BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20160101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20161202T100000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20161202T100000
DTSTAMP:20260511T113811
CREATED:20161125T080847Z
LAST-MODIFIED:20240202T063653Z
UID:10002562-1480672800-1480672800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დიმიტრი უზნაძის დაბადებიდან 130 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია
DESCRIPTION:2 დეკემბერს\, 10:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ილიაუნის დიმიტრი უზნაძის ფსიქოლოგიის ინსტიტუტი გამართავს დიმიტრი უზნაძის დაბადებიდან 130 წლისთავისადმი მიძღვნილ კონფერენციას. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოში მომუშავე მრავალი მკვლევარი და პრაქტიკოსი ფსიქოლოგი. \nკონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებები შეეხება განწყობის თეორიას\, პიროვნების\, სოციალურ\, განათლებისა და კლინიკურ ფსიქოლოგიას. \nმოხსენებებთან ერთად მოეწყობა პოსტერების სესიაც. \nკონფერენცია გაიხსნება 10:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში\, პირველი\, საერთო სესიის შემდეგ კი სესიები ორად გაიყოფა და გაგრძელდება E301 და E207აუდიტორიებში. \nდრო: 2 დეკემბერი\, 10:00 საათი \nადგილმდებარეობა: G106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. #1)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/dimitri-uznadzis-dabadebidan-130-tslisthavisadmi-midzghvnili-konpherentsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/11/38759.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20161202T114500
DTEND;TZID=Asia/Dubai:20161202T114500
DTSTAMP:20260511T113812
CREATED:20161202T074528Z
LAST-MODIFIED:20240202T063647Z
UID:10002561-1480679100-1480679100@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კრეათონი ტექნოპარკში
DESCRIPTION:18 დეკემბერს\, 8:30-დან 23:00 საათამდე\, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო\, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა\, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით ატარებს „კრეათონს“\, რომლის ფარგლებშიც მონაწილეები 12 საათის განმავლობაში ერთმანეთს შეეჯიბრებიან საუკეთესო კონცეფციის შექმნაში. \nმიმართულებები და თემატიკა: \nკრეათონი მოიცავს სამ მიმართულებას: \n\nლოგოს დიზაინი (გრაფიკულად აწყობილი);\nვებგვერდის კონცეფცია (ვიზუალური დიზაინი);\nმოკლემეტრაჟიანი ვიდეოს იდეა/კონცეფცია.\n\nთემა გამოცხადდება უშუალოდ კრეათონის დაწყების წინ. \nრა არის კრეათონი და ვის შეუძლია მონაწილეობა \nკრეათონი მარათონის ტიპის ღონისძიებაა\, სადაც მონაწილეები მოკლე დროში ინდივიდუალურად ან ჯგუფურად მუშაობენ კონკრეტული დავალების კრეატიულად შესრულებასა და ახალ იდეებზე. კრეათონში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტუდენტებს\, სკოლის მოსწავლეებს და ყველა დაინტერესებულ პირს. მუშაობა შესაძლებელია ერთდროულად ერთ ან რამდენიმე მიმართულებაზე\, რომელიც აუცილებელია მოინიშნოს რეგისტრაციისას. გუნდის წევრების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს სამ ადამიანს. \nჟიური და პრიზები\n12-საათიანი მუშაობის შედეგს აფასებს