BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20150101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150930T113500
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150930T113500
DTSTAMP:20260513T155957
CREATED:20150929T073439Z
LAST-MODIFIED:20241122T110917Z
UID:10003276-1443612900-1443612900@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის საერთაშორისო კონფერენცია - „დიდი თამაში“ და საქართველო: აღმოსავლეთ-დასავლეთის პოლიტიკური\, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობები მე-19 საუკუნის I ნახევარში
DESCRIPTION:30 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი\, კემბრიჯის უნივერსიტეტის პემბროკის კოლეჯთან ერთად\, ატარებს საერთაშორისო კონფერენციას – „დიდი თამაში“ და საქართველო: აღმოსავლეთ-დასავლეთის პოლიტიკური\, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობები მე-19 საუკუნის I ნახევარში. \nკონფერენციის თემატიკას წარმოადგენს აღნიშნულ პერიოდში დიდ იმპერიებს (უპირველესად\, ბრიტანეთსა და რუსეთს) შორის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის რეგიონებში ჰეგემონობისათვის გაჩაღებული კონკურენციის სხვადასხვა ასპექტი. ამ ე. წ. „დიდ თამაშში“ საქართველოც იყო ჩართული. აქ იკვეთებოდა მოქიშპე დიდი იმპერიების\, ასევე ირანისა და ოსმალეთის პოლიტიკური თუ ეკონომიკური ინტერესები. ამ ვითარებაში საქართველო\, კერძოდ კი თბილისი\, გახდა სხვადასხვა ცივილიზაციის გზაჯვარედინი\, აღმოსავლური და დასავლური ცივილიზაციების შეხვედრისა და სინთეზის ადგილი. კონფერენციის თემატიკიდან გამომდინარე\, წარმოდგენილი იქნება მოხსენებები აღმოსავლეთ-დასავლეთის პოლიტიკური\, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების შესახებ. ქართველი მკვლევრების გარდა\, კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ ინგლისელი\, ფრანგი და რუსი მეცნიერები. კონფერენციის ფარგლებში\, საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში გაიხსნება გამოფენა„აღმოსავლურ-დასავლური დივანი: მუშთაიდის სასახლის დეკორი“. აღნიშნული მუზეუმი კონფერენციის კიდევ ერთი თანაორგანიზატორია. \nკონფერენციის სრული პროგრამა იხილეთ აქ. \nდრო: 30 სექტემბერი – 2 ოქტომბერი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S 201 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. №3) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-aghmosavlethmtsodneobis-institutis-saerthashoriso-konpherentsia-didi-thamashi-da-saqarthvelo-aghmosavleth-dasavlethis-politikuri-ekonomikuri-da-kulturuli-urthierthobebi-me-19-saukunis-i-nakhe/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/09/16675.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150930T120000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150930T120000
DTSTAMP:20260513T155957
CREATED:20150924T133940Z
LAST-MODIFIED:20240202T072541Z
UID:10003274-1443614400-1443614400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საინფორმაციო შეხვედრა ფრანგული უნივერსიტეტის - Sciences Po Paris - წარმომადგენელთან
DESCRIPTION:30 სექტემბერს\, 12:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა Sciences Po Paris უნივერსიტეტის (საფრანგეთი) წარმომადგენელთან. \nSciences Po Paris საერთაშორისოდ აღიარებული წარმატებული უნივერსიტეტია პარიზში\, რომელიც სტუდენტებს სწავლის შესაძლებლობას სთავაზობს სხვადასხვა მიმართულებით: პოლიტიკური მეცნიერებები\, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებები\, სამართალი\, საერთაშორისო ურთიერთობები\, მედია და ჟურნალისტიკა\, ადამიანური რესურსების მენეჯმენტი\, ეკონომიკა და სხვა. აღნიშნულ პროგრამებზე სწავლა შესაძლებელია ინგლისურ ან ფრანგულ ენაზე. \nაღნიშნული უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს შორის მრავალი წარმატებული სახელმწიფო მოხელეა\, მათ შორის საფრანგეთის ამჟამინდელი პრეზიდენტი და მინისტრთა კაბინეტის რამდენიმე წევრი. \nშეხვედრაზე დაინტერესებული პირები გაეცნობიან დეტალურ ინფორმაციას Sciences Po Paris უნივერსიტეტში სწავლის შესაძლებლობების შესახებ. \nშეხვედრის სამუშაო ენა: ფრანგული ან ინგლისური \nდრო: 30 სექტემბერი\, 12:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. №32) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sainphormatsio-shekhvedra-phranguli-universitetis-sciences-po-paris-tsarmomadgenelthan/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150930T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150930T170000
DTSTAMP:20260513T155957
CREATED:20150923T063710Z
LAST-MODIFIED:20240202T072538Z
UID:10003271-1443632400-1443632400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ ბორის დროზდეკის საჯარო ლექცია - მოგზაურობა ჯგუფური ჩარევების სამყაროში: კლინიკური და სათემო მიდგომები მასობრივი ძალადობის მსხვერპლთა/გადარჩენილთა დასახმარებლად
DESCRIPTION:30 სექტემბერს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში ჰოლანდიელი ფსიქოტრავმატოლოგი\, პროფესორი ბორის დროზდეკი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: მოგზაურობა ჯგუფური ჩარევების სამყაროში: კლინიკური და სათემო მიდგომები მასობრივი ძალადობის მსხვერპლთა/გადარჩენილთა დასახმარებლად \nლექცია შეეხება ჯგუფური თერაპიის/ინტერვენციის სხვადასხვა ფორმას\, რომლებიც შემუშავდა და განვითარდა მასიური ძალადობის მსხვერპლთა (ომი\, წამება და ა.შ) დასახმარებლად. ბატონი ბორის დროზდეკი აუდიტორიას წარუდგენს საკუთარი ოცწლიანი გამოცდილების შედეგებს სხვადასხვა კულტურულ კონტექსტში (ხორვატია\, ბოსნია-ჰერცოგოვინა\, საქართველო\, რუანდა\, ჰოლანდია) და მიმოიხილავს როგორც კლინიკურ\, ასევე თემზე დაფუძნებულ ჯგუფურ ჩარევებს.\nჯგუფური ჩარევის წარმოდგენილი მოდელი გამოიყენება ბატონი დროზდეკისა და მისი გუნდის მიერ უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში. ეს არის ფაზებად სტრუქტურირებული\, ტრავმაზე ფოკუსირებული მიდგომა\, რომელიც ჯგუფურ ფსიქოთერაპიას აერთიანებს ისეთ არავერბალურ თერაპიებთან\, როგორებიცაა ფსიქომოტორული თერაპია\, არტ-თერაპია\, მუსიკა-თერაპია და სხვ. ამგვარი ჩარევა ხორციელდება დღის ცენტრში და გრძელდება 1 წლის განმავლობაში. მიდგომა არ შემოიფარგლება პოსტტრავმული სტრესული აშლილობისა და სხვა თანმხლები დაავადებების მკურნალობით; ის ასევე მოიცავს შერყეული საბაზო რწმენების\, დანაშაულისა და სირცხვილის განცდების\, გლოვის\, და ადგილნაცვალობასთან დაკავშირებული სხვა ოჯახური და სისტემური  პრობლემების გაცნობიერებასა და მათ გადალახვაზე მუშაობას. გარდა კლინიკური გამოცდილებისა\, ლექციაზე განხილული იქნება აღწერილი ჩარევის ეფექტურობის გაზომვაზე მიმართული კვლევის შედეგები. \nმომხსენებლის შესახებ\nბორის დროზდეკი (MD\, PhD) პროფესიით ფსიქიატრია და ნიდერლანდების ერთ-ერთი წამყვანი ფსიქოტრავმის ცენტრის სამედიცინო დირექტორია (Psychotrauma Centrum Zuid Nederland/Reinier van Arkel in Den Bosch\, The Netherlands). რეგულარულად აქვეყნებს სტატიებს ფსიქოტრავმატოლოგიის და ტრანსკულტურალური ფსიქიატრიის სფეროში\, ატარებს ლექციებსა და ვორკშოპებს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. ჯონ ვილსონთან ერთად\, რედაქტორია ორი საყოველთაოდ აღიარებული წიგნისა: „დამსხვრეული სულები – ტრავმირებული ლტოლვილების\, თავშესაფრის მაძიებლების წამებისა და ომის მსხვერპლების მკურნალობა“ ( Broken Spirits: Treatment of traumatized asylum seekers and refugees – war and torture victims (Brunner-Routledge\, 