BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20150101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150514T140000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150514T140000
DTSTAMP:20260612T103009
CREATED:20150511T091525Z
LAST-MODIFIED:20240202T073538Z
UID:10003474-1431612000-1431612000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:მიკროსაფინანსო კომპანია ”კრედოს” სასტიპენდიო პროგრამა
DESCRIPTION:14 მაისს\, 14:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 406 აუდიტორიაში კომპანია ”კრედოს” წარმომადგენლები გამართავენ საინფორმაციო შეხვედრას ილიაუნის ბიზნესის სკოლის სტუდენტებთან ”კრედოს” სასტიპენდიო პროგრამასთან დაკავშირებით. \nმიკროსაფინანსო კომპანია ”კრედო”\, 15 წელზე მეტია\, ქართულ მიკროსაფინანსო ბაზარზე მოღვაწეობს. წამყვანი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია გამორჩეულია ინოვაციური პროდუქტების მრავალფეროვნებით\, მომსახურების მაღალი ხარისხით და კლიენტთასოლიდური რაოდენობით\, ასევე – სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული საზოგადოებრივი აქტივობებით. \nკომპანია ”კრედო” ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის სტუდენტებს სთავაზობს სტიპენდიას\, რაც მოიაზრებს მეოთხეკურსელი სტუდენტების სწავლის სრულად დაფინანსებას (შესაბამისად\, სტიპენდიით სარგებლობა შეეძლებათ მათ\, ვინც ახლაიმყოფება მესამე კურსზე და შემოდგომის სემესტრიდან იქნება მეოთხეკურსელი). კრედოს სტიპენდიით ისარგებლებს ერთი სტუდენტი\, რომელიც შერჩევის კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს. \nშერჩევის კრიტერიუმები: \n\nმაღალი აკადემიური მოსწრება\nსამოტივაციო წერილი\n\nკომპანიის მიზანია სტუდენტებისათვის ხელმისაწვდომი განათლების უზრუნველყოფა. \nშეხვედრის დრო: 14 მაისი\, 14:00 საათი\nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 406 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5) \n\n			\n				\n			\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/mikrosaphinanso-kompania-kredos-sastipendio-programa/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/05/9864.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150514T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150514T170000
DTSTAMP:20260612T103009
CREATED:20150505T102808Z
LAST-MODIFIED:20240202T073535Z
UID:10003473-1431622800-1431622800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:"სტიგმის გადალახვა ჟესტური ენის გაძლიერებით" - პროექტის პრეზენტაცია
DESCRIPTION:14 მაისს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში გაიმართება პროფესორ თამარ მახარობლიძის პროექტის – “სტიგმის გადალახვა ჟესტური ენის გაძლიერებით” – პრეზენტაცია. აღნიშნული პროექტი დაფინანსებულია საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ. \nდრო: 14 მაისი\, 17:00 საათი\nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. №1) \n\n			\n				\n			\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/stigmis-gadalakhva-zhesturi-enis-gadzlierebith-proeqtis-prezentatsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/05/8833.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150514T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150514T190000
DTSTAMP:20260612T103009
CREATED:20150508T120151Z
LAST-MODIFIED:20240202T073656Z
UID:10003517-1431630000-1431630000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებული გამოვლინდება
DESCRIPTION:14 მაისს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი“ გეპატიჟებით ილიაუნის ლიტერატურული კლუბის დაბადების დღეზე\, რომელზეც ილიაუნის ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებული გამოვლინდება. \nილიაუნის ლიტერატურულ კონკურსს ხუთწლიანი ისტორია აქვს. 2010 წელს უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ გადაწყვიტა\, ხელი შეეწყო რომანის განვითარებისათვის საქართველოში და დააარსა პრემია საუკეთესო რომანისათვის. პრემია აქამდე ოთხ ნომინანტზე გაიცა. 2010 წელს პრიზი აიღო აკა მორჩილაძემ (რომანისათვის „მამლუქი“)\, ხოლო 2011 წელს – ზაზა ბურჭულაძემ (რომანისათვის „გასაბერი ანგელოზი“). 