BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20150101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20151125T110000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20151125T110000
DTSTAMP:20260513T051614
CREATED:20151121T095500Z
LAST-MODIFIED:20241122T110918Z
UID:10003215-1448449200-1448449200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:მერაბ მამარდაშვილისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია
DESCRIPTION:25 ნოემბერს\, 11:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის ორგანიზებით\, გაიმართება მერაბ მამარდაშვილისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია. \nმერაბ მამარდაშვილს თამამად შეიძლება ეწოდოს საერთაშორისო სივრცეში ყველაზე უფრო ცნობილი მეოცე საუკუნის ქართველი ფილოსოფოსი. იგი 1987-1990 წლებში მუშაობდა სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტში\, იყო ინსტიტუტის საბუნებისმეტყველო ფილოსოფიის განყოფილების გამგე\, სხვადასხვა დროს კი ლექციებს კითხულობდა გერმანიაში\, საფრანგეთსა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში. მისი ლექციების პოპულარობისა და დისკუსიის ფორმის გამო\, საბჭოთა სივრცეში მერაბ მამარდაშვილს ქართველ სოკრატედაც მოიხსენიებდნენ. \n25 ნოემბერი მერაბ მამარდაშვილის გარდაცვალების დღეა. შესაბამისად\, სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტი კონფერენციას სიმბოლურ თარიღს\, მამარდაშვილის გარდაცვალებიდან 25 წლისთავს უძღვნის. \nდრო: 25 ნოემბერი\, 11:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. #32) \nკონფერენციის პროგრამა იხილეთ აქ. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/merab-mamardashvilisadmi-midzghvnili-sametsniero-konpherentsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/11/21221.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20151125T120000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20151125T120000
DTSTAMP:20260513T051614
CREATED:20151124T182526Z
LAST-MODIFIED:20240202T072305Z
UID:10003212-1448452800-1448452800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:FABLAB ILIAUNI-ში ნიდერლანდების მთავრობის წევრები ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდებიან
DESCRIPTION:25 ნოემბერს\, 12:00 საათზე\, ილიაუნის მომავლის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიაში (FABLAB ILIAUNI) გაიმართება ნიდერლანდების მთავრობის წევრების შეხვედრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან. შეხვედრის ფარგლებში განსახილველი პროექტი\, რომელსაც ნიდერლანდების მთავრობა აფინანსებს\, ითვალისწინებს საქართველოში არსებული ინოვაციების ლაბორატორიებისხელმძღვანელების გადამზადებას – ტრენინგების 3-თვიან კურსი\, რომელსაც მთლიანად ნიდერლანდების მთავრობა უზრუნველყოფს\, იანვარში დაიწყება. \nპროექტის მიზნები\nნიდერლანდების მთავრობასა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ურთიერთობის ამ ეტაპზე იგეგმება ინოვაციების ლაბორატორიების სფეროს კვლევა\, რომელიც ჰოლანდიელი ექსპერტების ხელშეწყობით განხორციელდება. მათი ინიციატივით მოხდა ტრენინგების საჭიროებების განსაზღვრა\, რათა ქართულმა მხარემ სამომავლოდ უკეთ შეძლოს ქვეყანაში ინოვაციურ განვითარებაზე ორიენტირება. პროექტის ფარგლებში ინოვაციებისლაბორატორიის წარმომადგენლები 3 თვის განმავლობაში გადამზადდებიან\, გაეცნობიან/გაიზიარებენ თანამედროვე გამოცდილებას და ახალ მეთოდებს საქართველოს ინოვაციებში დანერგავენ. ნიდერლანდების მთავრობა სრულად აფინანსებს ტრენინგს\, რომელსაც ჰოლანდიელი ექსპერტები ჩაატარებენ. ტრენინგების საშუალებით\, ინოვაციების ლაბორატორიების წამომადგენლებს საშუალება მიეცემათ\, ჰოლანდიელი პროფესიონალებისაგან მიიღონ თანამედროვე გამოცდილება. \nშეხვედრის დღის წესრიგი\nშეხვედრას გახსნის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელი. ასევე შეხვედრის ფარგლებში იგეგმება საქართველოში უკვე არსებული პროექტის ToT (trening of treners)შეჯამება\, რომლითაც საქართველოში დღეს უკვე 500 ტრენერი გადამზადდა. ქვეყანაში ინოვაციების სფეროში არსებული კადრების გადამზადება მნიშვნელოვანია როგორც სააგენტოსთვის\, ასევე მთლიანად ქვეყნის ეკონომიკისა და განვითარებისათვის.