Loading Events

« All Events

  • This event has passed.

საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „ცვლილებები ბავშვთა და ოჯახთა საკეთილდღეოდ“

მარტი 19, 2024 / 09:30 - 10:30

19 მარტს, 09:30 საათზე, სოციალურ მუშაკთა მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, გაიმართება მაია მგელიაშვილის სახელობის  სოციალური მუშაობის საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „ცვლილებები ბავშვთა და ოჯახთა საკეთილდღეოდ“.

კონფერენცია ეძღვნება მაია მგელიაშვილის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური მუშაობის სამაგისტრო პროგრამის მოწვეული ლექტორის ხსოვნას,  რომლის ღვაწლი სოციალური მუშაობის განვითარებასა და ბავშვთა კეთილდღეობის უზრუნველყოფაში განსაკუთრებით აღსანიშნავია.

კონფერენციის თემაა სოციალური მუშაობის პრაქტიკა და განათლება ბავშვთა და ოჯახთა საკეთილდღეოდ.

სოციალურ მუშაკთა მსოფლიო დღე წელს 19 მარტს აღინიშნება. ამ დღის მიზანია სოციალური მუშაკებისა და მათი წვლილის შესახებ საზოგადოების ცნობიერების გაზრდა.

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ ქართველი და უცხოელი  პრაქტიკოსი სოციალური მუშაკები, ასევე პროფესორები და სტუდენები.

კონფერენციის ერთ-ერთი ინიციატორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოციალური მუშაობის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამა, სოციალური მომსახურებებისა და ინტერვენციების მეცნიერული განვითარების კვლევითი ცენტრი.

კონფერენცია ტარდება საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის ინიციატივით World Vision საქართველოსთან, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდთან, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით.

სამუშაო ენები: ქართული,ინგლისური

დრო: 19 მარტი, 09:30 საათი

ადგილმდებარეობა: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N1, I კორპუსი, სააქტო დარბაზის ფოიე

დასწრება თავისუფალია.