BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20160101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20161122T144700
DTEND;TZID=Asia/Dubai:20161122T144700
DTSTAMP:20260512T000123
CREATED:20161122T104704Z
LAST-MODIFIED:20240202T064021Z
UID:10002606-1479826020-1479826020@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ხელთათმანი\, რომელიც პაციენტს ინსულტის შემდეგ რეაბილიტაციის პროცესში დაეხმარება - ილიაუნის მეიქათონის გამარჯვებული სტარტაპიდეა
DESCRIPTION:14-20 ნოემბერს\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა და ილიაუნის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიამ (FabLab Iliauni)\, გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში\, ჩაატარეს მეიქათონი – „შენი სტარტაპიდეა რეალობაში“. \nპროექტში მონაწილე გუნდები ერთმანეთს ინოვაციური და უნიკალური იდეების შეზღუდულ დროში შექმნაში შეეჯიბრნენ\, შემდეგ კი\, ილიაუნის ფაბლაბში არსებული თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებითა და მაღალი კვალიფიკაციის მქონე როგორც ქართველი\, ისე უცხოელი ექსპერტების მენტორობით\, იდეის პირველადი პროტოტიპები შექმნეს. \nმეიქათონის ფარგლებში\, შეიქმნა 19 საინტერესო პროექტი\, რომელთაც ეტაპობრივად გაგაცნობთ. \nჟიურის გადაწყვეტილებით\, კონკურსის გამარჯვებული პროექტი გახდა ხელთათმანი\, რომელიც პაციენტს ინსულტის შემდეგ რეაბილიტაციაში ეხმარება.  \nპროექტის ავტორები არიან გიორგი ცხოვრებაძე (თავისუფალი უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებებისა და მათემატიკის სკოლის (MACs) სტუდენტი) და დიმიტრი ცხოვრებაძე (მასაჩუსეტსის ტექნოლოგიების ინსტიტუტის (MIT) ელექტროინჟინერიისა და კომპიუტერული მეცნიერებების ფაკულტეტის სტუდენტი). \nმეიქათონში გამარჯვებული გუნდისთვის კომპანიამ „ბილაინი“ დააწესა პრიზი. გამარჯვებული გუნდის წევრები 2017 წლის თებერვალში გაემგზავრებიან ბარსელონაში (ესპანეთი)\, მობილური ტექნოლოგიების მსოფლიო კონგრესზე. აღნიშნული ღონისძიება „ბილაინის“ მობილური აპლიკაციების კონკურსის – Eurasian Mobile Challenge – საბოლოო ეტაპია. \nკომპანია „ბილაინი“ სრულად დაფარავს გამარჯვებული გუნდის წევრების ცხოვრების\, მგზავრობისა და კონგრესში მონაწილეობის ხარჯებს. ასევე\, გამარჯვებულ გუნდებს მიეცემათ საშუალება\, გაიარონ აქსელერაციის პროცესი და დახვეწონ პროდუქტი ილიაუნის ფაბლაბის დახმარებით. \nპროექტის შესახებ:  \nწელიწადში საშუალოდ 15 მილიონ ადამიანს ემართება ინსულტი. ინსულტის შემდეგ პაციენტი\, როგორც წესი\, კარგავს კიდურების მოძრაობის უნარს. რეაბილიტაციის მიზანია\, ახლიდან გამოიმუშავოს ხელის/ ფეხის მოძრაობის უნარი\, რომელიც ქვეითდება ინსულტის დროს. მოძრაობის უნარის დაბრუნებას სჭირდება\, სულ მცირე\, 3-4 თვე და მკურნალობის პროცესი საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული (აჭარბებს 10 000 აშშ დოლარს). გიორგი და დიმიტრი ცხოვრებაძეებმა\, მეიქათონის ფარგლებში\, შექმნეს ხელთათმანი\, რომელიც პაციენტს ინსულტის შემდეგ რეაბილიტაციის პროცესში დაეხმარება და რომლის თვითღირებულებაც 150 დოლარს არ გადააჭარბებს. \nგიორგი ცხოვრებაძე\, ილიაუნის მეიქათონის მონაწილე: „მკურნალობის ერთ-ერთი მეთოდია Mirror Box\, რომლის მიზანია ილუზიით ტვინის „მოტყუება“. პაციენტს დაზიანებული ხელი მოთავსებული აქვს ყუთში და მას ვერ ხედავს\, ხოლო ყუთს გვერდზე აქვს სარკე. პაციენტმა უნდა აიღოს მონეტები და ჩაყაროს ყუთში ჯანსაღი ხელით\, ოღონდ ამ დავალების შესრულებისას ხელს უნდა უყუროს სარკეში. ეს მეთოდი ხშირად გამოიყენება რეაბილიტაციისას და კვლევის შედეგები აჩვენებს\, რომ აუმჯობესებს მოძრაობის უნარს. \nჩვენი ხელთათმანი პაციენტს რეაბილიტაციის პროცესში დაეხმარება შემდეგი პრინციპით – პაციენტი იკეთებს ხელთათმანს დაზიანებულ ხელზე\, ხოლო მეორე ხელით სიმულაციაში ასრულებს სახალისო დავალებებს\, იხილეთ სიმულაციის gif. \nსენსორი აღიქვამს