\nშეხვედრაზე ნიდერლანდების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სააგენტოს განვითარებისათვის მხარდაჭერის მზადყოფნაზე გაამახვილებს ყურადღებას. Orion Innovation Netherland-ის წარმომადგენელი\, მისტერ კლაასჰერნამდტი\, დეტალურად განიხილავს პროექტს და აღნიშნავს ნიდერლანდების მხარის ჩართულობასა და მნიშვნელობას. \nინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს შესახებ\nეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო დასახული მიზნების მიღწევას ინოვაციური ეკოსისტემის აქტორებთან თანამშრომლობით ახორციელებს. სააგენტოს პროექტები და პროგრამები დაფუძნებულია ბიზნესის წარმომადგენლებთან\, აკადემიურ წრეებთან\, სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან თანამშრომლობაზე. ნიდერლანდების მთავრობა ინოვაციებისა დატექნოლოგიების სააგენტოსთან ურთიერთობას მომავალშიც გეგმავს. \nდრო: 25 ნოემბერი\, 12:00 საათი \nადგილმდებარეობა: FABLAB ILIAUNI\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S კორპუსი (გ. წერეთლის ქ. #1) \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/fablab-iliauni-shi-niderlandebis-mthavrobis-tsevrebi-inovatsiebisa-da-teqnologiebis-saagentos-tsarmomadgenlebs-shekhvdebian/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/11/21247.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20151125T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20151125T170000
DTSTAMP:20260513T051614
CREATED:20151119T132056Z
LAST-MODIFIED:20240202T072258Z
UID:10003209-1448470800-1448470800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დისკუსია სამართლის სკოლაში: ევროპის საბჭოს კონვენცია „ქალთა წინააღმდეგ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და პრევენციის შესახებ“
DESCRIPTION:25 ნოემბერს\, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში “ლიგამუსი” ილიაუნის სამართლის სკოლა\, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი საერთაშორისო კამპანიის დაწყების აღსანიშნავად\, აწყობს დისკუსიას ევროპის საბჭოს 2011 წლის კონვენციაზე – „ქალთა წინააღმდეგ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და პრევენციის შესახებ”\, რომელიც“სტამბოლის კონვენციის” სახელით არის ცნობილი. \nსტამბოლის კონვენციას საქართველომ 2014 წელს მოაწერა ხელი და ამჟამად კონვენციის რატიფიკაციისათვის აუცილებელ საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობს. საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი უკვე მოამზადასაქართველოს იუსტიციის სამინისტრომ და დისკუსიაზე სწორედ ეს კანონპროექტები იქნება განხილული. \nდისკუსიის ძირითადი სტუმარია ქეთევან სარაჯიშვილი – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის მრჩეველი\, რომელიც ისაუბრებს საკუთრივ სტამბოლის კონვენციაზე დაიმაზე\, თუ როგორ აპირებს სახელმწიფო შიდა კანონმდებლობის მისადაგებას ამ დოკუმენტზე. \nდისკუსიას გაუძღვება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი\, თამარ გურჩიანი. \nდრო: 25 ნოემბერი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი “ლიგამუსი” (ჭავჭავაძის გამზ. #32) \nდასწრება თავისუფალია. \nკურსზე – “გენდერი და ადამიანის უფლებები” – რეგისტრირებული სამართლის სკოლის სტუდენტებისთვის დასწრება სავალდებულოა. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/diskusia-samarthlis-skolashi-evropis-sabtchos-konventsia-qaltha-tsinaaghmdeg-dzaladobisa-da-ojakhshi-dzaladobis-aghkvethisa-da-preventsiis-shesakheb/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/11/19021.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20151125T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20151125T190000
DTSTAMP:20260513T051614
CREATED:20151124T085316Z
LAST-MODIFIED:20240202T072250Z
UID:10003207-1448478000-1448478000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:რატი ამაღლობელის “სიტყვის სახელოსნო”: რუსთაველი და რუსთველოლოგია
DESCRIPTION:25 ნოემბერს\, ოთხშაბათს\, 19:00 საათზე\, ილიაუნის თეატრში\, შეხვედრების ციკლის – პოეზია და რეციტაცია – ფარგლებში\, პოეტი რატი ამაღლობელი განაგრძობს ლექციათა ციკლს რუსთაველისა და ”ვეფხისტყაოსნის” შესახებ. ამჯერად\, პოეტი მოწვეულ სტუმართან\, კონსტანტინე გამსახურდიასთან\, ერთად ისაუბრებს შემდეგ თემებზე: რუსთაველი და რუსთველოლოგია. „ვეფხისტყაოსანი“ და ქართველთ მეფეთა ცხოვრება და შემოქმედება. პოეტი და მეფე. ქართველი მეფე პოეტები. „ვეფხისტყაოსანი“ და ზვიად გამსახურდია. \nდრო: 25 ნოემბერი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიაუნის თეატრი (ჭავჭავაძის გამზ. №32) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/rati-amaghlobelis-sitqhvis-sakhelosno-rusthaveli-da-rusthvelologia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/11/21228.jpg
END:VEVENT
END:VCALENDAR