BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20120101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20121120T100100
DTEND;TZID=Asia/Dubai:20121120T100100
DTSTAMP:20260612T193700
CREATED:20121120T060108Z
LAST-MODIFIED:20240202T083933Z
UID:10004576-1353405660-1353405660@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ფრანგული ინსტიტუტის პრეზენტაცია
DESCRIPTION:20 ნოემბერს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  101 – ე აუდიტორიაში (ი. ჭავჭავაძის გამზ. 32) ფრანკოფონ თუ ზოგადად საფრანგეთში სწავლით დაინტერესებულ პირთათვის გაიმართება ფრანგული ინსტიტუტის პრეზენტაცია.\nაღნიშნული პრეზენტაციის ფარგლებში პუბლიკას მიაწვდიან დაწვრილებით ინფორმაციას საფრანგეთში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობებზე\, სხვადასხვა სპეციალობის სტუდენტთათვის საფრანგეთის მთავრობის სტიპენდიებსა და საზაფხულო პროგრამებზე. აღსანიშნავია\, რომ ფრანგული ინსტიტუტი კოორდინირებას უწევს სასწავლო და სტაჟირების პროგრამებს მედიცინის დარგის სპეციალისტებისათვის (DFMS\, DFMSA). \n\n			\n				\n			\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/phranguli-institutis-prezentatsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20121120T104700
DTEND;TZID=Asia/Dubai:20121120T104700
DTSTAMP:20260612T193700
CREATED:20121120T064708Z
LAST-MODIFIED:20240202T083930Z
UID:10004575-1353408420-1353408420@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საერთაშორისო ფორუმი პოსტსაბჭოთა დრამატურგია
DESCRIPTION:25-27 ნოემბერს\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრის ინიციატივით გაიმართება დრამატურგთა და თეატრის კრიტიკოსთა პირველი საერთაშორისო ფორუმი „პოსტსაბჭოთა დრამატურგია-აქცენტები ცენზურის გარეშე დარჩენილ სივრცეში“. \nსაერთაშორისო ფორუმზე თბილისში შეიკრიბებიან თეატრის ახალგაზრდა  კრიტიკოსები პოსტსაბჭოთა სივრციდან: აზერბაიჯანიდან\, სომხეთიდან\, ლიტვიდან\, ბელოსურისიიდან\, რუსეთიდან\, უკრაინიდან და საქართველოდან\, რომლებიც წარმოადგენენ მოხსენებებს საკუთარ ქვეყნებში მიმდინარე შემოქმედებით პროცესებზე თეატრსა და ეროვნულ დრამატურგიაში საბჭოთა კავშირის დაშლიდან დღემდე. \nპლენარული სესიების გარდა საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში გაიმართება გამოცემის „პოსტსაბჭოთა დრამატურგია“ პრეზენტაცია\, დრამატურგ რეზო კლდიაშვილის წიგნის პრეზენტაცია\, კრებულში შესული პიესების თეატრალიზებული კითხვა. \nსაბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დრამატურგები და თეატრის კრიტიკოსები პოსტსაბჭოთა სივრციდან პირველად ამ საერთაშორისო ფორუმზე შეიკრიბებიან და ერთობლივად იმსჯელებენ შემოქმედებით პრობლემებზე და იმ ტენდენციებზე\, რასაც ადგილი აქვს თითოეული ქვეყნის თეატრსა და უახლეს დრამატურგიაში. \n\n			\n				\n			\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/saerthashoriso-phorumi-postsabtchotha-dramaturgia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20121120T220500
DTEND;TZID=Asia/Dubai:20121120T220500
DTSTAMP:20260612T193700
CREATED:20121120T180517Z
LAST-MODIFIED:20240202T083927Z
UID:10004574-1353449100-1353449100@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:წიგნის პრეზენტაცია „ლიგამუსში“
DESCRIPTION:26 ნოემბერს\, 18.00 საათზე\, წიგნის მაღაზია „ლიგამუსში“ (ჭავჭავაძის 32) გაიმართება წიგნის – „რეზო კლდიაშვილი“ პრეზენტაცია.\nწიგნი\, რომელიც თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრმა მოამზადა (რედაქტორ-შემდგენელია თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილი)\, ეძღვნება ცნობილი ქართველი დრამატურგს რეზო კლდიაშვილს. \nწიგნი გვამცნობს მწერლის პირად და შემოქმედებით ბიოგრაფიას თარიღებში. მასში თავმოყრილია ამონარიდები მისი პიესების შესახებ დაწერილი რეცენზიებიდან. ესენია: „საპოვნელა“\, „იადონას თეატრი“\, „შორაპნელი ქალბატონები“\, „როსტომ მანველიძე“\, „მარტოობის ბინადარი“\, „პილონი“\, „ზარატუსტრას ჟამი“. \nწიგნს თან ერთვის რეზო კლდიაშვილის შემოქმედების სრული ბიბლიოგრაფიული მონაცემები: მის მიერ შექმნილი ნაწარმოებების\, მისი თარგმანებისა და მასზე დაწერილი რეცენზიების ნუსხა. \nწიგნი ფართოდ არის ილუსტრირებული იური მეჩითოვის\, გურამ წიბახაშვილის\, გიორგი მამედოვის ფოტოებით.