
2 მაისს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრისა და ილიაუნის Startup Grind-ის წარმომადგენლობის ორგანიზებით გაიმართება საჯარო შეხვედრა სტარტაპერებსა და მცირე მეწარმეებთან.
მომხსენებლები:
შეხვედრაზე წარმატებული სტარტაპერები დამსწრეთ მოუყვებიან თავიანთი საქმიანობის, მოტივაციისა და გამოცდილების შესახებ.
შეხვედრის დრო: 2 მაისი, 15:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G კორპუსი, 106 აუდიტორია
დასწრება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.