ხელის მოძრაობას და იმავე მოძრაობას ამეორებინებს ხელთათმანს. შედეგად\, პაციენტი ამოძრავებს ორივე ხელს ერთნაირად\, ხოლო ტვინი იწყებს კავშირების აღდგენას და უმჯობესდება მოძრაობის უნარი. \nხელთათმანით მკურნალობის პროცესი სამ ეტაპს მოიცავს. მათგან ბოლო ორ ეტაპზე შესაძლებელია ვირტუალური რეალობის გამოყენება\, რომელსაც დიდი გავლენა აქვს ადამიანის ფსიქოლოგიაზე. მკურნალობის იმ ეტაპზე\, როდესაც პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესებულია\, ხელთათმანი აღიქვამს პაციენტის მიერ გამოყენებულ ძალას (ანუ რამდენად ხრის პაციენტი ხელს) და ეხმარება მას ხელის მოხრაში\, ანუ ხელთათმანი აადვილებს ხელის მოხრას და ნებისმიერი მოძრაობის შესრულებას. \nხელის მოძრაობის უნარი დროთა განმავლობაში უმჯობესდება და პაციენტი თანდათან მთლიანად გადადის თავისი ძალის გამოყენებაზე. ვირტუალური რეალობით ტვინის „მოტყუება“ აჩქარებს რეაბილიტაციის პროცესს და უფრო ეფექტურს ხდის მას“. \nპროექტის ავტორების თქმით\, მოწყობილობის დამზადების თვითღირებულება 150 დოლარს არ აღემატება. მომავალში ავტორები ფეხისთვისაც შექმნიან მსგავს მოწყობილობას. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/khelthathmani-romelits-patsients-insultis-shemdeg-reabilitatsiis-protsesshi-daekhmareba-iliaunis-meiqathonis-gamarjvebuli-startapidea/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/11/38722.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20161122T163000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20161122T163000
DTSTAMP:20260512T000123
CREATED:20161121T085247Z
LAST-MODIFIED:20240202T064020Z
UID:10002605-1479832200-1479832200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„ვაზი კლდოვანი მთის ფერდობებზე“- ერმანო ოლმის დოკუმენტური ფილმის ჩვენება
DESCRIPTION:22 ნოემბერს\, 16:30 საათზე\, ილიას უნივერსიტეტის იტალიური კულტურის ცენტრში (აუდიტორია S501) მოეწყობა იტალიელი რეჟისორის\, ერმანო ოლმის\, დოკუმენტური ფილმის – „ვაზი კლდოვანი მთის ფერდობებზე“ – ჩვენება. ერმანო ოლმი ოქროს პალმის რტოსა (კანის კინოფესტივალი\, 1978) და ოქროს ლომის (ვენეციის კინოფესტივალი\, 1988) მფლობელი რეჟისორია. \nდრო: 22 ნოემბერი\, 16:30 საათი \nადგილმდებარეობა: აუდიტორია S501 (გ. წერეთლის ქ. #3)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის იტალიური კულტურის ცენტრი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/vazi-kldovani-mthis-pherdobebze-ermano-olmis-dokumenturi-philmis-chveneba/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/11/38711.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20161122T163000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20161122T163000
DTSTAMP:20260512T000123
CREATED:20161121T124035Z
LAST-MODIFIED:20240202T064015Z
UID:10002604-1479832200-1479832200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საინფორმაციო შეხვედრა ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში
DESCRIPTION:22 ნოემბერს\, 16:30 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის არსებული შესაძლებლობების შესახებ. \nმიმდინარე კონკურსების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ შემდეგი ბმულები: \n\n\n\n2016/17 წლის გაზაფხულის სემესტრში დაგეგმილი მობილობები სტუდენტებისთვის\n2017/18 წლის შემოდგომის სემესტრში დაგეგმილი მობილობები სტუდენტებისთვის\n\nშეხვედრას ასევე დაესწრება საქსიონის უნივერსიტეტის (ნიდერლანდები) წარმომადგენელი\, რომელიც ისაუბრებს კონკრეტულად საქსიონის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის ფარგლებში დაფინანსებული მობილობების შესახებ. \nსაკონტაქტო ინფორმაცია: \nსაგარეო ურთიერთობების სამსახური\n➳ ჩოლოყაშვილის 3/5\, ოთახი E208\n☏ 995 322 220009-367\n✉ erasmusplus@iliauni.edu.ge \n\n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sainphormatsio-shekhvedra-erasmus-gatsvlithi-programis-pharglebshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/11/38574.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20161122T172900
