BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20140101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20140611T112900
DTEND;TZID=Asia/Dubai:20140611T112900
DTSTAMP:20260512T173619
CREATED:20140611T072953Z
LAST-MODIFIED:20240202T080726Z
UID:10004057-1402486140-1402486140@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:მესამე სამეცნიერო პიკნიკი
DESCRIPTION:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გიწვევთ მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად. \nილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 2014 წლის ოქტომბერში გამართავს მესამე სამეცნიერო პიკნიკს\, რომლის თანაორგანიზატორია თბილისის მერია.\nსამეცნიერო პიკნიკი არის ერთდღიანი ღონისძიება ღია ცის ქვეშ\, რომლის მიზანია მეცნიერების სხვადასხვა დარგი ყველა ასაკის ადამიანისთვის სახალისო და მიმზიდველი ფორმით წარმოაჩინოს. \nსამეცნიერო პიკნიკი პირველად 2012 წლის სექტემბერში ჩატარდა და მას მერე ყოველწლიურად იმართება. პირველ სამეცნიერო პიკნიკში\, ილიაუნის პროფესორებთან და სტუდენტებთან ერთად\, მონაწილეობდა სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაცია\, მათ შორის: ლეონარდო და ვინჩის პროექტის ახლგაზრდა გამომგონებლები\, ეკოკლუბი\, თბილისის ზოოპარკი და სხვადასხვა ქვეყნის საელჩოს ჯგუფები. 2013 წელს ღონისძიება გახდა წევრი ევროპული სამეცნიერო ღონისძიებების ასოციაციისა (EuSEA)\, რომელიც 90-მდე წევრ ორგანიზაციას აერთიანებს და მეცნიერებისა და ტექნოლოგიების პოპულარიზაციისათვის შემოქმედებითი პლატფორმის შექმნას ისახავს მიზნად. 2013 წელს\, მეორე სამეცნიერო პიკნიკის მნიშვნელოვანი სიახლე იყო რობოტების თამაში\, რომელიც ასევე ყოველწლიურად გაიმართება ილიას უნივერსიტეტის ორგანიზებით. \nილიაუნის მესამე სამეცნიერო პიკნიკში მონაწილეობისათვის\, გთხოვთ\, 30 ივნისამდე გამოგზავნოთ შევსებული განაცხადის ფორმა და დაადასტუროთ თქვენი სამეცნიერო ჯგუფის მონაწილეობა. \nდამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ სამეცნიერო პიკნიკის საორგანიზაციო ჯგუფს\, ელ.ფოსტა: sciencepicnic@iliauni.edu.ge;\nტელ.: 591017610\nსამეცნიერო პიკნიკის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ღონისძიების ოფიციალურ ვებ-გვერდზე: http://sciencepicnic.ge/ \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/mesame-sametsniero-pikniki/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20140611T151800
DTEND;TZID=Asia/Dubai:20140611T151800
DTSTAMP:20260512T173619
CREATED:20140611T111859Z
LAST-MODIFIED:20240202T080723Z
UID:10004055-1402499880-1402499880@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:თანაბარი შესაძლებლობების უფლების დაცვის ეროვნული დღე
DESCRIPTION:14 ივნისს თანაბარი შესაძლებლობების უფლების დაცვის ეროვნული დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით\, მთელი კვირის მანძილზე დაგეგმილია სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები. ღონისძიებების მიზანია ინდივიდუალური საჭიროებების მქონე ადამიანების საზოგადოებაში ინტეგრირება. \nკვირეულის ფარგლებში გაიმართება შემდეგი ღონისძიებები: \nსაუნივერსიტეტო შეხვედრები აკადემიურ პერსონალთან\, ადმინისტრაციასთან და სტუდენტებთან – „საუბარი ინკლუზიაზე“ \n• იხილეთ განრიგი-ღონისძიებები ახალციხეში\n• იხილეთ განრიგი-ღონისძიებები ბათუმში\n• იხილეთ განრიგი-ღონისძიებები თბილისში \n14 ივნისს\, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეს\, საქართველოს 4 უნივერსიტეტის (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\, ჯიპა\, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი) რექტორები ხელს მოაწერენ ინკლუზიის დეკლარაციას\, რომელიც ეფუძნება სამ ძირითად გზავნილს „შექმენი გარემო\, აღიქვი შესაძლებლობა და განაპირობე განათლება“ \nდეკლარაციის მიზანია ინკლუზიური განათლების პრაქტიკის დანერგვა და გათვალისწინება უმაღლესი განათლების ყველა ეტაპზე  და სტუდენტებისა და ლექტორების თანამონაწილეობისთვის პირობების უზრუმველყოფა \nაღნიშნული ღონისძიება გაიმართება 17:00 საათზე\, სასტუმროში „ჰოლიდეი ინი“ \n•  ღონისძიების დეტალებისთვის იხილეთ პრესრელიზი.  \nამავე დღეს\, ფართო საზოგადოებისთვის მოეწყობა ღია გამოფენა და ინფორმაციული-საგანმანათლებლო აქტივობები კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის ბაღში (გეგეშიძის ბაღი)\, ილიაუნის თეატრის ეზოში გაიმართება სპექტაკლი „დამბო“. \nწიგნის სახლ ლიგამუსში – ფილმ „ტემპელ გრანდინის“ ჩვენება და იმ ორგანიზაციების დაჯილდოება\, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს გვერდში უდგანან ინდივიდუალი საჭიროებების მქონე ადამიანებისთვის საზოგადოებაში ინტეგრირების მიზნით პროგრამების განხორციელების საქმეში. \nღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/thanabari-shesadzleblobebis-uphlebis-datsvis-erovnuli-dghe/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
END:VCALENDAR