BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20160101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20160527T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20160527T160000
DTSTAMP:20260512T101903
CREATED:20160524T134928Z
LAST-MODIFIED:20240202T101239Z
UID:10002811-1464364800-1464364800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:"ამერიკელი მკვლევრის
DESCRIPTION:27 მაისს\, პარასკევს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A103 აუდიტორიაში\, ილიაუნის სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის წევრის\, ქეთი გურჩიანის\, ანთროპოლოგიური შეხვედრების ფარგლებში\, კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევარი ბრიგიტა სებალდი წაიკითხავს საჯარო ლექციას: „მუსიკალური მობილობა პოსტსაბჭოთა სამყაროში“. \nმსოფლიოს მრავალ ნაწილში\, ევროპული ხელოვნების მუსიკაში გემოვნება\, დიდი ხანია\, მაღალი სოციალური სტატუსის ან მისი მიღწევის საზომია. პოსტსაბჭოთა საქართველო გვთავაზობს ამ პატერნის ორ შესანიშნავ ალტერნატივას. პირველია ანგლო-ამერიკული პოპულარული მუსიკის კონკრეტული ჟანრები\, მათ შორის\, გრანჟსა და კლასიკურ როკს\, კლასიკური მუსიკის მსგავსად\, აქვთ ერთი ტიპის სიმბოლური სტატუსი და გავლენა სტატუსის მობილურობაზე; ხოლო მეორეა გარემო\, სადაც დოვლათის დაგროვება მიუწვდომელია ადამიანთა უმეტესობისთვის.\nშეიძლება იყო „კაი ტიპი“\, თუ ცხოვრობ კარგ სამეზობლოში\, ატარებ მოდურ ტანისამოსს\, ისვენებ დასავლეთ ევროპის ძვირადღირებულ სასტუმროებში და ამ ყველაფერს აქვეყნებ\, სოცილური მედიის მეშვეობით აცნობ ხალხს. ხოლო მათ\, რომელთაც არა აქვთ ამისთვის საჭირო ფულადი სახსრები\, შეუძლიათ მაღალი ეკონომიკური სტატუსი ერთგვარად „შექმნან“ თავიანთი აღმატებული მუსიკალური გემოვნების ჩვენებით.\nაღნიშნული კვლევა გვიჩვენებს\, რომ ამჟამად შეჯიბრშია განსხვავებულ ღირებულებათა ორი სისტემა\, სოციალიზმიდან კაპიტალიზმამდე ხანგრძლივ ტრანზიციულ პერიოდში: ერთი მხრივ\, საბჭოთა პერიოდის კლასობრივი სისტემა\, რომელიც პრივილეგებულ მდგომარეობაში აყენებდა ყველაზე უკეთ განათლებულებს; და\, მეორე მხრივ\, შედარებით ახალი იდეა\, რომელიც მატერიალურ უპირატესობაზეა დაფუძნებული. ამ „უმაღლესად“ დაფასებულ (მაღალ წარმოდგენათა) გარემოში ახალი სისტემით სოციალურად დაჩაგრულებს შეუძლიათ მათ სასარგებლოდ ძველი ესთეტიკური სისტემით მანიპულირება. საქართველოს მაგალითზე\, ეს კონკრეტული შემთხვევა ასახავს\, თუ როგორ შეუძლია მუსიკალურ ესთეტიკას სოციალურ სისტემაში არსებული ბზარების ექსპლუატაციით გასცდეს იდეალიზმში თავის ფესვებს და ჰქონდეს მატერიალური ეკონომიკური და სოციალური სარგებელი. \nდრო: 27 მაისი\, 16:00 საათი\nადგილმდებარეობა: A103 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. #32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/amerikeli-mkvlevris/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20160527T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20160527T190000
DTSTAMP:20260512T101904
CREATED:20160524T075952Z
LAST-MODIFIED:20240202T101454Z
UID:10002809-1464375600-1464375600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებული გამოვლინდება
