BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20160101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20161228T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20161228T190000
DTSTAMP:20260512T000642
CREATED:20161221T100324Z
LAST-MODIFIED:20240202T063144Z
UID:10002475-1482951600-1482951600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის ლიტერატურულ კლუბში: ჯეიმზ ჯოისის პირველი რომანის 100 წლის იუბილე
DESCRIPTION:28 დეკემბერს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი გიწვევთ წიგნის იუბილეზე. \n2016 წლის 28 დეკემბერს ასი წელი სრულდება ჯეიმზ ჯოისის პირველი რომანის – „ხელოვანის პორტრეტი ახალგაზრდობისას“ – გამოცემიდან. \nწიგნის შესახებ ისაუბრებენ: წიგნის მთარგმნელი\, გია ბერაძე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი\, პაატა ჩხეიძე და მოწვეული ლექტორები – ნოდარ გოცირიძე და დავით ტარიელაშვილი. \nწიგნის შესახებ \nჯეიმზ ჯოისის ნახევრად ავტობიოგრაფიულ რომანში „ხელოვანის პორტრეტი ახალგაზრდობისას“ პირველად ჩნდება მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მნიშვნელოვანი პერსონაჟი\, სტივენ დედალოსი. ჯეიმზ ჯოისის მსგავსად\, სტივენ დედალოსსაც უამრავი წინაღობის გადალახვა უწევს\, იქნება ეს რელიგიური დოგმები\, ადგილობრივი საგანმანათლებლო სისტემა თუ\, ზოგადად\, ირლანდიური საზოგადოების მარწუხები\, რომლებიც ყოველმხრივ ცდილობენ\, ჩაკლან მეამბოხე ახალგაზრდის თავისუფალი აზროვნება და ხელოვნებისადმი სწრაფვა. წიგნი\, რომელიც საბავშვო\, სახალისო ლექსით იწყება\, ესთეტიკის ურთულეს კანონებზე მსჯელობით სრულდება და ე.წ. „აღზრდის რომანის“ ვიქტორიანულ კანონებს სრულიად ახლებურად წარმოაჩენს. „ხელოვანის პორტრეტი ახალგაზრდობისას“ და მოთხრობების კრებული „დუბლინელები“ სწორედ ის წიგნებია\, რომლებშიც ნათლად გამოიკვეთა ჯეიმზ ჯოისის ის სამწერლო შესაძლებლობები\, რომელთა წყალობითაც\, საბოლოოდ\, მეოცე საუკუნის ალბათ მთავარი რომანი\, „ულისე“\, შეიქმნა. \nდრო: 28 დეკემბერი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-literaturul-klubshi-jeimz-joisis-pirveli-romanis-100-tslis-iubile/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/12/39021.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20161228T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20161228T190000
DTSTAMP:20260512T000642
CREATED:20161228T100000Z
LAST-MODIFIED:20240202T063140Z
UID:10002472-1482951600-1482951600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ლიდერთა განვითარების აკადემიის პროგრამა
DESCRIPTION:ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)\, სტენფორდის უნივერსიტეტის დემოკრატიის\, განვითარების და კანონის უზენაესობის ცენტრთან ერთად\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით\, აცხადებს მიღებას ერთობლივ პროგრამაზე – ლიდერთა განვითარების აკადემია Leadership Academy for Development – LAD. \nლიდერთა განვითარების სალექციო კურსს საქართველოში უხელმძღვანელებს სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი\, ბ-ნი ფრენსის ფუკუიამა. პროგრამა გულისხმობს საჯარო\, სამოქალაქო და ბიზნესსექტორის ორგანიზაციების მაღალი რანგის წარმომადგენელთა გადამზადებას. \nკურსის მონაწილეები შეირჩევიან საქართველოდან და მსოფლიოს სხვადასხვა განვითარებადი ქვეყნიდან. პროგრამის ფარგლებში\, მონაწილეებს საშუალება ექნებათ\, დაეუფლონ ლიდერობის\, ცვლილებების და რეფორმების იმ უმნიშვნელოვანეს უნარ-ჩვევებს\, რაც საჭიროა სხვადასხვა ინსტიტუტის ეფექტურობის ასამაღლებლად\, საჯარო სექტორში მნიშვნელოვანი რეფორმების დასაგეგმად/გასატარებლად და საჯარო და ბიზნესსექტორს შორის ურთიერთობების გასაძლიერებლად. \nლიდერთა განვითარების აკადემიის 5-დღიანი ინტენსიური სასწავლო კურსის მონაწილეები საჯარო\, კერძო და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან მსოფლიოში აღიარებული მეცნიერ-პროფესორებისგან მიიღებენ ორგანიზაციული მართვის სხვადასხვა დონეზე ეფექტური რეფორმებისა და ცვლილებების საუკეთესო გამოცდილებას. სპეციალურად აღნიშნული კურსისთვის\, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა\, სტენფორდის უნივერსიტეტის დემოკრატიის\, განვითარების და კანონის უზენაესობის ცენტრთან ერთად\, დაამუშავა რამდენიმე სასწავლო ქეისი\, რომელთა დახმარებითაც მონაწილეები\, რეალურ გამოცდილებაზე დაყრდნობით\, გააანალიზებენ გატარებული რეფორმებისა და გაკეთებული არჩევანის შედეგებს; განიხილავენ კონკრეტული მაგალითების ეფექტურობას და\, მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით\, გააკეთებენ შესაბამის დასკვნებს. \nლიდერთა განვითარების აკადემია გაიმართება თბილისში 2017 წლის მარტის პირველ კვირას. ლიდერთა განვითარების აკადემიის მონაწილეთა შესარჩევი განაცხადების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2017 წლის 16 იანვარი\, 18:00 საათი. \nპროგრამის და განაცხადების გამოგზავნის დეტალური ინსტრუქციის შესახებ\, გთხოვთ\, იხილოთ განცხადების ინგლისური ვერსია და თანდართული დოკუმენტები. \nდამატებითი კითხვების შემთხვევაში\, გთხოვთ\, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ladgeorgia@eprc.ge \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/lidertha-ganvitharebis-akademiis-programa/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/12/39084.png
END:VEVENT
END:VCALENDAR