Loading Events

« All Events

  • This event has passed.

„წარმატებული ადამიანების 8 ჩვევა“ – საჯარო ლექცია

მაისი 28, 2024 / 15:00 - 17:00

28 მაისს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიული ბიბლიოთეკაში პროფესორ ფილიპ კიმის ორგანიზებით გაიმართება აქცია „წარმატებული ადამიანების 8 ჩვევა“.

ლექციაზე ამერიკელი პროფესორები სხვადასხვა უნივერსიტეტიდან დამსწრე საზოგადოებას გაუზიარებენ ჩვევებსა და ფილოსოფიას, რაც მათ წარმატების მიღწევაში ეხმარება.

დისკუსია გაიმართება „მრგვალი მაგიდის/მუსიკალური სკამების“ ფორმატში, სადაც სპიკერები განლაგდებიან 4 მაგიდასთან (თითოეულ მაგიდასთან – 2 სპიკერი). დისკუსიის მონაწილეები კი შეიკრიბებიან თითოეული მაგიდის ირგვლივ და მომდევნო 15 წუთის განმავლობაში მოუსმენენ სპიკერების საინტერესო პრეზენტაციებს, დაუსვამენ მათ კითხვებს ან გაუზიარებენ კომენტარებს. ამის შემდეგ დისკუსიის მონაწილეები გადაინაცვლებენ მომდევნო მაგიდასთან. მრგვალი “მაგიდის/მუსიკალური სკამების” დისკუსიისთვის განკუთვნილი იქნება 60-90 წუთი, ხოლო დარჩენილი 30 წუთი კითხვა-პასუხის ნაწილს დაეთმობა.

სპიკერები:

  • ნჰუა ჩენი ბოსტონი დოქტორობის კანდიდატი, ჰარვარდის უნივერსიტეტი
  • ენი შენ ჰუანგი ბოსტონი დოქტორობის კანდიდატი, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი; ფულბრაიტის სტიპენდიანტი
  • ბამჯუნ პარკი ვაშინგტონი მერილენდის უნივერსიტეტი, სტომატოლოგია
  • ჩერისა შანგი ბოსტონი ჰარვარდის უნივერსიტეტი
  • ჯეი ჰონგ ჩუ ბოსტონი ჰარვარდის უნივერსიტეტი
  • ჯეს ჩი ფილადელფია ჰარვარდის უნივერსიტეტი, ბოსტონის უნივერსიტეტის მედიცინის დოქტორი
  • ჯონ ვუ ვაშინგტონი დოქტორი, ჯონს ჰოპკინზის უნივერსიტეტი
  • ლიდია ჰე ვაშინგტონი დოქტორი, მერილენდის უნივერსიტეტი
  • ფილიპ კიმი ფილადელფია ჰარვარდი, ოქსფორდი, პენსილვანიის უნივერსიტეტის დოქტორობის კანდიდატი

სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 28 მაისი, 15:00 საათიდან 17:00 საათამდე

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიული ბიბლიოთეკა (S507), გ. წერეთლის ქუჩა N3

დასწრება თავისუფალია.