BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20120101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20120319T123100
DTEND;TZID=Asia/Dubai:20120319T123100
DTSTAMP:20260622T074449
CREATED:20120319T083151Z
LAST-MODIFIED:20240202T084825Z
UID:10004752-1332160260-1332160260@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:AFELSH-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა
DESCRIPTION:მიმდინარე წლის 22\, 23 მარტს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება AFELSH-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა. \nAFELSH (Association des Facultés ou Etablissements de Lettres et Sciences humaines) – ფილოლოგიურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტებისა ან დაწესებულებების ასოციაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ფრანკოფონული ქსელი\, რომელიც შეიქმნა 1994 წელს. \n2010 წლიდან ჩვენი უნივერსიტეტი მეცნიერაბათა და ხელოვნების ფაკულტეტის სახით არის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტების წარმომადგენელი AFELSH-ის აღმასრულებელ კომიტეტში. აღმასრულებელი კომიტეტის წევრი გახლავთ სრული პროფესორი\, მზაღვე დოხტურიშვილი. \nდაარსების დღიდან ასოციაცია ორ წელიწადში ერთხელ ატარებს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებს\, კონგრესებს\, აგრეთვე მონაწილეობს სხვა ფრანკოფონული ქსელების მიერ მოწყობილ სიმპოზიუმებსა თუ კონფერენციებში და აქვეყნებს კონფერენციების მასალების ელექტრონულ ვერსიას. მაგალითისთვის იხილეთ 2010 წლის მაისში ჩატარებული კონგრესის მასალები შემდეგ მისამართზე: http://www.arts.uottawa.ca/afelsh/archives.html \nასოციაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საქმიანობა გახლავთ სამივე დონეზე სასწავლო პროგრამების შეფასება და ექსპერტიზა\, სტუდენტთა\, პედაგოგთა და მკვლევართა მობილობის ხელშეწყობა. \nასოციაცია სარგებლობს AUF-ის (ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტო\, რომელიც მსოფლიოს 800-მდე უნივერსიტეტს აერთიანებს და რომლის ასოცირებული წევრი ჩვენი უნივერსიტეტიც გახლავთ) დიდი მხარდაჭერით. \nმრავალ საინტერესო პროექტთა შორის\, რომელსაც ასოციაცია ახორციელებს\, აღსანიშნავია რეგიონალური სადოქტორო კოლეჯების დაარსება. ასეთი კოლეჯი უკვე შეიქმნა შუა აღმოსავლეთის რეგიონისთვის სახელწოდებით CODFRAMO – Collège doctoral de français au Moyen Orient. \nაღმასრულებელი კომიტეტის 23 მარტის დღის მეორე ნახევრის სხდომა მიეძღვნება ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუნივერსიტეტო სივრცეში მსგავსი სადოქტორო კოლეჯის შექმნის პროექტის წარდგენას. \nსადოქტორო კოლეჯი იქნება რეგიონალური სამეცნიერო-კვლევითი ქსელი\, რომელიც გააერთიანებს ამ რეგიონის უნივერსიტეტების და სამეცნიერო დაწესებულებების მეცნიერებს\, მკვლევრებს\, სადოქტორო დისერტაციების ხელმძღვანელებს\, დოქტორანტებს და ხელს შეუწყობს მათ შორის ინტერაქციას\, მობილობას\, ერთობლივი სემინარების\, კონფერენციების ჩატარებას\, ერთობლივი კვლევების განხორციელებას\, მონაცემთა რეგიონალური ბაზის\, ერთგვარი რესურს-ცენტრის\,   შექმნას და ა.შ. \n23 მარტის დღის მეორე ნახევრის სხდომაზე\, რომელიც გაიმართება 15 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-5 კორპუსის მე-3 სართულზე\, CNF-ში\, მოწვეულები არიან ფილოლოგიისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტების დეკანები\, ამ სფეროს სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელები\, დოქტორანტები\, მათი სამეცნიერო ხელმძღვანელები. \nვიდეოკონფერენციის საშუალებით სხდომაში მონაწილეობას მიიღებენ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტები ზემოაღნიშნული შემადგენლობით. \nსხდომა ჩატარდება ფრანგულ ენაზე. \nდამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ პროფესორ მზაღვე დოხტურიშვილს:\n599 21 85 17\nmzagho_dokhturishvili@iliauni.edu.ge\nmzarodok@yahoo.fr \nAFELSH-ის საქმიანობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ მიბმულ დოკუმენტში. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/afelsh-is-aghmasrulebeli-komitetis-skhdoma/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20120319T163700
DTEND;TZID=Asia/Dubai:20120319T163700
DTSTAMP:20260622T074449
CREATED:20120319T123724Z
LAST-MODIFIED:20240202T084821Z
UID:10004750-1332175020-1332175020@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საქართველოს ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები
DESCRIPTION:21 მარტს\, ოთხშაბათს 15:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G კორპუსის №106 საკონფერენციო დარბაზში (გ. წერეთლის 2\, ძველი ენციკლოპედიის შენობა) შედგება „ილიაუნი ბიზნეს რევიუს“ (IBR) მიერ მომზადებული კვლევის – „საქართველოს ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები და ტოპ 30 დამსაქმებელი კომპანია“ შედეგების პრეზენტაცია. \nკვლევის პროცესში შესწავლილი იქნა საქართველოში 2 ყველაზე პოპულარულ ვებ გვერდზე – www.jobs.ge და www.HR.com.ge განთავსებული განაცხადებები – პროფესიების\, კომპანიების და რეგიონების მიხედვით; კვლევაში მოცემულია ხელფასების ცვლილება ბიზნესის სექტორების მიხედვით\, ყველა მაღალანაზღაურებადი და დაბალანაზღაურებადი პროფესიები. სულ შესწავლილი იქნა 2251 ვაკანსია. ასევე კომპანიებისგან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე შედგენილი იქნა საქართველოს 30 ყველაზე დამსაქმებელი კომპანია. \nკვლევაში მოცემულია ვაკანსიები რომელზე მოთხოვნა დაფიქსირდა უცხოეთიდან\, კერძოდ გერმანიიდან\, უკრაინიდან\, სამხრეთ აფრიკიდან და ყატარიდან. ასევე გამოვლინდა ყველაზე მაღალანაზღაურებადი ვაკანსიები. \nკვლევის შედეგები და დასკვნები საინტერესოა სახელმწიფო და არასმთავრობო ორგანიზაციებისთვის\, კერძო კომპანიებისთვის\, მედიისთვის\, უნივერსიტეტებისთვის და სტუდენტებისთვის. ადამიანებისთვის რომელიც ეძებს სამსახურს. \nკვლევა განხორციელდება პერიოდულად (3 თვეში ერთხელ) და დაინტერესებულ მხარეებს შესაძლობლობა ექნებათ მიიღონ ინფორმაცია შრომის ბაზარზე დაფიქსირებული ცვლილებების შესახებ. \n„ილიუნი ბიზნეს რევიუ“ მზადდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტზე არსებული ეკონომიკური კვლევებისა და კონსულტაციების ცენტრის მკვლევარების მიერ. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/saqarthvelos-qhvelaze-mothkhovnadi-prophesiebi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
END:VCALENDAR