15 მაისს, ხუთშაბათს, 19:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია ლიგამუსში კრებულის „ჰორიზონტს იქით“ პრეზენტაცია და პროექტის მონაწილეთა პოეზიის საღამო გაიმართება.
პროექტის შესახებ
გასულ წელს დასრულდა საქართველოს პენ-კლუბისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სემიოტიკის კვლევითი ცენტრის ლიტერატურული პროექტი “საერთაშორისო მთარგმნელობითი მასტერ-კლასი პოეზიაში”, რომელშიც მონაწილეობდნენ პოეტები პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან (საქართველო, უკრაინა, ბელორუსი და ლიტვა). ქართველ პოეტებს შორის იყვნენ ილიაუნის სტუდენტი-პოეტები ლაშა ჯაიანი და გიორგი შონია.
პროექტი განხორციელდა ბათუმში. 4 ქვეყნის პოეტებმა თარგმნეს ერთმანეთის პოეზია და ოთხ ენაზე გამოიცა ერთი კრებული, სახელწოდებით – “ჰორიზონტს იქით”.
პროექტი, რომლის ორგანიზატორები იყვნენ გაგა ნახუცრიშვილი, დათო რობაქიძე, ცირა ბარბაქაძე, შოთა იათაშვილი და პაატა შამუგია, განხორციელდა ფონდ “ღია საზოგადოება _ საქართველოს” ფინანსური მხარდაჭერით.
დრო: 15 მაისი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიაუნის წიგნის მაღაზია ლიგამუსი
დასწრება თავისუფალია
გელოდებით
[wpai_display_imported_files_here]