Loading Events

« All Events

  • This event has passed.

პროფესორ ლევან ტიელიძის საჯარო ლექცია

ოქტომბერი 3, 2024 / 17:00 - 18:00

3 ოქტომბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორიაში ილიაუნის ასოცირებული პროფესორი, ავსტრალიის მონაშის უნივერსიტეტის მკვლევარი ლევან ტიელიძე წაიკითხავს ორნაწილიან საჯარო ლექციას.

მომხსენებელი ისაუბრებს 2023-2024 წლების ანტარქტიდულ ექსპედიციაზე, რომლის დროსაც უშუალოდ მისი მონაწილეობით კომპლექსურად იქნა შესწავლილი  აღმოსავლეთ ანტარქტიდის დენმენის მყინვარი.

მეორე ნაწილში განიხილავს კავკასიონის მყინვარების დღევანდელ მდგომარეობასა და ძველი გამყინვარება-კლიმატის რეკონსტრუქციის მცდელობებს.

მომხსენებლის შესახებ

ლევან ტიელიძემ 2016 წელს საქართველოში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია, 2022 წელს კი – მეორე სადოქტორო დისერტაცია ახალი ზელანდიის ანტარქტიკის კვლევით ცენტრში. ამჟამად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია გლაციოლოგიის მიმართულებით და ავსტრალიის მონაშის უნივერსიტეტის მკვლევარი.

სამუშაო ენა: ქართული

დრო: 3 ოქტომბერი, 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორია, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ N3/5

დასწრება თავისუფალია.