BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20150101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150211T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150211T190000
DTSTAMP:20260610T011944
CREATED:20150209T134549Z
LAST-MODIFIED:20240202T074531Z
UID:10003664-1423681200-1423681200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ანთროპოლოგ მიხეილ სვანიძის ლექცია: „ნეპის შემდეგ: სტალინიზმის ყოფისა და კულტურული კონტექსტის მიმოხილვა“
DESCRIPTION:11 თებერვალს\, ოთხშაბათს\, 19:00 საათზე\, წიგნის სახლში „ლიგამუსი“\, სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტი გიწვევთ ანთროპოლოგის\, მიხეილ სვანიძის საჯარო ლექციაზე – „ნეპის შემდეგ: სტალინიზმის ყოფისა და კულტურული კონტექსტის მიმოხილვა“. \nლექცია ჩატარდება „საბჭოთა პარადიგმების“ შეხვედრების ციკლის ფარგლებში. \nმომხსენებელი ისაუბრებს ყოველდღიური ცხოვრების შესახებ რეპრესიების დროინდელ საბჭოთა კავშირში\, ნეპის დასასრულიდან მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა კავშირის ჩართვამდე. კერძოდ კი\, მოკლედ მიმოიხილავს ამ პერიოდის საზოგადოებრივი ცხოვრების სამ ასპექტს: (1) ცენტრალური პოლიტიკისა და გადაწყვეტილებების კომუნიკაციას (საზოგადოებამდე მიტანას)\, (2) ახალ საბჭოთა ბიუროკრატიასა და მის თავისებურებებს და (3) „ჩვეულებრივი ადამიანის“ ცხოვრებას პოლიტიკური რეპრესიების ჩრდილში. \n20-იანი წლების ბოლოს იოსებ სტალინმა ახალი ეკონომიკური პოლიტიკის\, ანუ ნეპის დასასრული გამოაცხადა. ეს კი საბჭოთა სახელმწიფოში სრულიად ახალ პოლიტიკურ რეალობას მოასწავებდა. ამ რეალობაში საზოგადოებრივი და პოლიტიკური ცენტრალიზაცია შინაარსობრივად ახალ საფეხურზე გადავიდა. საბჭოთა სახელმწიფომ სხვადასხვა გზით მოსპო შედარებით შეძლებული გლეხები\, ე. წ. „კულაკები“\, დაიწყო კოლექტივიზაცია და შექმნა ეგრეთ წოდებული ხუთწლეულების პროგრამები\, განდევნა და გაანადგურა როგორც მემარცხენე\, ისე მემარჯვენე პოლიტიკური ოპონენტები. \n(1) დროის მოკლე პერიოდში რადიკალური პოლიტიკური ცვლილებების კასკადი მოხდა. მათ გავლენა იქონიეს ჩვეულებრივი მოქალაქეების ყოფასა და ქცევაზე. სიტუაცია შედარებით მყიფე იყო\, ამიტომ პოლიტიკური ხელმძღვანელობის ერთ-ერთი ამოცანა ის იყო\, რომ საზოგადოების შედარებითი მხარდაჭერა ჰქონოდა; საჭირო იყო მათი გადაწყვეტილებების და პოლიტიკური აქცენტების ხალხამდე მიტანა და ეფექტური კომუნიკაცია. (2) ასევე\, გაჩნდნენ ახალი ტიპის საზოგადოებრივი აქტივისტები და შედარებით დაბალი დონის პოლიტიკური მოღვაწეები – ისინი\, ვინც\, ერთი შეხედვით\, უკეთ აუღო ალღო ახალ პოლიტიკურ იმპერატივებს. (3) დაბოლოს\, „აპოლიტიკურ“ ადამიანებს რეპრესიებისგან თავის ასარიდებლად ახალი ტაქტიკების შემუშავება უხდებოდათ. \nმოხსენება ძირითადად სწორედ ამ სამი საკითხის განხილვას შეეხება. \nმიხეილ სვანიძე – ანთროპოლოგიის მაგისტრი\, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი (CEU); ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი. \nდრო: 11 თებერვალი\, 19:00 საათი\nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ \n\n			\n				\n			\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/anthropolog-mikheil-svanidzis-leqtsia-nepis-shemdeg-stalinizmis-qhophisa-da-kulturuli-konteqstis-mimokhilva/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/02/1901.jpg
END:VEVENT
END:VCALENDAR