BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20170101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20170925T100000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20170925T100000
DTSTAMP:20260508T232717
CREATED:20170911T113804Z
LAST-MODIFIED:20240202T060843Z
UID:10002172-1506333600-1506333600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საერთაშორისო კონფერენცია: „ჩვენი იდუმალი მზე: მაგნიტური კავშირი მზის წიაღსა და ატმოსფეროს შორის“
DESCRIPTION:2017 წლის 25-29 სექტემბერს თბილისში\, სასტუმრო „ტიფლის პალასში“\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის ორგანიზებით  გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია „ჩვენი იდუმალი მზე: მაგნიტური კავშირი მზის წიაღსა და ატმოსფეროს შორის“ (Our mysterious Sun: magnetic coupling between solar interior and atmosphere). კონფერენციის ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი. \nკონფერენციის მიზანია მიმოიხილოს მზისა და ჰელიოსფეროს ფიზიკის კვლევაში ბოლო წლებში მიღწეული შედეგები\, არსებული პრობლემები და დასახოს ამ პრობლემების გადაჭრის გზები. ასევე ხელი შეუწყოს ქართველ მეცნიერთა საერთაშორისო კვლევაში შემდგომ ჩართულობას და ახალი სამეცნიერო კონტაქტების დამყარებას მსოფლიოს წამყვან მეცნიერებსა და კვლევით ინსტიტუტებთან. \nკონფერენციის საერთაშორისო სამეცნიერო კომიტეტია: \n\nRoberto Bruno (რომის ჰელიოფიზიკის ინსტიტუტის განყოფილების ხელმძღვანელი\, იტალია)\nMats Carlsson (ოსლოს უნივერსიტეტის პროფესორი\, ნორვეგია)\nArnold Hanslmeier (გრაცის უნივერსიტეტის პროფესორი\, ავსტრია)\nLaurent Gizon (მაქს პლანკის ინსტიტუტის დირექტორი\, გერმანია)\nMihalis Mathioudakis (ბელფასტის უნივერსიტეტის პროფესორი\, დიდი ბრიტანეთი)\nScott McIntosh (High-Altitude Observatory-ის დირექტორი\, აშშ)\nKris Murawski (მარია კიურის უნივერსიტეტის პროფესორი\, პოლონეთი)\nValery Nakariakov (ვორვიკის უნივერსიტეტის პროფესორი\, დიდი ბრიტანეთი)\nLeon Ofman (NASA-ს მთავარი სპეციალისტი და კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი\, აშშ)\nRamón Oliver (ბალეარის კუნძულების უნივერსიტეტის პროფესორი\, ესპანეთი)\nStefaan Poedts (ლუვენის უნივერსიტეტის პროფესორი\, ბელგია)\nTeimuraz Zaqarashvili (ილიას უნივერსიტეტის პროფესორი და აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის მკვლევარი\, კონფერენციის ორგანიზატორი)\n\nკონფერენციას დაესწრებიან მსოფლიოს სხვა წამყვანი მეცნიერებიც: \n\nHolly Gilbert (NASA–ს გოდარდის სახელობის კოსმოსური ფრენების ცენტრის დირექტორის მოადგილე\, აშშ)\nSami Solanki (მაქს პლანკის ინსტიტუტის დირექტორი\, გერმანია)\nBart De Pontieu (სამეცნიერო თანამგზავრ IRIS-ის ხელმძღვანელი\, აშშ)\nTerry Kucera (NASA-ს მთავარი სპეციალისტი\, აშშ)\nManolo Collados (მომავალი 4-მეტრიანი ტელესკოპის სამეცნიერო ხელმძღვანელი\, ესპანეთი)\nMausumi Dikpati (High-Altitude Observatory-ის მთავარი სპეციალისტი\, აშშ)\nMark Miesch (High-Altitude Observatory-ის მთავარი სპეციალისტი\, აშშ)\nFrancesca Zuccarello (კატანიის უნივერსიტეტის პროფესორი\, იტალია)\nJavier Trujillo Bueno (კანარის ასტროფიზიკური ინსტიტუტის მთავარი სპეციალისტი\, ესპანეთი)\n\nკონფერენციაზე მოხსენებებს გააკეთებენ სხვა მკვლევრები და ახალგაზრდა მეცნიერები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. \nმზე არის ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი ციური სხეული. მასზე დამოკიდებულია სიცოცხლე დედამიწაზე. მზე უდიდეს გავლენას ახდენს დედამიწასა და საპლანეტთაშორისო სივრცეზე. მზეზე მიმდინარე მოვლენების (ამოფრქვევები\, ანთებები\, ტორნადოები) შედეგად ამოიფრქვევა მილიარდობით ტონა ნივთიერება. ეს ნივთიერები აღწევს დედამიწამდე და იწვევს გეომაგნიტურ ქარიშხლებს\, რომლებიც მოქმედებენ კოსმოსურ თანამგზავრებზე\, ტელესაკომუნიკაციო სისტემებსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე. შესაბამისად\, თანამედროვე ცივილიზებული ცხოვრება მჭიდროდ არის დაკავშირებული მზეზე მიმდინარე მოვლენებთან. ამიტომ ამ მოვლენების შესწავლასა და წინასწარმეტყველებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ცივილიზაციის მომავალი სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესისთვის. \nაბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში მზეს რამდენიმე ათეული წელია აკვირდებიან რამდენიმე სამზეო ტელესკოპის საშუალებით. დღესაც ჩვენი მეცნიერები\, უცხოელ წამყვან მკვლევრებთან თანამშრომლობით\, შეისწავლიან ჩვენს საიდუმლოებით მოცულ უმნიშვნელოვანეს ციურ სხეულს. \nკონფერენციის დეტალური პროგრამა იხილეთ ბმულზე: http://scientific-programme/ \nდრო: 25-29 სექტემბერი \nადგილმდებარეობა: სასტუმრო „ტიფლის პალასი“ (გორგასლის ქ. N3) \nსამუშაო ენა: ინგლისური \n  \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/saerthashoriso-konpherentsia-chveni-idumali-mze-magnituri-kavshiri-mzis-tsiaghsa-da-atmospheros-shoris/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/09/41739.png
END:VEVENT
END:VCALENDAR