Loading Events

« All Events

  • This event has passed.

საგანმანათლებლო ფორუმი „კლიმატის ცვლილების ბუნებრივი/კოსმოსური და ადამიანური ფაქტორები“

აპრილი 20, 2024 / 10:00 - აპრილი 21, 2024 / 18:00

20-21 აპრილს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დედამიწის დღესთან დაკავშირებით გაიმართება საგანმანათლებლო ფორუმი „კლიმატის ცვლილების ბუნებრივი/კოსმოსური და ადამიანური ფაქტორები“.

დედამიწის დღე (https://www.earthday.org/earth-day-2024/), რომელიც 1970 წლიდან ყოველი წლის 22 აპრილს აღინიშნება, ეძღვნება ცნობადობის ამაღლებას დედამიწის დაბინძურებისა და კლიმატის ცვლილების შესახებ.

ფორუმზე საქართველოს წამყვანი სპეციალისტები განიხილავენ კლიმატის ცვლილების გამომწვევ მიზეზებს, მათ გავლენას ადამიანსა და გარემოზე, იმსჯელებენ ცვლილებასთან დაკავშირებულ საფრთხეებსა და რისკებზე.

ფორუმზე სტუდენტებსა და უფროსკლასელებს შორის, რომელთაც  კონკურსისთვის მოამზადეს პრეზენტაციები კლიმატის ცვლილების შესახებ, გამოვლინდებიან გამარჯვებულები.

ფორუმის განრიგი იხილეთ ბმულზე https://shorturl.at/aiKU9

მისამართი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია, გ. წერეთლის ქ. N1

დრო: 20-21 აპრილი, 10:00 – 18:00

Details

Start:
აპრილი 20, 2024 / 10:00
End:
აპრილი 21, 2024 / 18:00
Event Category: