BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20130101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20130416T114800
DTEND;TZID=Asia/Dubai:20130416T114800
DTSTAMP:20260610T012138
CREATED:20130416T074801Z
LAST-MODIFIED:20240202T082901Z
UID:10004394-1366112880-1366112880@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:გაიღე სისხლი\, გადაარჩინე სიცოცხლე
DESCRIPTION:25 აპრილს\, 10:00 საათიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (A  კორპუსი\, 102 – ე აუდიტორია\, ი. ჭავჭავაძის გამზ. 32) ჩატარდება უანგარო დონორის აქცია. ამ აქციაში მონაწილეობით\, თქვენ მოგეცემათ საშუალება უანგაროდ ჩააბაროთ სისხლი და ამით გამოხატოთ თანადგომა იმ ადამიანების მიმართ\, რომელთაც დახმარება ესაჭიროება. ანალოგიურ აქციაში სისტემატიურად სხვადასხა სამთავრობო და კერძო ორგანიზაციები იღებენ მონაწილეობას\, როგორიცაა: საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტი\, საქართველოს სამედიცინო უნივერსიტეტი\, სამედიცინო აკადემია\, აფხაზეთის რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო\, აშშ საელჩო\, ნავთობისა და გაზის კორპორაცია\, გარემოს დაცვის სამინისტრო\, ბუნების დაცვის სააგენტო და სხვა.  მათი მხარდაჭერითა და სურვილით დეცენტრალიზებულად (ადგილზე გასვლით)\, ჩატარდა უანგარო დონორის აქციები და უამრავმა ადამიანმა უანგაროდ გაიღო სისხლი. \n შპს “სისხლის გადასხმის საქალაქო სადგური” (სისხლის ბანკი) საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი სისხლის ბანკია\, სადაც წარმოებს დონორული სისხლისაგან სისხლის კომპონენტების დამზადება და თბილისის კლინიკების სისხლით მომარაგება. სისხლს ძირითადად აბარებენ ფასიანი დონორები\, რომელთა მოტივაცია სისხლის გაღების შემდეგ საკომპენსაციო თანხის აღებაა\, რის გამოც დონორმა შეიძლება დამალოს სარისკო ქცევა ან რაიმე დაავადება\, რაც საფრთხეს უქმნის სისხლის ვირუს უსაფრთხოებას. \nაქედან გამომდინარე სახელმწიფო დაკვეთაა ფასიანი დონორების ეტაპობრივი ჩანაცვლება უანგარო დონორებით\, რაც მოსახლეობის მიზნობრივი ჯგუფის უსაფრთხო სისხლით ხელმისაწვდომობის გარანტიაა. ჩვენი სისხლის ბანკი აქტიურად მუშაობს უანგარო დონორების მოზიდვისა და რეკრუტირების მიმართულებით.  შპს ‘’სისხლის გადასხმის საქალაქო სადგურში’’ ხდება ჯანმრთელი პოპულაციიდან დონაციის ჩატარება\, სისხლისა და სისხლის კომპონენტების დამზადება\, აქვე ხდება დონორული სისხლის აპრობაცია\, დამზადებული სისხლის კომპონენტების ხარისხის კონტროლი\, შენახვა და სამკურნალო დაწესებულებების უსაფრთხო სისხლის კომპონენტებით უზრუნველყოფა 24 სთ-იან რეჟიმში. \nდონორი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ჯანმრთელი ადამიანი 18-დან 60 წლამდე თუ თქვენი წონა 50 კგ და მეტია; არ გაქვთ გადატანილი ვირუსული ჰეპატიტი B და C; შიდსი; სიფილისი; არ ხართ დაავადებული მალაარით; არ ხართ ნარკოტიკების მომხმარებელი.\nდონაციის დღეს დონორი უნდა იყოს პრაქტიკულად ჯანმრთელი. არ უნდა ჰქონდეს სიცხე\, სურდო და სხვა გრიპოზული მოვლენები. სისხლის ჩაბარების დღეს  უმჯობესია\, დილით მსუბუქად წაიხემსოთ და მიიღოთ თბილი ჩაი. თავი უნდა შეიკავოთ თამბაქოსა და ალკოჰოლის მიღებისაგან. \nსისხლის დონორობა აბსოლუტურად უსაფროთხოა ჯანმრთელობისათვის. \n\n			\n				\n			\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/gaighe-siskhli-gadaarchine-sitsotskhle/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
END:VCALENDAR