BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20120101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20121119T110800
DTEND;TZID=Asia/Dubai:20121119T110800
DTSTAMP:20260612T211046
CREATED:20121119T070858Z
LAST-MODIFIED:20240202T083940Z
UID:10004578-1353323280-1353323280@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საჯარო ლექცია თემაზე ნაფიცი მსაჯულების სასამართლო
DESCRIPTION:2012 წლის 27 ნოემბერს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში გაიმართება საჯარო ლექცია \,\,ნაფიცი მსაჯულების სასამართლო და მასთან დაკავშირებული პრაქტიკული პრობლემები”. საჯარო ლექციას წარმართავს ქეთევან ჩომახაშვილი\, რომელიც მიმოიხილავს საქართველოში უკვე ჩატარებული სამი სასამართლო პროცესის დროს წარმოჭრილ პრობლემებს და იმ პრაქტიკულ საკითხებს\, რომელთა მომავალში გათვალისწინებაც დაეხმარება პროცესის მონაწილეებს და საზოგადოებას\, სწორად აღიქვას ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსადმი საზოგადოების მოლოდინები. გარდა ამისა\, სტუდენტებს ეძლევათ საშუალება შეკითხვები დასვან ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსთან დაკავშირებულ როგორც თეორიულ\, ისე პრაქტიკულ საკითხებზე. \n\n			\n				\n			\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sajaro-leqtsia-themaze-naphitsi-msajulebis-sasamarthlo/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20121119T114600
DTEND;TZID=Asia/Dubai:20121119T114600
DTSTAMP:20260612T211046
CREATED:20121119T074611Z
LAST-MODIFIED:20240202T083937Z
UID:10004577-1353325560-1353325560@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„ფსიქოზი 4:48” პრემიერა
DESCRIPTION:22\, 23 და 24 ნოემბერს\, 20:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრში გაიმართება ცნობილი ბრიტანელი დრამატურგის\, სარა კეინის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლის „ფსიქოზი 4:48” პრემიერა \nროდესაც საზოგადოებრივი ნორმები არ გაკმაყოფილებს\, როდესაც მარტო რჩები და საკუთარი გაორება თავს გახვევს იმ წესებს\, რომელზეც უარი გაქვს ნათქვამი\, იწყება ბრძოლა გადარჩენისთვის… კი თუ არა?!. სიცოცხლე საზოგადოებრივ ფორმატში\, თუ სიკვდილი\, როგორც თავისუფლება?! კი თუ არა… კი თუ არა… კი თუ არა?!. \nრეჟისურა\, მხატვრობა და მუსიკალური გაფორმება – ბუბა ბასიშვილი და გოგა ქაჩიაბაია\nფოტო – ფიქრია გოგინაშვილიტექნიკური რეჟისორი – მარადია ცაავამონაწილეობენ:  ეკა აბშილავა\, ნინო ლეჟავა\nსპექტაკლი დაფინანსებულია ქალაქ თბილისი მერიის მიერ\nდადგმის უფლება გაცემულია Casarotto Ramsay & Associates Ltd-ს მიერ.\nგანსაკუთრებული მადლობა ბრიტანეთის საბჭოს\, მარჯანიშვილის თეატრსა და  კავშირს ”პილოტები”. \nგთხოვთ\, დაგვიკავშირდეთ: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრი – theatre@iliauni.edu.ge\, ტელ.: 229 47 17; 577 509199 ან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური – pr@iliauni.edu.ge \nთეატრის შესახებ \nილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრი 2010 წელს დაარსდა. ეს არის პირველი პროფესიული თეატრი ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში\, სადაც სპექტაკლებს ქმნიან როგორც გამოცდილი რეჟისორები მოწვეულ პროფესიონალ მსახიობებთან ერთად\, ასევე ახალბედა ხელოვანებიც\, რომლებიც მხოლოდ ახლა ეუფლებიან ამ ურთულეს პროფესიას. თეატრს არ ჰყავს სამხატვრო ხელმძღვანელი და მუშაობს ანტრეპრიზის პრინციპზე. \nავტორის შესახებ \nსარა კეინი ბრიტანელი დრამატურგია. მისი შემოქმედება მოიცავს ხუთ პიესას\, მოკლემეტრაჟიანი ფილმის სცენარსა და გაზეთ „გარდიანში“ გამოქვეყნებულ ორ სტატიას. თავიდან პოეტობას აპირებდა\, მაგრამ მერე ბრისტოლის უნივერსიტეტში დრამატურგიის განხრით სწავლა გადაწყვიტა და თეატრში მონახა საკუთარი თავი. „თეატრს მახსოვრობა არა აქვს\, ამიტომ იგი გამორჩეულად ეგზისტენციალისტური ხელოვნებაა. სულ ვუბრუნდები თეატრს იმ იმედით\, რომ ერთ–ერთ ჩაბნელებულ დარბაზში ბოლო–ბოლო ისეთ რამეს მაჩვენებენ\, რაც ჩემს მახსოვრობაში ჩაიბეჭდება“\, – წერდა კეინი. მის დებიუტს ბრიტანულ თეატრალურ სამყაროში უზარმაზარი სკანდალი მოჰყვა. კრიტიკოსებმა მის პირველ პიესას „Blasted” „უსაზიზღრესი“ უწოდეს. თუმცა კეინის დრამატურგიამ\, რომელიც სიყვარულს\, სიკვდილს\, სექსს\, სიგიჟესა და ძალადობას ეხება\, თანამედროვე რეჟისორებში პოპულარობა სწრაფად მოიპოვა\, ხოლო ბრიტანულმა თეატრმა Royal Court მისი და მარკ რავენჰილის აღმოჩენისათვის ევროპის თეატრალური პრემია „ახალი რეალიები“ მიიღო. \nსარა კეინმა 38 წლის ასაკში მოიკლა თავი. \nCasarotto Ramsay & Associates Ltd სარა კეინის პიესების დადგმის უფლების გაცემისას კრძალავს ავტორის უხამსი ლექსიკის შერბილებასა და ამოღებას ტექსტიდან. \n\n			\n				\n			\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/phsiqozi-4-48-premiera/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
END:VCALENDAR