BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20150101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20151008T120000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20151008T120000
DTSTAMP:20260513T163800
CREATED:20151005T112250Z
LAST-MODIFIED:20240202T072323Z
UID:10003221-1444305600-1444305600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დასაქმების ფორუმი
DESCRIPTION:8 ოქტომბერს\, 12:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 406 აუდიტორიაში\, ილიაუნის ბიზნესის სკოლის ორგანიზებით\, ჩატარდება დასაქმების ფორუმი. კომპანია „ელეფანტის“ წარმომადგენელი სტუდენტებს შესთავაზებს ვაკანსიებს გაყიდვების მიმართულებით. \nდრო: 8 ოქტომბერი\, 12:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 406 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5) \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/dasaqmebis-phorumi-3/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/10/16843.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20151008T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20151008T170000
DTSTAMP:20260513T163800
CREATED:20151002T112728Z
LAST-MODIFIED:20240202T072319Z
UID:10003220-1444323600-1444323600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:გიორგი ცხადაიას მოხსენება: „ჰუსერლის დერიდასეული კრიტიკა”
DESCRIPTION:8 ოქტომბერს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის F415 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი გიორგი ცხადაია\, სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული სამეცნიერო კოლოქვიუმის ფარგლებში\,წაიკითხავს მოხსენებას თემაზე: „ჰუსერლის დერიდასეული კრიტიკა”. \nჟაკ დერიდამ 1967 წელს გამოაქვეყნა სამი ფუნდამენტური ნაშრომი: „გრამატოლოგიის შესახებ“ (De la grammatologie)\, „წერა და განსხვავება“ (L’Écriture et la difference) და „ხმა და ფენომენი“ (La Voix et le Phénomène). ამ უკანასკნელ ნაშრომში დერიდა გვთავაზობსფენომენოლოგიის ფუძემდებლის\, ედმუნდ ჰუსერლის\, „ლოგიკური გამოკვლევების“ პირველი გამოკვლევის საფუძვლიან ანალიზს. ეს დერიდას მიერ ჰუსერლის შესახებ დაწერილი პირველი ნაშრომი არ გახლავთ. მანამდე დერიდამ სადიპლომო ნამუშევრის სახითდაწერა „წარმოშობის პრობლემა ჰუსერლის ფილოსოფიაში” (Le Problème de la genèse dans la philosophie de Husserl). თუმცა\, ამის მიუხედავად\, „ხმა და ფენომენი“ წარმოადგენს დერიდას მიერ ჰუსერლზე გაკეთებულ მომწიფებულ კომენტარს. \n„ხმა და ფენომენის“ კრიტიკა ფენომენოლოგების მიერ ხშირი არ არის\, ვინაიდან ფენომენოლოგები „ლოგიკურ გამოკვლევებს“ უყურებენ\, როგორც ადრეულ\, მოუმწიფებელ ნაშრომს ჰუსერლის ფილოსოფიაში\, და დერიდას მიერ ამ ნაშრომის კრიტიკას განსაკუთრებულყურადღებას არ აქცევენ. თავად დერიდა კი მიიჩნევდა\, რომ ის ძირითადი პოსტულატები\, რაც ჰუსერლმა „ლოგიკურ გამოკვლევებში“ ჩამოაყალიბა\, არ შეცვლილა არც მის გვიანდელ ნაშრომებში. შესაბამისად\, დერიდას აინტერესებს\, რა არის ამ პოსტულატებისმთავარი პრობლემა\, რაც მომავალში მთლიანად ფენომენოლოგიის კრიტიკისთვის უნდა გამოგვადგეს. \nდღესდღეობით\, დერიდას მიერ ჰუსერლის წაკითხვის ერთ-ერთი ყველაზე თანმიმდევრული კრიტიკა ჟენევის უნივერსიტეტში მოღვაწე ბრიტანელმა ანალიტიკოსმა ფილოსოფოსმა\, კევინ მულიგანმა\, მოგვცა. მულიგანმა 1991 წელს ჟურნალ Topoi-ში გამოაქვეყნასტატია\, სახელწოდებით – „როგორ არ უნდა წავიკითხოთ: დერიდა ჰუსერლის შესახებ“ (How not to read: