BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20160101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20160405T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20160405T160000
DTSTAMP:20260512T201630
CREATED:20160328T122926Z
LAST-MODIFIED:20240202T070544Z
UID:10002978-1459872000-1459872000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:კემბრიჯის უნივერსიტეტის ასოცირებული მკვლევრის\, თომას ჰოპკინსის\, საჯარო ლექცია: დემოკრატია და მრეწველობა რევოლუციის შემდგომ საფრანგეთში
DESCRIPTION:5 აპრილს\, 16:00 საათზე\, ილის სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში\, ილიაუნის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის მოწვევით\, კემბრიჯის უნივერსიტეტის ასოცირებული მკვლევარი ისტორიასა და პოლიტიკაში\, თომას ჰოპკინსი\, წაიკითხავს საჯარო ლექციას: დემოკრატია და მრეწველობა რევოლუციის შემდგომ საფრანგეთში. \nმე-19 საუკუნეში ფართოდ იყო გავრცელებული მოსაზრება\, რომ თუ ანტიკურ სახელმწიფოთა მმართველობა\, საბოლოო ჯამში\, მონობას ემყარებოდა\, თანამედროვე ევროპული საზოგადოებები კი თავიანთი მოქალაქეების ძალისხმევით ამუშავებულ მრეწველობაზე იდგა. მიიჩნეოდა\, რომ ადამიანთა საზოგადოებრივი ცხოვრება საშუალებებისა და მიზნების სისტემა იყო\, რომელსაც საფუძვლად ედო ის\, რასაც იმ დროს „შრომის დანაწილებად“ აღწერდნენ ხოლმე. პოლიტიკა შეგვეძლო ამ სისტემის გაფართოებად დაგვენახა; არსებობდა შერჩევითი მსგავსება წარმომადგენლობით მმართველობასა და „კომერციულ საზოგადოებას“ შორის. ეს ლექცია წარმოაჩენს მე-19 საუკუნის ამ იდეების ბედს მე-20 საუკუნეში და როლს\, რაც ამ იდეებმა ითამაშეს ადრეული სოციალისტური აზროვნების განვითარებისათვის ხელსაყრელი ნიადაგის მომზადებაში. ამ ამბის მთავარი მოქმედი პირი ანრი სენ-სიმონის ნააზრევია. მისმა მისწრაფებამ\, „კაცთა მმართველობა“ ჩაენაცვლებინა „ნივთთა ადმინისტრირებით“\, ისეთ ურთიერთგანსხვავებულ მოაზროვნეებზე იქონია გავლენა\, როგორებიც იყვნენ: ოგიუსტ კონტი\, კარლ მარქსი\, ჯ. ს. მილი და ჰერბერტ სპენსერი. \nმომხსენებლის შესახებ\nპოლიტიკის ისტორიკოსი თომას ჰოპკინსი (Thomas Hopkins) 2015 წლიდან ასწავლის კემბრიჯის უნივერსიტეტში\, პოლიტიკისა და საერთაშორისო კვლევების კათედრაზე; ამავე დროს კი კემბრიჯის უნივერსიტეტის ქრაისტს-კოლეჯის ასოცირებული წევრია ისტორიისა და პოლიტიკის განხრით. 2014-2015 წლებში\, ლონდონის უნივერსიტეტში ასწავლიდა პოლიტიკური აზრის ისტორიას. 2011 წელს\, კემბრიჯის უნივერსიტეტის ქრაისტს-კოლეჯში\, ისტორიის დარგში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია (PhD) თემაზე: „სეი და სისმონდი პოლიტიკური ეკონომიის შესახებ რევოლუციის შემდგომ ევროპაში“. 2005-2006 წლებში\, ამავე უნივერსიტეტში სწავლობდა ფილოსოფიის სამაგისტრო პროგრამაზე პოლიტიკური აზრისა და ინტელექტუალური ისტორიის მიმართულებით. \nრჩეული პუბლიკაციები\n\n2015: „მსოფლიო პოლიტიკური ეკონომიკის“ საზღვრები: სმითი\, ლისტი და ვაჭრობით დამყარებული მშვიდობის პარადოქსი“\, წიგნში: ტ. ჰიპლერი; მ. ვეკი (რედ.)\, მშვიდობის პარადოქსი მეცხრამეტე საუკუნის ევროპაში (ოქსფორდი: Oxford University Press\, 2015)\, გვ. 77-91;\n2014: „მსოფლიოს განმგებლობა მეცხრამეტე საუკუნეში“; „საკუთრება და სიღატაკე: თვალთახედვები მეცხრამეტე საუკუნის სოციალურ საკითხთან დაკავშირებით“; „სოციალიზმამდე: პოლიტიკური ეკონომია და სოციალური საკითხი მეცხრამეტე საუკუნის საფრანგეთში“\, წიგნში: მ. კოსკენიემი; ბ. შტრათი (რედ.). ევროპა 1815–1914 წლებში: ერთობის ჩამოყალიბება და მსოფლიოს განმგებლობა (ჰელსინკი: University of Helsinki\, 2014)\, გვ. 33-43\, 84-92\, 93-106;\n2016: სამრეწველო ცივილიზაცია: პოლიტიკური აზრი რევოლუციის შემდგომ საფრანგეთში (მონოგრაფია\, იგეგმება გამოსაცემად 2016 წლის მიწურულს).\n\nდრო: 5 აპრილი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ.#32) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/kembrijis-universitetis-asotsirebuli-mkvlevris-thomas-hopkinsis-sajaro-leqtsia-demokratia-da-mretsveloba-revolutsiis-shemdgom-saphrangethshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/03/35818.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20160405T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20160405T180000
DTSTAMP:20260512T201630
CREATED:20160323T120436Z
LAST-MODIFIED:20240202T070539Z
UID:10002976-1459879200-1459879200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ბიზნესი და ადამიანის უფლებები
DESCRIPTION:5 აპრილს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“\, აღმოსავლეთ–დასავლეთის მართვის ინსტიტუტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეების ჩართულობის პროექტის“ (ACCESS)\, სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (სიდა) და ილიაუნის სამართლის სკოლის\, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) პროგრამასთან თანამშრომლობით\, გიწვევთ საჯარო დისკუსიაზე: ბიზნესი და ადამიანის უფლებები. \nდღის წესრიგი \nდრო: 18:00-18:15 საათი\nთემა: ბიზნესი და ადამიანის უფლებები კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ჭრილში\nმომხსენებელი: სალომე ზურაბიშვილი – „სიდას“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მენეჯერი\, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის საკონტაქტო პირი \nდრო: 18:15-18:30 საათი\nთემა: ადამიანის უფლებებზე ბიზნესის ზემოქმედების შეფასების ინსტრუმენტები „ჯეოსელის“ და „თელიასონერას“ მაგალითზე\nმომხსენებელი: სოფო ტაბატაძე – „ჯეოსელის“ ეთიკისა და შესაბამისობის ოფიცერი \nდრო: 18:30 – 18:45 საათი\nთემა: საქართველოს სახალხო დამცველის მანდატი ბიზნესისა და ადამიანის უფლებების სფეროში\nმომხსენებელი: ნიკო თათულაშვილი – საქართველოს სახალხო დამცველის საერთაშორისო ურთიერთობებისა და კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი \n\nდრო: 18:45-19:00 საათი\nთემა: ბიზნესი და შრომის უფლებები\nმომხსენებელი: ლინა ღვინიანიძე – სოციალური უფლებების პროგრამის დირექტორი\, ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) \nდრო: 19:00 – 20:00 საათი\nთემა: საჯარო დისკუსია\nმოდერატორი: თამარ გურჩიანი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი\, ადამიანის უფლებათა მიმართულების ხელმძღვანელი\, ACCESS-ის ორგანიზაციული განვითარების მენეჯერი \nშეხვედრის დრო: 5 აპრილი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32 ) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/biznesi-da-adamianis-uphlebebi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/03/35706.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20160405T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20160405T180000
DTSTAMP:20260512T201630
CREATED:20160401T110839Z
LAST-MODIFIED:20240202T070534Z
UID:10002974-1459879200-1459879200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:EPRC/PPRTC-ის ახალი საგანმანათლებლო პროექტის პრეზენტაცია
DESCRIPTION:5 აპრილს\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში გაიმართება ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა (EPRC) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო პოლიტიკის კვლევისა და ტრენინგების ცენტრის (PPRTC) ინიციატივით შემუშავებული ახალი საგანმანათლებლო პროექტის პრეზენტაცია. \nპროექტის ფარგლებში\,  სტენფორდის უნივერსიტეტის ლიდერთა აკადემიის (LAD) კურსდამთავრებულები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო პოლიტიკის ადმინისტრირების (MPA) სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს შესთავაზებენ ლექციათა ციკლს საქართველოს ევროინტეგრაციის თემაზე. \nპროექტის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვლენ: \n\nამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორი\, დუგლას ბოლი (TBC)\nილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი\, გიგა ზედანია\nეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი\, ნინო ევგენიძე\n\nEPRC/LAD-ის ლექციათა პირველი სერია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 5-დან 29 აპრილის ჩათვლით ჩატარდება. ლექციებს წაიკითხავენ საჯარო სამსახურის და არასამთავრობო სექტორის ხელმძღვანელი პირები\, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ საჯარო სექტორის რეფორმებში\, საერთაშორისო მოლაპარაკებებში ან/და კვლევით საქმიანობაში. კურსი მოიცავს ისეთ საკითხებს\, როგორებიცაა: ევროინტეგრაცია და ამ პროცესის გავლენები საქართველოს ეკონომიკაზე; კერძო სექტორის – მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების პერსპექტივები;  ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესი; ანტიევროპული ნარატივი ქართულ მედიაში და სხვა. \nსალექციო კურსის დეტალური პროგრამა იხილეთ აქ. \nდრო: 5 აპრილი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E კორპუსი\, აუდიტორია E207 (ჩოლოყაშვილის ქ. 3/5) \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/eprc-pprtc-is-akhali-saganmanathleblo-proeqtis-prezentatsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/04/35892.png
END:VEVENT
END:VCALENDAR