კომპეტენტური ჟიური. თითოეული მიმართულებით გამოვლინდება გამარჯვებული\, რომელსაც გადაეცემა ფულადი ჯილდო 1500 ლარის ოდენობით. \nრეგისტრაცია\nმონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია. მონაწილეობის მიღება შეეძლება მხოლოდ დარეგისტრირებულ პირველ 100 ადამიანს. \nრეგისტრაციის ვადაა: 5.12.2016-09.12.2016\nსარეგისტრაციო ფორმა: http://mes.gov.ge/register \nდამატებითი ინფორმაცია \nკრეათონის მსვლელობისას უზრუნველყოფილი იქნება მონაწილეთა კვება. პროექტის ფარგლებში შექმნილ ნამუშევრებზე საავტორო/ქონებრივი უფლებების მფლობელი იქნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. \nმონაწილეობა უფასოა. \nდრო: 18 დეკემბერი\, 8:30-23:00 საათი \nადგილმდებარეობა: ტექნოპარკი (ინოვაციების ქ. #6) \nგისურვებთ წარმატებას! \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/saqarthvelos-ganathlebisa-da-metsnierebis-saministros-kreathoni-teqnoparkshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/12/38867.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20161202T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20161202T170000
DTSTAMP:20260511T113812
CREATED:20161128T112542Z
LAST-MODIFIED:20240202T063645Z
UID:10002560-1480698000-1480698000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ ნუნუ კაპანაძის საჯარო ლექცია დარგობრივი თარგმანის პრობლემატიკის შესახებ
DESCRIPTION:2 დეკემბერს\, პარასკევს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გერმანული ენის საზოგადოების (Gesellschaft für deutsche Sprache) ადგილობრივი განყოფილება გიწვევთ პროფესორ ნუნუ კაპანაძის საჯარო მოხსენებაზე: Fachübersetzen – ein Streitapfel zwischen Fachleuten und Fachübersetzern? Der Fall Georgien. \nსაჯარო ლექცია ეხება დარგობრივი კომუნიკაციის ერთ-ერთი სფეროს\, დარგობრივი თარგმანის პრობლემატიკას. იგი გლობალიზაციის პროცესების უმნიშვნელოვანეს თანმდევ ფაქტორს წამოადგენს\, რადგან მისი მნიშვნელობა\, ტრანსკულტურული დარგობრივი კომუნიკაციის ფარგლებში\, მუდმივად იზრდება. ამ ვითარებაში საქართველო განეკუთვნება იმ უიშვიათეს ქვეყნებს\, სადაც მთარგმნელისა და\, მით უფრო\, დარგობრივი მთარგმნელის\, კვალიფიკაციის შეძენა და დადასტურება\, კვალიფიკაციების ჩარჩოს მიხედვით\, საბაკალავრო განათლების ფარგლებში გათვალისწინებული არ არის. ვითარებას ვერ ცვლის უცხოური ენების ფილოლოგიების ბაკალავრიატის სასწავლო პროგრამებში შეთავაზებული ცალკეული საგანი\, რადგან ფილოლოგისა და\, ამ შემთხვევაში\, დარგობრივი მთარგმნელის კომპეტენციები საფუძვლიანად განსხვავდება ერთმანეთისაგან\, ეს კი განპირობებულია მთარგმნელობითი კომპეტენციის მიმწოდებელი „ტრადიციული“ საგნების პარალელურად ენის თანამედროვე ტექნოლოგიების დაუფლების აუცილებლობით\, როგორებიცაა\, მაგალითად\, მთარგმნელი მეხსიერებები\, მთარგმნელი სისტემები კომპიუტერის გამოყენებით\, ტერმინოლოგიურ მონაცემთა ბანკები\, ტერმინოლოგიის სათარგმნი სისტემები და სხვა. ეს კი იმ დროს\, როცა დარგობრივი მთარგმნელის პროფესია\, დარგობრივი კომუნიკაციის აქტუალობის საფუძველზე\, ერთ-ერთ საკმაოდ მოთხოვნად პროფესიათა ჩამონათვალშია ნებისმიერ ქვეყანაში. ოთხწლიანი საბაკალავრო საფეხურის შემდეგ სტუდენტი ითვისებს რეალურად გამოსაყენებელ პროფესიას. თუმცა ისიც უნდა ითქვას\, რომ ამ პროფესიის დაუფლება დამატებით დარგობრივ კვალიფიკაციასაც გულისხმობს\, ხოლო ყოველივე ამის უზრუნველყოფა მხოლოდ სათანადო სასწავლო პროგრამების შემუშავების გზით არის შესაძლებელი. \nდარგობრივი კომუნიკაციის თავისებურებიდან გამომდინარე\, ხშირად დისკუსიის საგნად იქცევა ის\, თუ რა კვალიფიკაციებს უნდა ფლობდეს დარგობრივი თარგმანის შემსრულებელი. აქტუალური რჩება შეკითხვა (მით უფრო ზემოთ აღწერილი ვითარების ფონზე საქართველოში)\, დარგის ექსპერტი უნდა ასრულებდეს დარგობრივ თარგმანს თუ ენის ექსპერტი. ამიტომ\, მოხსენებაში ნიმუშების სახით წარმოდგენილი იქნება ქართულ დარგობრივ თარგმანში არსებული ვითარება. მოხსენების მიზანია\, შედგეს დისკუსია საბაკალავრო განათლების კვალიფიკაციების ჩარჩოში „ახალი“ კვალიფიკაციების ჩართვის თაობაზე\, რის აუცილებლობაც მკაფიოდ გამოიკვეთა\, მით უფრო ისეთი პროფესიების დასაუფლებლად\, რომლებიც პრაქტიკაზეა ორიენტირებული და რომლებზეც მოთხოვნა ნამდვილად არსებობს. ასეთი პრაქტიკული პროფესიების დასაუფლებლად გათვალისწინებული სასწავლო პროგრამები ევროპის საგანმანათლებლო სივრცეში ბაკალავრიატის ფარგლებში ხორციელდება\, ხოლო საქართველოში არსებული თარგმანის სამაგისტრო პროგრამები\, ჯერ ერთი\, სხვა მიზნებს ემსახურება და უნდა ემსახურებოდეს კიდეც\, და\, მეორეც\, ბევრ შემთხვევაში აქაც ბევრი სიახლეა პროგრამებში შესატანი\, თუნდაც თანამედროვე ტექნოლოგიური ტენდენციების გათვალისწინებით. \nმომხსენებლის შესახებ \nნუნუ კაპანაძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ასოცირებული პროფესორია და მუშაობს დარგობრივი ტექსტის ლინგვისტიკის\, კომპიუტერული ლინგვისტიკისა და დარგობრივი თარგმანის საკითხებზე. \nლექციის ენა: გერმანული \nდრო: 2 დეკემბერი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/prophesor-nunu-kapanadzis-sajaro-leqtsia-dargobrivi-thargmanis-problematikis-shesakheb/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/11/38794.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20161202T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20161202T190000
DTSTAMP:20260511T113812
CREATED:20161128T063136Z
LAST-MODIFIED:20240202T063641Z
UID:10002559-1480705200-1480705200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:რუსუდან გოცირიძის საჯარო ლექცია: კეისრისა კეისარს\, ღმერთისა ღმერთს
DESCRIPTION:2 დეკემბერს\, პარასკევს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“\, ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრი\, თეოლოგი რუსუდან გოცირიძე\, წაიკითხავს საჯარო ლექციას: „კეისრისა კეისარს\, ღმერთისა ღმერთს“. \nსაჯარო ლექციის თემებია: სად არ უნდა გადაიკვეთოს და რა ურთიერთპასუხისმგებლობა არსებობს რელიგიასა და სახელმწიფოს შორის? როგორია თანამედროვე სამყაროში სეკულარიზმისადა დესეკულარიზმის ტენდენციები? სად გადის ის უხილავი ზღვარი\, რომელიც კეისრისას კეისართან მიუჩენს ადგილს და ღვთისას კი – ღმერთთან. \nდრო: 2 დეკემბერი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/rusudan-gotsiridzis-sajaro-leqtsia-keisrisa-keisars-ghmerthisa-ghmerths/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/11/38765.png
END:VEVENT
END:VCALENDAR