BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20140101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20140922T072300
DTEND;TZID=Asia/Dubai:20140922T072300
DTSTAMP:20260513T080638
CREATED:20140922T032348Z
LAST-MODIFIED:20240202T080159Z
UID:10003980-1411370580-1411370580@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:გერმანელი ფილოსოფოსის\, რიუდიგერ საფრანსკის\, მოხსენება
DESCRIPTION:2 ოქტომბერს\, 18:00 საათზე\, G106 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და სავლე წერეთლის სახელობის ფილოსოფიის ინსტიტუტი გიწვევთ შეხვედრაზე გერმანელ ფილოსოფოსთან და ლიტერატურის თეორეტიკოსთან\, ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის საპატიო პროფესორთან\, რიუდიგერ საფრანსკისთან (Rüdiger Safranski). \nრიუდიგერ საფრანსკი თანამედროვეობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გერმანელი ინტელექტუალია\, ცნობილი – თავისი მონოგრაფიებით რომანტიზმის\, გოეთესა და შილერის\, ნიცშეს\, შოპენჰაუერის\, ჰაიდეგერის შესახებ. მრავალი ლიტერატურული პრიზისა და სამეცნიერო ჯილდოს ავტორი გერმანულენოვანი აუდიტორიისათვის აგრეთვე ცნობილია\, როგორც თანაწამყვანი გერმანიის ერთ-ერთი საზოგადოებრივი ტელევიზიის (ZDF) გადაცემისა „ფილოსოფიური კვარტეტი“ (Philosophisches Quartett)\, რომელიც ფილოსოფიური და ეთიკური პრობლემების შესახებ დებატებს ეძღვნება. \nქართველ აუდიტორიასთან შეხვედრის ფარგლებში სტუმარი ისაუბრებს თავის მონოგრაფიაზე „ბოროტება\, ანუ თავისუფლების დრამა“ (Das Böse oder Das Drama der Freiheit\, 1997). მონოგრაფიაში განხილულია ბოროტების ცნების შესახებ თეოლოგიური და ფილოსოფიური დისკურსები ანტიკური და ბიბლიური დროიდან თანამედროვეობამდე; გამოკვლეულია ბოროტებასა და ადამიანის თავისუფლებას შორის კავშირის კონცეპტუალიზების ისტორია. სავლე წერეთლის სახელობის ფილოსოფიის ინსტიტუტი უახლოეს მომავალში გამოსცემს საფრანსკის ამ მნიშვნელოვანი მონოგრაფიის ქართულ თარგმანს.\nშეხვედრა დასრულდება რიუდიგერ საფრანსკისთვის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის ტიტულის მინიჭების ცერემონიით. \nდრო: 2 ოქტომბერი\, 18:00 საათი\nადგილმდებარეობა: G 106 აუდიტორია\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/germaneli-philosophosis-riudiger-saphranskis-mokhseneba/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
END:VCALENDAR