BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20140101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20140211T160800
DTEND;TZID=Asia/Dubai:20140211T160800
DTSTAMP:20260513T051610
CREATED:20140211T120845Z
LAST-MODIFIED:20240202T081653Z
UID:10004197-1392134880-1392134880@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ტრენინგი კლიმატის ცვლილებისა და ტყის ტრანსფორმაციაზე
DESCRIPTION:20 თებერვალი\, 2014 – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\, კორპუსი „E“\, აუდიტორია N206) \nერთდღიანი ტრენინგის მოდული სატყეო და მომიჯნავე დარგის სპეციალისტების\, სტუდენტებისა და დაინტერესებული პირებისთვის –\nსამხრეთ კავკასიაში კლიმატის ცვლილებისა და ტყის ტრანსფორმაციის საკითხებზე \nშესავალი \nბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის გერმანიის ორგანიზაცია (WWF-Germany) სამხრეთ კავკასიაში ამავე ფონდის პარტნიორ ორგანიზაციასთან (WWF-Caucasus) ერთად\, ევროკავშირის მხარდაჭერით\, 2011 წლიდან  ახორციელებს რეგიონალურ პროექტს  „სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში კლიმატის ცვლილების პირობებში ტყის ეკოსისტემების მდგრადობის ამაღლება ტყის ტრანსფორმაციის გზით“. \nროგორც აღნიშნული პროექტის ნაწილი\, შემოთავაზებული იქნება ერთდღიანი ტრენინგის მოდული სატყეო დარგის სპეციალისტების\, სტუდენტებისა და ამავე დარგით დაინტერესებული პირებისთვის. კონკრეტული\, ლოკალურად კონცენტრირებული ერთდღიანი ტრენინგი 2014 წლის თებერვალში ჩატარდება პროექტის მონაწილე სამ ქვეყანაში – სომხეთში\, აზერბაიჯანსა და საქართველოში. ტრენინგი პირველად წარმოდგენას შეუქმნის მონაწილეებს\, მისცემს რა მათ თეორიული ცოდნის საფუძველს კლიმატის ცვლილებაზე\, მოიცავს სხვა ქვეყნების გამოცდილებას კონკრეტული მაგალითების მოყვანით და ბოლო\, სადისკუსიო ნაწილი მიეძღვნება რეგიონისთვის ადგილობრივი\, კოკრეტული შემდგომი ნაბიჯების შემუშავებას. \nსაქართველოში ტრენინგს ჩაატარებს საერთაშორისო ექსპერტი\, WWF-ის კონსულტანტი დერკ ფრანკენჰაუზერი\, რომელმაც 2013 წლის ოქტომბერში სამხრეთ კავკასიის რეგიონში მოახდინა საველე გასვლები და დაინტერესებულ მხარეთა ანალიზი. \nმიზნები\nიმ გარემოსდაცვითი და სოციალური რისკების ილუსტრირება\, რომლებიც მოსდევს კლიმატის ცვლილებას სამხრეთ კავკასიის რეგიონში. მონაწილეებს საშუალება მიეცემათ გააანალიზონ სიტუაცია და შეიმუშავონ მექანიზმები სატყეო სექტორში კლიმატის ცვლილებით განპირობებული მომავალი გამოწვევებისადმი ადაპტაციისთვის. \nშინაარსი\nტრენინგის მოდული შედგება შემდეგი ხუთი ძირითადი თემისაგან:\n1)  შესავალი\n2)  გლობალური სიტუაცია\n3)  რეაგირება ევროპის ქვეყნების მაგალითზე\n4)  კავკასიაში ამჟამად არსებული სიტუაცია\n5)  განხორციელების შესაძლო სცენარები კავკასიაში \nთავის მხრივ\, ეს თემები დაყოფილია ოთხ ძირითად ნაწილად: \n1. შესავალი\nტრენინგი დაიწყება იმ საკითხებზე ყურადღების გამახვილებით\, რომლებიც ასახავს აუდიტორიის