DTEND;TZID=Asia/Dubai:20161122T172900
DTSTAMP:20260512T000123
CREATED:20161122T132951Z
LAST-MODIFIED:20240202T064014Z
UID:10002603-1479835740-1479835740@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:შიდასაუნივერსიტეტო ჩემპიონატი მაგიდის ჩოგბურთში
DESCRIPTION:მიმდინარე წლის 17 დეკემბერს\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი ატარებს შიდასაუნივერსიტეტო ჩემპიონატს მაგიდის ჩოგბურთში (ვაჟები\, გოგონები). \nჩემპიონატი ჩატარდება ილიას ბაღში არსებულ მაგიდის ჩოგბურთის კლუბში. კენჭისყრა გაიმართება 17 დეკემბერს\, შეჯიბრის დაწყებამდე 1 საათით ადრე. \nპირველ\, მეორე და მესამე ადგილზე გასულ სტუდენტებს საშუალება მიეცემათ\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით\, მონაწილეობა მიიღონ საქართველოს სტუდენტურ უნივერსიადაზე. \nდაინტერესების შემთხვევაში\, გთხოვთ შეავსოთ ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმა 14 დეკემბრამდე. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/shidasauniversiteto-chempionati-magidis-chogburthshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/11/38754.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20161122T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20161122T190000
DTSTAMP:20260512T000123
CREATED:20161122T072703Z
LAST-MODIFIED:20240202T064010Z
UID:10002602-1479841200-1479841200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის „ფორბსის“ კლუბში: ზაქარია ზალიკაშვილის საჯარო ლექცია
DESCRIPTION:22 ნოემბერს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E405 („ფორბსის“) აუდიტორიაში\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ForbesGeorgia–ს ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში\, კომუნიკაციების და ბრენდინგის სპეციალისტი\, მედიაპროდიუსერი\, ზაქარია ზალიკაშვილი\, წაიკითხავს საჯარო ლექციას. \nმომხსენებლის შესახებ \nთბილისის ბიზნესის ინსტიტუტის დასრულების შემდეგ ზაქარია ზალიკაშვილი აშშ-ში გაემგზავრა და დაამთავრა სამხრეთ კალიფორნიის (აშშ) უნივერსიტეტის კინო- და ტელეხელოვნების ფაკულტეტი\, სპეციალობით – კინორეჟისურა. პროფესიული გამოცდილება მიიღო საქართველოს სხვადასხვა კომპანიის მარკეტინგის განყოფილებაში წამყვანი სპეციალისტის და დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციებზე. 2000 წლამდე მუშაობდა GORBI-ის სოციოლოგიური და მარკეტინგული კვლევების პროექტებზე (თამბაქოს\, გამამხნევებელი სასმელების\, ტელეკომუნიკაციის და სხვა ტრანსნაციონალურ კომპანიებთან. მსოფლიო ბანკთან); ამავე პერიოდში\, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტთან და სხვა საერთაშორისო ფონდებთან ერთად\, აწარმოებდა სხვადასხვა ტიპის სოციალური კამპანიებს. \nზაქარია ზალიკაშვილი სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდა სარეკლამო სააგენტოს „აუდიენცია“\, რადიოს „მწვანე ტალღა“ და კომპანია „ჯეოსელის“ მარკეტინგულ კომუნიკაციებს. მან 2005 წელს დააფუძნა მარკეტინგული კონსულტაციების კომპანია „სტრომბოლი“\, ხოლო 2006 წელს – კომპანია „კომუნიკატორი“. 2014 წლიდან ხელმძღვანელობს საზოგადოებასთან ურთიერთობების დეპარტამენტს ქართულ ამერიკულ ინდუსტრიულ ჯგუფში “ჯორჯიან ემერიქან ელოიზ”. \nდრო: 22 ნოემბერი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: E405 („ფორბსის“) აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n 2016 წელი \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-phorbsis-klubshi-zaqaria-zalikashvilis-sajaro-leqtsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/11/38719.png
END:VEVENT
END:VCALENDAR