\nწიგნს წარმოადგენს თავად დრამატურგი\, რომელიც მოგვითხრობს მის მიერ განვლილ გზაზე\, მის ურთიერთობაზე სოფიკო ჭიაურელთან (მის ორ პიესაში მსახიობი მთავარ როლებს ასრულებდა) და წარმოადგენს ეპიზოდებს მისი პიესების მიხედვით დადგმული სპექტაკლებიდან.\nგამოცემა მომზადდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრის  „პოსტსაბჭოთა ქართული დრამატურგიის კვლევის“ პროგრამის ფარგლებში. \nწიგნის ელექტრონული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ვებ გვერდზე: \nhttp://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/3940/1/book-gamocemistvis-internetistvis.pdf \n\n			\n				\n			\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/tsignis-prezentatsia-ligamusshi-2/
CATEGORIES:ლიგამუსის კალენდარი
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20121120T223000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20121120T223000
DTSTAMP:20260612T193700
CREATED:20121120T183052Z
LAST-MODIFIED:20240202T083924Z
UID:10004573-1353450600-1353450600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„პოსტსაბჭოთა დრამატურგია“ ილიაუნის თეატრში
DESCRIPTION:27 ნოემბერს\, 11:00 საათზე\, ილიაუნის თეატრში (ჭავჭავაძის გამზ.32) შედგება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრის მიერ გამოცემული პიესების და წერილების კრებულის „პოსტსაბჭოთა დარამატურგია“ პრეზენტაცია და კრებულში შესული პიესების „თეატრალიზებული კითხვები“ \n600 გვერდიანი გამოცემა  „პოსტსაბჭოთა ქვეყნების დრამატურგია – აქცენტები ცენზურის გარეშე დარჩენილ სივრცეში“ წარმოადგენს პოსტსაბჭოთა ქვეყნების დრამატურგიაში მიმდინარე შემოქმედებითი პროცესების ანალიზს საბჭოთა კავშირის დაშლიდან დღემდე. კრებული იმითაც არის აღსანიშნავი\, რომ ის მომზადებულია ქართულ და ინგლისურ ენებზე\, რაც ზრდის მის დანიშნულებას და რეალიზაციის არეალს. \nკრებულში ფართოდ არის წარმოდგენილი თანამედროვე ქართული დრამატურგიის ტენდენციების ანალიზი საკუთრივ დრამატურგიასთან ერთად. \nეს არის ოცწლიანი პერიოდის კომპლექსურად გააზრების პირველი მცდელობა  ინფორმაციული ვაკუუმის ამოვსების მიზნით. ამ უმნიშვნელოვანესი\, აქტუალური და პრობლემატური საკითხის კვლევაში ქართველებთან ერთად ჩართული იყვნენ უცხოელი თეატრის კრიტიკოსები და დრამატურგები ლიტვიდან\, ბელორუსიიდან\, უკრაინიდან\, რუსეთიდან\, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან\, რომლებმაც წარმოადგინეს „ახალი დროის“ ავტორები და შეეცადნენ გაეანალიზებინათ თეატრსა და დრამატურგიაში მიმდინარე შემოქმედებითი პროცესები საკუთარი ქვეყნის მაგალითზე. \nგამოცემა კარგი საჩუქარია არა მხოლოდ ამ საკითხებით დაინტერესებული მკვლევრებისთვის\, არამედ ქართველი და უცხოელი რეჟისორებისთვის\, რომლებიც ხშირად უჩივიან თანამედროვე პიესების თარგმანების ნაკლებობას. \nგამოცემა განხორციელდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის\, თანამედროვე დრამატურგიისა და პროფესიული თეატრალური ლიტერატურის მთარგმნელობითი და კვლევითი ცენტრის\, ილიაუნის თეატრის მხარდაჭერით. \nპოსტსაბჭოთა ქვეყნების დრამატურგიის კრებულში დაბეჭდილია ახალი თაობის ცნობილი დრამატურგების დიანა ბალიკოს\, ნინა ბელენიცკაიას\, ნედა ნეჟდანას\, ისმაილ იმანოვის\, ნათელა ოსმანლის\, ვლადიმერ სნეგურჩენკოს\, იულიუს კელერასის\, ელჩინის\, კარინე ხოდოკიანის\, ლაშა ბუღაძის\, რეზო კლდიაშვილის\, ნიკუშა ანთაძის და ოთარ ქათამაძის პიესები. \nგამოცემის შემდეგ ილიაუნის თეატრში გაიმართება პიესების „თეატრალიზებული კითხვა“\, რომელიც მოამზადეს ახალგაზრდა რეჟისორებმა ირაკლი გოგიამ\, პაატა ციკოლიამ\, ნინი ჩაკვეტაძემ\, გიორგი ჩხაიძემ\, გიორგი ლომთაძემ და სხვებმა. „თეატრალიზებულ კითხვებში“ ილიას სახელმწიფო უნვიერსიტეტის სამსახიობო სპეციალობის სტუდენტები მონაწილეოებენ. \nსაერთაშორისო ფორუმის სრული პროგრამა შეგიძლიათ იხილოთ აქ>> \n  \n\n			\n				\n			\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/postsabtchotha-dramaturgia-iliaunis-theatrshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
END:VCALENDAR