Derrida on Husserl). ამ სტატიაში მულიგანი მთლიანად უარყოფს დერიდას მთავარ არგუმენტებს ჰუსერლის წინააღმდეგ და დერიდას ადანაშაულებს იმაში\, რომეს უკანასკნელი ვერ ამტკიცებს იმას\, რომ „განმეორებითობის“ არსებობა ნიშნავს დერიდას მიერ მოხმობილი\, ფენომენოლოგიაში არსებული დიქოტომიების (რაც\, დერიდას აზრით\, უშუალოდ ჰუსერლის პირველ ლოგიკურ გამოკვლევაში გვხვდება) დეკონსტრუქციას. \nდრო: 8 ოქტომბერი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის F 415 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5) \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/giorgi-tskhadaias-mokhseneba-huserlis-deridaseuli-kritika/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/10/16801.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20151008T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20151008T190000
DTSTAMP:20260513T163800
CREATED:20151002T061514Z
LAST-MODIFIED:20240202T072317Z
UID:10003218-1444330800-1444330800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:”ვეფხისტყაოსანის“ ახალი ინგლისური თარგმანის წარდგენა და შეხვედრა მთარგმნელთან
DESCRIPTION:8 ოქტომბერს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი“\, ილიას უნივერსიტეტის ლიტერატურული კლუბი გიწვევთ ”ვეფხისტყაოსანის“ ახალი ინგლისური თარგმანის პრეზენტაციაზე. \n”ვეფხისტყაოსანის“ ახალი ინგლისური თარგმანი პირველად გამოვიდა ბოლო 40 წლის განმავლობაში; ეს პირველი პოეტური თარგმანია\, რომელიც შესრულებულია 16-მარცვლიანი შაირით. \nშეხვედრის მთავარი სტუმარია პოემის მთარგმნელი ლინ კოფინი. შეხვედრის სტუმრები ასევე იქნებიან ილიას უნივერსიტეტის პროფესორები\, პოეტი და მთარგმნელი გია ჯოხაძე (მოდერატორი) და ფილოლოგი ლევან გიგინეიშვილი. \nახალი გამოცემა მოამზადა გამომცემლობამ ”პოეზია“. ”ვეფხისტყაოსანზე“ მუშაობა ლინ კოფინმა 2012 წელს დაიწყო. ბწკარედი შეასრულა პროფესორმა დოდონა კიზირიამ. თარგმანის ტექსტს საფუძვლად უდევს 1966 წელს ”ვეფხისტყაოსანის“ ტექსტის დამდგენიკომისიის მიერ მომზადებული და პროფესორ ნოდარ ნათაძის მიერ კომენტირებული გამოცემები. ტექსტს რედაქტირება გაუკეთა პროფესორმა ნოდარ ნათაძემ. \nამერიკელი პოეტი\, მწერალი და მთარგმნელი\, ლინ კოფინი\, დაიბადა 1943 წელს. დღემდე გამოქვეყნებული აქვს პოეზიის სამი კრებული. მისი ლექსები\, ესეები\, მოთხრობები და პიესები წლების განმავლობაში იბეჭდება პერიოდიკაში. ლინ კოფინი მონაწილეობდაპოეზიის საღამოებში იოსებ ბროდსკისა და ჩესლავ მილოშთან ერთად. გია ჯოხაძის მიერ ქართულად თარგმნილი მისი ლექსების კრებული 2012 წელს თბილისშიც გამოიცა. ლინ კოფინს თარგმნილი აქვს რუსი\, ჩეხი\, ჰოლანდიელი\, მონღოლი და ირანელი პოეტებისლექსები. იგი\, რამდენიმე წელია\, აქტიურად თანამშრომლობს საქართველოსთან. 2013 წელს\, დოდონა კიზირიას რედაქტორობით\, აშშ-ში გამოიცა ”ქართული პოეზიის ანთოლოგია“\, რომელშიც შევიდა ლინ კოფინის თარგმნილი ძველი ქართული ლიტერატურის (XIXსაუკუნის ჩათვლით) ნიმუშები. ლინ კოფინს თარგმნილი აქვს თანამედროვე ქართველი პოეტების – დათო ბარბაქაძის\, გიორგი კეკელიძის\, გივი ალხაზიშვილის\, ზაზა აბზიანიძის – ლექსებიც. \nდრო: 8 ოქტომბერი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი ”ლიგამუსი“ \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/vephkhistqhaosanis-akhali-inglisuri-thargmanis-tsardgena-da-shekhvedra-mthargmnelthan/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/10/16795.png
END:VEVENT
END:VCALENDAR