BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20110101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20111028T163000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20111028T163000
DTSTAMP:20260622T102438
CREATED:20111028T123014Z
LAST-MODIFIED:20240202T083434Z
UID:10004479-1319819400-1319819400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ინგლისურ–ქართული ონლაინ-ლექსიკონის პრეზენტაცია
DESCRIPTION:ილიაუნის სტუდენტებისათვის დიდი ინგლისურ–ქართული ონლაინ–ლექსიკონი ხელმისაწვდომი გახდა. 31ოქტომბერს\, 15.00 საათზე  წიგნის მაღაზია „ლიგამუსში“ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექსიკოგრაფიული ცენტრი წარმოგიდგენთ დიდ ინგლისურ-ქართულ ონლაინ-ლექსიკონს\, რომელიც 2010 წლის თებერვალში განთავსდა ინტერნეტში მისამართზე: www.dictionary.ge. ლექსიკონს საფუძვლად დაედო ინგლისურ-ქართული ლექსიკონის ტომები (www.margaliti.ge)\, რომელსაც ლექსიკოგრაფიული ცენტრი გამოსცემს 1995 წლიდან. \nლექსიკონის შესახებ \nდიდ ინგლისურ-ქართულ ონლაინ-ლექსიკონში დღეისათვის შესულია 110 000-მდე სიტყვა-სტატია. იმის გათვალისწინებით\, რომ სალექსიკონო სიტყვა-სტატიებში მაქსიმალურად სრულადაა ასახული ინგლისური სიტყვების პოლისემია\, შეტანილია უამრავი შესიტყვება\, ფრაზეოლოგიური ერთეული\, დიდი რაოდენობითაა წარმოდგენილი სამეცნიერო-ტექნიკური\, ეკონომიკური\, ხელოვნების თუ სხვა სფეროებთან დაკავშირებული ტერმინოლოგია – ლექსიკონში შესული მთლიანი მასალა 800 000-მდე ერთეულს აღწევს. \nონლაინ-ლექსიკონის საძიებო სისტემის მეშვეობით შესაძლებელია როგორც ინგლისური\, ისე ქართული სიტყვების\, შესიტყვებების\, ფრაზების მოძიება. დეტალური ინფორმაცია საიტის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით და ვიდეოინსტრუქციები განთავსებულია ბლოკში „ლექსიკონის ინსტრუქცია“. ლექსიკონზე მუშაობა დაუსრულებელი პროცესია. ენა მუდმივად იცვლება  საზოგადოების ცვლილების კვალდაკვალ. ენაში ჩნდება ახალი სიტყვები\, ან უკვე არსებულ სიტყვებს უვითარდება ახალი მნიშვნელობები; ხმარებიდან გადის რიგი სიტყვებისა და მნიშვნელობებისა; ჩნდება უამრავი ახალი რეალია\, რასაც ასახვა სჭირდება ენაში. დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი „ცოცხალი ლექსიკონია“. ლექსიკონის სარედაქციო კოლეგია მუდმივ რეჟიმში განაგრძობს ლექსიკონის ახალი სიტყვა-სტატიებით შევსებას\, მნიშვნელობების დახვეწა-დაზუსტებას. \nინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი\, უპირველეს ყოვლისა\, განკუთვნილია ინგლისური ენის სპეციალისტებისათვის\, პედაგოგებისათვის\, მთარგმნელებისათვის\, სხვადასხვა დარგის სპეციალისტებისათვის\, რომელთაც დარგობრივ ტექსტებთან უხდებათ მუშაობა; ლექსიკონი ასევე განკუთვნილია სტუდენტებისათვის\, ზოგადად ინგლისური ენის შემსწავლელთათვის და ინგლისური ენით დაინტერესებული პირებისათვის. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/inglisur-qarthuli-onlain-leqsikonis-prezentatsia/
CATEGORIES:ლიგამუსის კალენდარი
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
END:VCALENDAR