2004) და „ტრავმის ხმები – მსხვერპლთა მკურნალობა სხვადასხვა კულტურაში“   Voices of Trauma: Treating Survivors Across Cultures (Springer\, 2007). ბატონი დროზდეკი ამავე დროს არის ფსიქოტრავმატოლოგიის საერთაშორისო საზაფხულო სკოლის დირექტორი (დუბროვნიკი ხორვატია); წამების მსხვერპლთა საერთაშორისო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის წევრი (International Rehabilitation Council for Torture Victims); ჯანმრთელობისა და ადამიანის უფლებების საერთაშორისო საზოგადოების სამეცნიერო კომიტეტის წევრი (International Society for Health and Human Rights) ნიდერლანდური ფსიქოტრავმის საზოგადოების გამგეობის ყოფილი წევრი; ევროპული ფსიქოტრავმის საზოგადოების წევრი; ამერიკულ ფსიქიატრთა ასოციაციის წევრი. \nდრო: 30 სექტემბერი\, 17:00 საათი\nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. N32) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/prophesor-boris-drozdekis-sajaro-leqtsia-mogzauroba-jguphuri-charevebis-samqharoshi-klinikuri-da-sathemo-midgomebi-masobrivi-dzaladobis-mskhverpltha-gadarcheniltha-dasakhmareblad/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/09/16283.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150930T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150930T190000
DTSTAMP:20260513T155957
CREATED:20150922T084100Z
LAST-MODIFIED:20240202T072532Z
UID:10003269-1443639600-1443639600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ ქრისტიან პროსის ლექცია: რევოლუცია და შეშლილობა
DESCRIPTION:30 სექტემბერს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში\, სოციალური და კულტურის კვლევებისინსტიტუტის ორგანიზებით\, გაიმართება პროფესორ ქრისტიან პროსის ლექცია: რევოლუცია და შეშლილობა. \nქრისტიან პროსი ბერლინის საუნივერსიტეტო სამედიცინო ცენტრის\, “შარიტეს”\, ემერიტუს-პროფესორი და ბერლინის წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელია. ტრავმის\, მედიცინისა და ადამიანის უფლებების შესახებ პუბლიკაციების გარდა\, ქრისტიან პროსი ნაცისტურ სამედიცინო დანაშაულებებსა და აღმოსავლეთ გერმანიაში კომუნისტური რეჟიმის რეპრესიათა გვიანდელ შედეგებზეც წერს. \nლექციაზე ქრისტიან პროსი განიხილავს 1970-იან წლებში დასავლეთ გერმანიაში არსებული ანტიფსიქტიატრიული ჯგუფის შემთხვევას. \n1970 წელს\, ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის ფსიქიატრიულ კლინიკაში სტუდენტთა და პაციენტთა პოლიტიზირებული ჯგუფი აღმოცენდა\, რომელიც თავს “სოციალისტ პაციენტთა კოლექტივად” (SPK) მოიხსენიებდა. მათ სწამდათ\, რომ მენტალურ დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის ერთადერთი შედეგიანი გზა “პათოგენური კაპიტალისტური პატრიარქალური საზოგადოების დამხობა” იყო. პაციენტს “დაავადება იარაღად” თავისი “არაცნობიერი უბედურება” კი მისივე სასოწარკვეთის მიზეზთა გამაცნობიერებელ “უბედურ ცნობიერებად” უნდა ექცია. საჭირო იყო ექიმ-პაციენტის ურთიერთობის (როგორც პაციენტის “ობიექტის როლის” გამოხატულების) ანულირება და\, ნაცვლად ამისა\, ყოველი პაციენტის “საკუთარი თავისა და სხვათა თერაპევტად გადაქცევა”. 1971 წელს\, საავადმყოფოსთან და სახელმწიფო ჩინოვნიკებთან მზარდი და ძალადობრივი კონფლიქტის შემდეგ\, SPK დაიშალა\, ხოლო მისი ლიდერები გისოსებს მიღმა აღმოჩნდნენ. \nლექცია წარიმართება ინგლისურ ენაზე თანმიმდევრული ქართული თარგმანით. \nდრო: 30 სექტემბერი\, 19:00 საათი \nადგილმდებრეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორია \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/prophesor-qristian-prosis-leqtsia-revolutsia-da-sheshliloba/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/09/16023.jpg
END:VEVENT
END:VCALENDAR