BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20130101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20131120T103100
DTEND;TZID=Asia/Dubai:20131120T103100
DTSTAMP:20260512T210932
CREATED:20131120T063146Z
LAST-MODIFIED:20240202T081211Z
UID:10004137-1384943460-1384943460@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ჰოვარდ გოსპელ გუნდის ვორქშოფი
DESCRIPTION:პარასკევს\, 2013 წლის 13 დეკემბერს\, 13:00-ზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია „ლიგამუსში“ ჰოვარდის უნივერსიტეტის (ვაშინგტონი) ჰოვარდ გოსპელ გუნდი ჩაატარებს ვორქშოფს თემებზე „გოსპელი და მისი ზეგავლენა ამერიკის პოპულარულ მუსიკაზე“ და „გოსპელ მუსიკის შესრულება“ \n1968 წლის შემოდგომაზე მელანი რასელმა და როზალინდ თომფკინსმა ჩამოაყალიბეს ჰოვარდ გოსპელ გუნდი (Howard Gospel Choir – HGC)\, რომელიც გახლდათ პირველი საუნივერსიტეტო ტიპის გოსპელ გუნდი მთელს მსოფლიოში. ამ გუნდში მონაწილეობდნენ 17 წლიდან ასაკის ჰოვარდის უნივერსიტეტის სტუდენტები და უნივერსიტეტთან ახლო მცხოვრები მოქალაქეები. ამ გუნდის აღზრდილები არიან რიჩარდ სმოლვუდი (გრემის პრემიის მფლობელი)\, კორ კოტონი (ჯგუფის „Sounds of Blackness“ წევრი)\, ელბერნიტა „თვინკი“ კლარკი (ლეგენდარული „Clark Sisters“-იდან) და R&B მიმართულების ვარსკვლავი ენჯელა უინბუში. \nთავისი ხანგრძლივი არსებობის მანძილზე ჰოვარდის გოსპელ გუნდს მიღებული აქვს მრავალი პრემია სხვადასხვა ფესტივალებსა თუ კონკურსებზე. გუნდს ხშირად ეპატიჟებიან  ამერიკის ისეთ მნიშვნელოვან დაწესებულებებში\, როგორიცაა თეთრი სახლი\, კაპიტოლის შენობა\, ვაშინგტონის ეროვნული საკათედრო ტაძარი\, ჯონ ფ. კენედის სახელობის ხელოვნების ცენტრი\, კორკორანის ხელოვნების გალერეა\, ლინკოლნის მემორიალი და სხვა.\nჰოვარდის გოსპელ გუნდი მონაწილეობს სხვადასხვა პროექტებში ამერიკელ ვარსკვლავებთან (მაგ.\, სტივი უანდერთან) ერთად. 2008 წლის სექტემბერში გუნდი მოწვეული იყო “American Idol“-ში\, სადაც იმ წლის გამარჯვებულ Fantasia-თან ერთად შეასრულა სიმღერა „I Believe“. 2009 წელს ჰოვარდის გოსპელ გუნდმა პრეზიდენტ ბარაქ ობამას ინაუგურაციისადმი მიძღვნილ შვიდ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. \nწელს ჰოვარდის უნივერსიტეტის გოსპელ გუნდი საქართველოს ესტუმრა\, სადაც ის კონცერტებს ჩაატარებს თბილისსა და ბათუმში. კონცერტებთან ერთად გუნდი რამდენიმე ვორქშოფს სთავაზობს ქართველ სტუდენტებს\, რომელთა შორის არიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მუსიკის ცენტრის სტუდენტებიც. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/hovard-gospel-gundis-vorqshophi/
CATEGORIES:ლიგამუსის კალენდარი
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
END:VCALENDAR