BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20150101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150430T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150430T170000
DTSTAMP:20260610T054605
CREATED:20150427T091406Z
LAST-MODIFIED:20240202T073944Z
UID:10003552-1430413200-1430413200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის სამეცნიერო კაფეში: შეხვედრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრულ პროფესორთან\, გიორგი ჯაფარიძესთან
DESCRIPTION:30 აპრილს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში ილიაუნის სამეცნიერო კაფე გიწვევთ შეხვედრაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრულ პროფესორთან\, ბატონ გიორგი ჯაფარიძესთან. \nსაუბრის თემა: “ჰელიკური გამტარები – მომავალი ათწლეულების ნანოელექტრონიკის მასალა” \nერთგანზომილებიანი ჰელიკური გამტარები წარმოადგენენ ელექტრონული მატერიის ახალ ფორმას\, რომელშიც ელექტრონის საკუთარი მაგნიტური მომენტის (სპინის) მიმართულება ცალსახად განისაზღვრება ელექტრონისავე მოძრაობის მიმართულებით. მაგნიტური და ელექტრული თვისებების ამგვარი მჭიდრო გადაჯაჭვულობა განაპირობებს მასალის უნიკალურ თვისებებს\, რომლებიც განსაკუთრებით ეფექტურად ვლინდება ნანოსტრუქტურულ სისტემებში. \nმიჩნეულია\, რომ ჰელიკურ გამტარებს უნიკალური გამოყენებითი პოტენციალი აქვთ\, რის გამოც მათ მიაკუთვნებენ მომავალი ნანოელექტრონიკის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მასალათა ჯგუფს. \nმოხსენებაში მიმოხილული იქნება ნანოსტრუქტურული სისტემები და მათი უჩვეულო თვისებები. ასევე – ის თავისებურებანი\, რაც ჰელიკურ გამტარებს განსაკუთრებით საინტერესო ობიექტებად წარმოაჩენს. \nშეხვედრის დრო: 30 აპრილი 17:00 საათი\nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ.№3/5) \nდასწრება თავისუფალია \n\n			\n				\n			\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-sametsniero-kapheshi-shekhvedra-ilias-sakhelmtsipho-universitetis-srul-prophesorthan-giorgi-japharidzesthan/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/04/8031.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150430T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150430T190000
DTSTAMP:20260610T054605
CREATED:20150427T113205Z
LAST-MODIFIED:20240202T073940Z
UID:10003551-1430420400-1430420400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის ლიტერატურულ კლუბში - გიგა ზედანია: ფოლკნერი ანუ დროის სიძულვილი
DESCRIPTION:30 აპრილს 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ლიგამუსი\, ილიაუნის ლიტერატურული კლუბი სტუმრად იწვევს უნივერსიტეტის რექტორს\, ფილოსოფოს გიგა ზედანიას. მომხსენებელი უილიამ ფოლკნერის რომანის – ”დროშები მტვერში“ – შესახებ ისაუბრებს. რომანი\, რომელიც ზაზა ჭილაძემ თარგმნა\, ილიაუნის ლიტერატურული პრემიის ფინალისტია. \nფოლკნერს ზოგჯერ “ამერიკელ შექსპირად” მოიხსენიებენ. XXI საუკუნის გადმოსახედიდან\, იგი არა მხოლოდ გასული საუკუნის საუკეთესო ამერიკელ მწერლად გვევლინება\, არამედ\, ალბათ – საუკეთესო მწერლად მთლიანად ამერიკული ლიტერატურის ისტორიაში. \nლექცია დაეთმობა ფოლკნერის ზაზა ჭილაძის მიერ ქართულად თარგმნილ რომანს “დროშები მტვერში” – სრულ ვარიანტს წიგნისა\, რომელსაც მკითხველი აქამდე იცნობდა სათაურით “სარტორისი”. ეს ფოლკნერის რიგით მესამე რომანია\, მაგრამ პირველი\, რომელშიც მოქმედება მწერლის მიერ გამოგონილ იოკნაპატოფას ოლქში ხდება. ესაა რომანი\, რომელსაც მოსდევს “ხმაური და მძვინვარება” –  წიგნი\, რომელშიც პირველად გამოვლინდა ფოლკნერის\, როგორც მწერლის\, ლიტერატურული შესაძლებლობები\, წიგნი\, რომელშიცერთი ოჯახის ქრონიკის ფორმა გამოყენებულია\, როგორც მეტაფორა ქვეყნისა და სამყაროს სტრუქტურის აღსაწერად: ისევე\, როგორც ეს მოხდება ფოლკნერისავე რომანში”აბესალომ! აბესალომ!” ან გარსია მარკესის რომანში “მარტოობის ასი წელიწადი”. \nდრო: 30 აპრილი 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი ”ლიგამუსი” \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-literaturul-klubshi-giga-zedania-pholkneri-anu-drois-sidzulvili/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/04/8043.jpg
END:VEVENT
END:VCALENDAR