2012 წელს პრემია არ გაცემულა\, ხოლო 2013 წელს პრემია გაიყვეს ანა კორძაია-სამადაშვილმა(რომანისათვის „ვინ მოკლა ჩაიკა“) და ჯაბა ზარქუამ (რომანისათვის „მკითხველი უნდა მოკვდეს“). \n2014 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება\, ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ პრემია გაიცეს უცხოენოვანი რომანის საუკეთესო თარგმანისათვის. ამ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო მოსაზრება\, რომ დიდი და დიადი უცხოენოვანი ნაწარმოებების ქართული თარგმანები ხშირად ისევე უწყობს ხელს რომანის ჟანრის განვითარებას\, როგორც ორიგინალური რომანების წერა. გამარჯვებული შეირჩევა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გამოცემული თარგმანებიდან. \nილიაუნის ლიტერატურული კონკურსის წლევანდელი 7 ფინალისტი რომანია: \n\nკლოდ სიმონი\, „ფლანდრიის გზა“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ – მთარგმნელები: ილია გასვიანი\, ანზორ აბჟანდაძე\nორჰან ფამუქი\, „მე წითელი მქვია“ – „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“ – მთარგმნელი: ლია ჩლაიძე\nკნუტ ჰამსუნი\, „მისტერიები“ – „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“ – მთარგმნელი: თამარ კვიჟინაძე\n ვირჯინია ვულფი\, „გზა შუქურისკენ“ – ”ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“ – მთარგმნელი: ლელა დუმბაძე\nრობერტ მუზილი\, „უთვისებო კაცი”\, ტომი II – გამომცემლობა „დიოგენე“ – მთარგმნელი: მაია ბადრიძე\nუილიამ ფოლკნერი “დროშები მტვერში“ – გამომცემლობა „დიოგენე“ – მთარგმნელი: ზაზა ჭილაძე\nუმბერტო ეკო\, „ვარდის სახელი“ – გამომცემლობა „დიოგენე“ – მთარგმნელი: ხათუნა ცხადაძე\n\nგამარჯვებულს გადაეცემა ილიაუნის პრემია 10 000 ლარის ოდენობით.\nგარდა ლიტერატურული პრემიის გამარჯვებულისა დაჯილდოვდებიან ილიაუნის ლიტერატურული კლუბის წლის საუკეთესო მომხსენებელი და კლუბის ვიქტორინის გამარჯვებულები – ყველაზე აქტიური მკითხველები. \nდასწრება თავისუფალია. \nგელით ყველას! \n\n			\n				\n			\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-literaturuli-konkursis-gamarjvebuli-gamovlindeba/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/05/9233.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150514T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150514T190000
DTSTAMP:20260612T103009
CREATED:20150511T123912Z
LAST-MODIFIED:20240202T073653Z
UID:10003515-1431630000-1431630000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის სამეცნიერო კაფეში: შეხვედრა ილიაუნის ეკოლოგიის ინსტიტუტის პროფესორებთან\, ალექსანდრე გავაშელიშვილთან და დავით თარხნიშვილთან
DESCRIPTION:14 მაისს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში ილიაუნის სამეცნიერო კაფე გიწვევთ შეხვედრაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკოლოგიის ინსტიტუტის პროფესორებთან\, ალექსანდრე გავაშელიშვილთან და დავითთარხნიშვილთან. \nსლაიდ-შოუ თემაზე: ამერიკის შეერთებული შტატების ბუნება \nეკოლოგიის ინსტიტუტის პროფესორმა\, ალექსანდრე გავაშელიშვილმა\, 1990 წლიდან მრავალი თვე გაატარა ამერიკის შეერთებულ შტატებში. მას მოვლილი აქვს ამ ქვეყნის დიდი ნაწილი – კლდოვანი მთები\, პრერიები\, ტყეები – და ფლობს მრავლისმომცველინფორმაციას ამერიკის ბუნების შესახებ. პროფესორი დავით თარხნიშვილი კი სულ ორჯერაა ნამყოფი ამერიკაში\, მაგრამ ძალიან სპეციფიკურ ადგილას – წყნარი ოკეანის სანაპიროს ჩრდილოეთ ნაწილში. მომხსენებლები ისაუბრებენ ზოგადად ამერიკის ბუნებაზე\,იმაზე\, თუ რით განსხვავდება ის ჩვენთვის უკეთ ნაცნობი ევროპისა და დასავლეთი აზიის ბუნებისგან\, რა საერთოა კოლხეთისა და ამერიკის ტენიან ტყეებს შორის\, და სხვა არაერთ საინტერესო საკითხზე. \nდრო: 14 მაისი\, 19:00 საათი\nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. №32) \n\n			\n				\n			\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-sametsniero-kapheshi-shekhvedra-iliaunis-ekologiis-institutis-prophesorebthan-aleqsandre-gavashelishvilthan-da-davith-tharkhnishvilthan/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/05/9657.jpg
END:VEVENT
END:VCALENDAR