BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20150101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150911T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150911T170000
DTSTAMP:20260609T235331
CREATED:20150910T073737Z
LAST-MODIFIED:20240202T072620Z
UID:10003303-1441990800-1441990800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ფილოსოფოს ლევან ღამბაშიძის საჯარო ლექცია: პოსტსაბჭოთა საჯარო სივრცე საქართველოში
DESCRIPTION:11 სექტემბერს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში\, ვორკშოპის – “სხვათა სივრცეები” – ფარგლებში\, ჯგუფი Urban Experiments\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პარტნიორობით\, ილიაუნის სამეცნიერო კაფეში გთავაზობთ ფილოსოფოს ლევან ღამბაშიძის საჯარო ლექციას: “პოსტსაბჭოთა საჯარო სივრცე საქართველოში”. \nსაჯარო სივრცე\, როგორც საზოგადოების წევრების მიერ თავისუფლად გამოყენებადი სივრცე\, ირეკლავს თავად საზოგადოებას\, რამდენადაც წარმოაჩენს მისი აზროვნებისა და ქმედების ჩარჩოებს. შესაბამისად\, საჯარო სივრცეზე დაკვირვება ცხადყოფს საზოგადოების სტრუქტურასაც. \nსაქართველო\, როგორც ტოტალიტარული წარსულის მქონე და ახლა უკვე ტრანზიციის პროცესში მყოფი ქვეყანა\, წარმოადგენს საინტერესო მაგალითს იმისა\, თუ როგორ ტრანსფორმირდება საზოგადოება და როგორ აისახება ეს ტრანსფორმაცია საჯარო სივრცეზე. საინტერესოა იმაზე დაკვირვება\, თუ რა ფაქტორები ახდენს მასზე გავლენას; რომელი ძირითადი აქტორები დომინირებენ საჯარო სივრცეში; როგორ აისახება ეს ტრანსფორმაცია ქალაქების არქიტექტურაზე და რა შესაძლო გამოწვევბი შეიძლება შეგხვდეს წინ გარდაქმნის ამ პროცესში. \nსაზოგადო სივრცე\, იქნება ეს ქალაქის\, სოფლისა თუ სამეზობლოს მასშტაბის\, არის ადგილი\, სადაც ურბანული მრავალფეროვნება ყველაზე თვალშისაცემია. პოსტსაბჭოთა ქვეყნებში საზოგადო სივრცეებისადმი უცოდინარი და აგრესიული მიდგომა სამწუხარო ტენდენციად ჩამოყალიბდა; სივრცეები რომლებიც განკუთვნილია ყველასათვის\, არ აღიქმება როგორც პირადი პასუხისმგებლობა\, არამედ როგორც სხვათა სივრცე\, სხვისი პასუხისმგებლობა თუ საქმე; \nვორკშოპი ითვალისწინებს რეალური ტერიტორიის\, კერძოდ\, ავლაბრის საზოგადოებრივი სივრცეების კვლევას\, ანალიზს\, პრობლემების გამოვლენასა და შემდგომ მათი გაუმჯობესების სცენარის შეთავაზებას. \nვორკშოპის – “სხვათა სივრცეები” – მიზანია ჯერ კიდევ არსებული საბჭოთა მენტალობის – “ის რაც ყველასია\, არავისი არ არის” – მიმართ მოსახლეობის ცნობიერების შეცვლას\, რათა საზოგადოებრივი სივრცეები გათავისებულ იქნას\, როგორც საერთო\, და ყველამ მიიღოს მონაწილეობა მათ მოვლაში. ვორკშოპის პროცესში სტუდენტები მიმართავენ ე. წ. “bottom up” (ქვევიდან ზევით) და “hands on” (უშუალოდ ხელჩართულ) მიდგომას\, რაც გულისხმობს ანალიზის\, კვლევისა და დაგეგმარების დროს ადგილობრივ მაცხოვრებლებთან მჭიდრო თანამშრომლობას\, მათი აზრებისა და მოთხოვნების გათვალისწინებას. პრაქტიკაში ამ სახის მიდგომა ხელს უწყობს ნდობის ჩამოყალიბებას მომავალ არქიტექტორებს\, ურბანისტებსა და მოსახლეობას შორის. \nდრო: 11 სექტემბერი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. №1) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/philosophos-levan-ghambashidzis-sajaro-leqtsia-postsabtchotha-sajaro-sivrtse-saqarthveloshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/09/15979.jpg
END:VEVENT
END:VCALENDAR