
16-17 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორიაში გაიმართება პირველი კავკასიური სიმპოზიუმი მღვიმეების ბიოლოგიის შესახებ.
ორგანიზატორები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორები:
შალვა ბარჯაძე, ლევან მუმლაძე, ასისტენტ-მკვლევარი ეთერ მაღრაძე, ასისტენტ-ლაბორანტი ლადო შავაძე
სიმპოზიუმის შესახებ
მღვიმეების ბიოლოგების შეხვედრა იქნება პირველი მცდელობა კავკასიის ბიოლოგიის შესახებ სიმპოზიუმების სერიიის დაწყებისა მღვიმეების ბიოლოგიით დაინტერესებული მეცნიერების ქსელის შესაქმნელად.
პრეზენტაციები შეეხება შემდეგ თემებს: ტაქსონომია, სისტემატიკა, ბიომრავალფეროვნება, ეკოლოგია, კონსერვაცია, ბიოგეოგრაფია, ევოლუცია და ა.შ.
მონაწილეობა
მონაწილეებს შეუძლიათ მოამზადონ ზეპირი პრეზენტაციები როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ – Zoom-ის გამოყენებით.
რეგისტრაციისა და აბსტრაქტის წარდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 30 აპრილი.
სიმპოზიუმის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://cssb.iliauni.edu.ge/
ზუმის ბმული :
https://iliauni-edu-ge.zoom.us/j/88969001913
Meeting ID: 889 6900 1913
https://iliauni-edu-ge.zoom.us/j/86491576406
Meeting ID: 864 9157 6406
ფორმატი: ჰიბრიდული
სამუშაო ენა: ინგლისური
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, აუდიტორია T102, ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5
დასწრება თავისუფალია.
2023 წელი
[wpai_display_imported_files_here]