BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20160101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20160625T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20160625T170000
DTSTAMP:20260512T101846
CREATED:20160613T092932Z
LAST-MODIFIED:20240202T065045Z
UID:10002759-1466874000-1466874000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:თენგიზ ვერულავას „ჯანდაცვის პოლიტიკა“ - წიგნის პრეზენტაცია
DESCRIPTION:25 ივნისს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება სახელმძღვანელოს – „ჯანდაცვის პოლიტიკა“ – პრეზენტაცია. სახელმძღვანელოს ავტორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი\, მედიცინის აკადემიური დოქტორი თენგიზ ვერულავა. \nსახელმძღვანელომ გაიარა ორმაგი (ბრმა მეთოდით) რეცენზირება უცხოელ ექსპერტებთან. იგი განკუთვნილია ჯანდაცვის პოლიტიკის\, ადმინისტრირებისა და ეკონომიკის სპეციალისტებისათვის\, ასევე ჯანდაცვის საკითხებით დაინტერესებული ფართო საზოგადოებისთვის.\nსაქართველოში\, აგერ უკვე ორ ათეულ წელზე მეტია\, მიმდინარეობს ჯანდაცვის სისტემის ძირეული რეფორმირების პროცესი და ჩნდება მრავალი კითხვა\, რომლებიც მნიშვნელოვანია ჯანდაცვის მუშაკებისათვის\, სისტემის მენეჯერებისათვის და რომელთაც შეისწავლის ჯანდაცვის პოლიტიკა. \nცხადია\, ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის წინაშე დასმული ამოცანების გადაწყვეტა შეუძლებელია კარგად განსწავლული კადრების გარეშე\, რომელთა საფუძვლიანი მომზადება მწვავე პრობლემას წარმოადგენს. აღნიშნულის ერთ-ერთ მიზეზს ქართულ ენაზე საჭირო სასწავლო და მეთოდური ლიტერატურის აშკარა ნაკლებობა წარმოადგენს. წარმოდგენილი სახელმძღვანელოს უმთავრესი მიზანია ამ პრობლემის გადაწყვეტის ხელშეწყობა. \nწიგნში განხილულია ჯანდაცვის პოლიტიკის ძირითადი საკითხები\, ჯანდაცვის სისტემის ფუნქციები და მიზნები\, ჯანდაცვის დაფინანსების მექანიზმები\, სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობაზე მოქმედი ფინანსური და არაფინანსური ბარიერები\, ჯანდაცვის დანახარჯები და მისი ზრდის შეკავების მექანიზმები\, სამედიცინო მომსახურების ორგანიზაციული ფორმები (პირველადი ჯანდაცვა\, ჰოსპიტალური მომსახურება\, ხანგრძლივი სამედიცინო მომსახურება)\, დაავადებათა პრევენცია\, სამედიცინო მომსახურების ხარისხი\, ჯანმრთელობის სოციალური დაზღვევის\, ბევერიჯის მოდელის\, შერეული მოდელის\, სამედიცინო შემნახველი ანაბრების სისტემების განვითარების თავისებურებები\, საქართველოს ჯანდაცვის სისტემის რეფორმირების ეტაპები. \nდრო: 25 ივნისი\, 17:00 საათი\nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ჭავჭავაძის გამზ. #32) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/thengiz-verulavas-jandatsvis-politika-tsignis-prezentatsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/06/36871.png
END:VEVENT
END:VCALENDAR