თვალსაზრისს კლიმატის ცვლილებასთან მიმართებაში. ამას მოჰყვება კლიმატის ცვლილების ფარგლების მოკლე აღწერა მსოფლიოს\, ევროპის მასშტაბით – დაბოლოს\, კონკრეტულად კავკასიის რეგიონში და განსაკუთრებით ტყეებზე მისი ზემოქმედების კუთხით. \n2. ტრენინგის სავარჯიშოები\nეს ტრენინგის ძირითადი ნაწილია. მონაწილეებს საშუალება მიეცემათ მიიღონ ინფორმაცია მათ რეგიონში კლიმატის მიმდინარე ცვლილებიდან გამომდინარე პოტენციური გარემოსდაცვითი და სოციალურ-ეკონომიკური საფრთხეების იდენტიფიცირების კუთხით. ამ ნაწილში გამოყენებული იქნება ტყის მართვის სფეროში ძალიან ზუსტი მაგალითების განხილვის მეთოდი. \n3. ევროპაში არსებული მოწინავე პრაქტიკის პრეზენტაცია და კონკრეტული მაგალითების განხილვა.\nმონაწილეებს გააცნობენ შიგნიდან დანახულ სურათს – თუ როგორ შეიმუშავეს პოლიტიკა და სტანდარტული პროცედურები ამ რისკთან საბრძოლველად სხვა ქვეყნებმა\, როგორიცაა გერმანია\, მოწინავე პრაქტიკის მაგალითების და კონკრეტული შემთხვევების განხილვით.\n4. პერსპექტივა და დასკვნითი დებატები\nდაკვნით ეტაპზე მონაწილეებს შესთავაზებენ ბრეინსტორმინგს იმასთან დაკავშირებით\, თუ რას თვლიან საჭიროდ სამომავლოდ. შემდეგი ნაბიჯები შემუშავდება ერთად\, რათა მოხდეს სატყეო მეურნეობაში რისკის  მენეჯმენტის სისტემის დანერგვა ან/და გაუმჯობესება. \nტრენინგის დღის წესრიგი  \nმოსალოდნელი შედეგები\nტრენინგის მოდული შესაძლებლობას მისცემს მონაწილეებს\, რომ გააცნობიერონ კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული გამოწვევები\, და კონკრეტულად – მისი ზემოქმედება სამხრეთ კავკასიის რეგიონის ტყეებზე. მონაწილეები შეძლებენ ყოველდღიურ სატყეო სამეურნეო საქმიანობას მიუსადაგონ კლიმატის ცვლილების სამომავლო შედეგებ\, როგორიცაა შტორმები\, ხანძრები და ა.შ. აგრეთვე გარდაქმნან კავკასიის ტყეების ეკოსისტემები უფრო გამძლე ტყეებად. სხვა ქვეყნების მოყვანილი მაგალითები წაახალისებს მონაწილეებს იმასთან დაკავშირებით\, თუ როგორია რეაგირება სხვაგან სატყეო სექტორში და მისცემს საშუალებას\, რომ კავკასიის სხვა ქვეყნებთან შექმნან პარტნიორული ქსელი რათა შეიქმნას კონკრეტულ საჭიროებებზე ორიენტირებული ინსტრუმენტი\, როგორიცაა მაგ. ტყის პრობლემების ერთობლივი ღია მონაცემთა ბაზა და სხვ.\nტრენინგის მოდული\nდეტალური ინფორმაცია ტრენინგის მოდულის შესახებ ხელმისაწვდომია შემდეგი ვებ-გვერდებიდან: \nhttp://wwf.panda.org/what_we_do/where_we_work/black_sea_basin/caucasus/?215650/Managing-innovative-learning-on-adaptive-forest-management-to-climate-change\n\nhttp://awsassets.panda.org/downloads/forestry_training_module.pdf \nდამატებითი ინფორმაცია \nმალხაზ ძნელაძე\nპროექტის რეგიონალური კოორდინატორი\nWWF-Caucasus\nტელ.: + (995 32) 2-23-75-00  ext. 118\nmdzneladze@wwfcaucasus.org \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/treningi-klimatis-tsvlilebisa-da-tqhis-transphormatsiaze/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
END:VCALENDAR