Loading Events

« All Events

  • This event has passed.

საჯარო დისკუსია „შეცდომის წყაროები საზოგადოებრივი აზრის კვლევებში“

დეკემბერი 13, 2021 / 14:00

13 დეკემბერს საქართველოს საზოგადოებრივი აზრის კვლევის ასოციაცია გამართავს საჯარო დისკუსიას, რომელზეც განხილული იქნება შეცდომის ძირითადი წყაროები საზოგადოებრივი აზრის კვლევებში.

საქართველოს საზოგადოებრივი აზრის კვლევის ასოციაცია პროფესიული გაერთიანებაა, რომლის მიზანია ხარისხიანი და მაღალეთიკური სტანდარტების შესაბამისად საზოგადოებრივი აზრისა და სხვა სამეცნიერო კვლევების ჩატარების ხელშეწყობა.

დისკუსიის დროს განსახილველ საკითხებს შორისაა შეცდომის ტიპები და მათი შესწორების მეთოდები, კერძოდ, შერჩევასთან, არგამოპასუხებასა და გაზომვასთან დაკავშირებული ძირითადი შეცდომები. მომხსენებლები ასევე ისაუბრებენ იმ რეკომენდაციებზე, რომელთა გათვალისწინება აუცილებელია მეთოდოლოგიურად გამართული კვლევის დიზაინის ჩამოსაყალიბებლად. მოხსენებებით წარდგებიან საქართველოს საზოგადოებრივი აზრის კვლევის ასოციაციის წევრები, კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლები და მკვლევრები.

იხილეთ დღის წესრიგი ბმულზე: https://bit.ly/3y6lnW6

ენა: ქართული

დრო: 13 დეკემბერი, 14:00 -16:00 საათი

ფორმატი: დისტანციური, უზრუნველყოფილი იქნება Live ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფეისბუქგვერდზე

2021 წელი

 

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
დეკემბერი 13, 2021
Time:
14:00
Event Category:
Event Tags: