლდოვა\, რუმინეთი\, საფრანგეთი\, ბელგია\, იტალია\, კანადა\, ვიეტნამი\, ლიბანი\, ალჟირი\, მაროკო\, კოტ დივუარი\, მადაგასკარი\, კამერუნი\, კონგო\, გაბონი. \nკონფერენციაზე ყურადღება გამახვილდება კვლევების ისეთ მთავარ სფეროებზე\, როგორებიცაა: გლობალიზაცია – 21-ე საუკუნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა და თანამედროვე ფილოლოგია\, ლინგვისტური და კულტურული პროცესები – პლურილინგვიზმი\, პლურიკულტურალიზმი და საგანმანათლებლო და ენობრივი პოლიტიკა\, ციფრული ჰუმანიტარია\, თანამედროვე ლიტერატურა\, ხელოვნება\, ფოლკლორი\, ენათა კონტაქტები – ახალი მიდგომები ენის\, კულტურის\, ლიტერატურის სწავლებაში; ინტერკულტურული დიალოგი და ტრადუქტოლოგია; გამოყენებითი ენათმეცნიერება; ახალი სპეციალიზებული სფეროების ტერმინოლოგიების სოციოკულტურული თავისებურებები; კორპუსის ლინგვისტიკა; ენობრივი\, კულტურული\, რელიგიური და ა.შ. იდენტობა. \nკონფერენციის მონაწილეები იმსჯელებენ აგრეთვე სოციალური მეცნიერებების წინაშე არსებულ გამოწვევათა შესახებ: ევროპისმცოდნეობა\, საჯარო მმართველობა\, გლობალიზაცია და ეკონომიკა\, მედიასაშუალებების თავისუფლების საკითხი\, რელიგია და თანამედროვე მსოფლიო. \nკონფერენცია მონაწილეებს საშუალება მისცემს\, ნაყოფიერად გაცვალონ ინფორმაცია ჩამოთვლილ სფეროებში მათ მიერ განხორციელებული კვლევების შესახებ. იმავდროულად\, ქართველ მეცნიერებს საერთაშორისო კვლევებში ინტეგრირების შესაძლებლობას მისცემს\, რასაც უზრუნველყოფს მათი მოხსენებების ფრანგულ და ინგლისურ ენაზე წარდგენა და ქართულ ენაზე წაკითხულ მოხსენებათა ფრანგულ/ინგლისურ ენაზე თარგმანი. ეს კი უზრუნველყოფს ქართველ მეცნიერთა შრომების პოპულარიზაციას საერთაშორისო არენაზე. \nკონფერენცია ხელს შეუწყობს აგრეთვე მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტს შორის კონტაქტების დამყარებას მომავალში ერთობლივი სამეცნიერო კვლევების განვითარებისა და ერთობლივი სასწავლო პროგრამების შექმნის მიზნით. კონფერენციის მასალები გამოქვეყნდება 2018 წლის აგვისტოში ჟურნალ ”Études interdisciplinaires en Sciences humaines”-ის (ინტერდისციპლინარული კვლევები ჰუმანიტარულ მეცნიერებებში) მე-5 ნომერში. \nკონფერენციის პერიოდში გაიმართება რეგიონული სადოქტორო კოლეჯის დაარსების 5 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები. ამასთან\, ხელი მოეწერება თანამშრომლობის მე-4 შეთანხმებას მორიგი 5-წლიანი პერიოდისათვის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და პოლ ვალერის უნივერსიტეტ მონპელიე 3-ს შორის. ასევე გაიმართება საერთაშორისო ასოციაციის AFELSH (ფილოლოგიისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტებისა და დაწესებულებების ასოციაცია) ახლად არჩეული აღმასრულებელი კომიტეტის შეკრება. \nკონფერენციის მონაწილეთა სია\, პროგრამა და მოხსენებების თეზისები იხ. კონფერენციის საიტზე:  colloque5codfreurcor.iliauni.edu.ge \nკონფერენციის სამუშაო ენები: ქართული\, ფრანგული\, ინგლისური\, რუმინული\, იტალიური. \nდრო: 3-5 ოქტომბერი\, 2017 \nადგილმდებარეობა: E 405 აუდიტორია (ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/saerthashoriso-konpherentsia-21-e-saukunis-21-gamotsveva-humanitaruli-da-sotsialuri-metsnierebebi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/09/41782.png
END:VEVENT
END:VCALENDAR