DESCRIPTION:27 მაისს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიაუნის ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებული – 2014-2015 წლებში გამოქვეყნებული საუკეთესო ქართული რომანის ავტორი – გამოვლინდება. კონკურსის გამარჯვებული საქართველოში ყველაზე დიდი ლიტერატურული პრემიით – 10 000 ლარით დაჯილდოვდება.\nილიაუნის ლიტერატურულ კონკურსზე წელს წარდგენილი იყო 24 ქართული რომანი. იხილეთ ჩამონათვალი: \n\n\n\n წიგნის დასახელება\n ავტორი\n გამომცემლობა\n\n\n „განუკითხავი“\n ბესიკ კეკელიძე\n ავტორი\n\n\n „ოსმალური მარში“\n აბო იაშაღაშვილი\n „დიოგენე“\n\n\n „როიალ-მერი“\n აბო იაშაღაშვილი\n „დიოგენე“\n\n\n „მესამე ნაპირი“\n ლუკა ბაქანიძე\n „პალიტრა L“\n\n\n „დრუსილა“\n ზაზა ბიბილაშვილი\n „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“\n\n\n „ტურისტის საუზმე“\n ზაზა ბურჭულაძე\n „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“\n\n\n „წარმოდგენა იწყება“\n ლევან ლორია\n „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“\n\n\n „სამხრეთის უბანი“\n მარიამ ბექაური\n „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“\n\n\n„მსხლების მინდორი“\n ნანა ექვთიმიშვილი\n „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“\n\n\n„აღმოსავლეთით“\n თამთა მელაშვილი\n „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“\n\n\n„ერთი დღე სხვა პლანეტაზე“\n თეა თოფურია\n „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“\n\n\n„ფორა“\n ლევან ბერიძე\n „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“\n\n\n„რეალური არსებები“\n თეონა დოლენჯაშვილი\n „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“\n\n\n„კულინარი“\n ლაშა იმედაშვილი\n „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“\n\n\n„ბესტსელერი“\n ბექა ადამაშვილი\n „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“\n\n\n„ორპირი თბილისი სტოკჰოლმი“\n ზურა ოდილავაძე\n „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“\n\n\n „აპოკალიფსი“\n ომარ (კაფკა) ბუცხრიკიძე\n ავტორი\n\n\n„სიცილია გვალვაში“\n მიხეილ ანთაძე\n „მწერლობა“\n\n\n„ერთიც გაგვიცინე\, გუინპლენ!“\n ლაშა თაბუკაშვილი\n „ინტელექტი“\n\n\n„წამი აქა\, წამი იქა“\n ნინო სადღობელაშვილი\n „ინტელექტი“\n\n\n„მკვდარი ქვიშის უდაბნო“\n გელა ჩქვანავა\n „ინტელექტი“\n\n\n„თევზი ორი ჩრდილით“\n ხათუნა თავდგირიძე\n ავტორი\n\n\n„ერეკლე“\n ნინო ცარციძე\n ავტორი\n\n\n„ორი ბილეთი სხვა მატარებელზე“\n დავით ალელიშვილი\n ავტორი\n\n\n\n27 მაისს\, კი მათგან საუკეთესოს შეარჩევს ილიაუნის ლიტერატურული კონკურსის ჟიური\, რომლის შემადგენლობა კონფიდენციალურია. ჟიურის წევრები არიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები და სტუდენტები. \nილიაუნის ლიტერატურული კონკურსის ისტორია\nილიაუნის ლიტერატურულ კონკურსს უკვე ექვსწლიანი ისტორია აქვს. 2010 წელს უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ გადაწყვიტა\, ხელი შეეწყო რომანის განვითარებისათვის საქართველოში და დააარსა პრემია საუკეთესო რომანისათვის.\nპრემია 2014 წლამდე ხუთ ნომინანტზე გაიცა. 2010 წელს პრიზი აიღო აკა მორჩილაძემ (რომანისათვის „მამლუქი“)\, ხოლო 2011 წელს – ზაზა ბურჭულაძემ (რომანისათვის „გასაბერი ანგელოზი“). 2012 წელს პრემია არ გაცემულა\, ხოლო 2013 წელს პრემია აიღეს ანა კორძაია-სამადაშვილმა (რომანისათვის „ვინ მოკლა ჩაიკა“) და ჯაბა ზარქუამ (რომანისათვის „მკითხველი უნდა მოკვდეს“).\n2014 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება\, ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ პრემია გაცემულიყო უცხოენოვანი რომანის საუკეთესო თარგმანისათვის. გამარჯვებული შეირჩა 2010-2014 წლებში გამოცემული თარგმანებიდან და დაჯილდოვდა ზაზა ჭილაძე უილიამ ფოლკნერის რომანის – „დროშები მტვერში“ – თარგმანისთვის. \nდრო: 27 მაისი\, 19:00 საათი\nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზირი #32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-literaturuli-konkursis-gamarjvebuli-gamovlindeba-2/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/05/36721.png
END:VEVENT
END:VCALENDAR