Loading Events

« All Events

  • This event has passed.

„მიწოდების ჯაჭვებისა და ფირმების ცოდნის ქსელების როლი იაპონიის ეკონომიკურ ზრდასა და მდგრადობაში“ – პროფესორ იასუიუკი ტოდოს საჯარო ლექცია

მარტი 19, 2024 / 13:00 - 15:00

19 მარტს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ილიაუნის გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში არსებული იაპონური ცენტრისა და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს ორგანიზებით იაპონიის შემსწავლელი საგანმანათლებლო კურსის პროგრამის ფარგლებში ვასედას უნივერსიტეტის (იაპონია) პროფესორი იასუიუკი ტოდო წაიკითხავს ლექციას „მიწოდების ჯაჭვებისა და ფირმების ცოდნის ქსელების როლი იაპონიის ეკონომიკურ ზრდასა და მდგრადობაში“.

თემის მოკლე მიმოხილვა

პროფესორი იასუიუკი ტოდო განიხილავს მიწოდების ჯაჭვებისა და ფირმების ცოდნის ქსელების როლს იაპონიის ეკონომიკურ ზრდასა და მდგრადობაში. იაპონური ფირმების მიწოდების ჯაჭვებს, ცნობილს, როგორც “keiretsu”, ახასიათებს გრძელვადიანი ძლიერი კავშირები, რომლებიც აღჭურვილია ნდობით და წვლილი შეაქვს ეფექტურ წარმოებასა და ინოვაციაში. თუმცა ბოლო დროს, ბუნებრივი კატასტროფების გახშირებისა და ეკონომიკური უსაფრთხოების მზარდი საკითხების გამო, იაპონური ფირმების ქსელებს შესთავაზეს რეორგანიზაცია და დივერსიფიკაცია მდგრადობისა და ინოვაციის ხელშესაწყობად.  მომხსენებელი ისაუბრებს იაპონიის გამოცდილებიდან ნასწავლ გაკვეთილებსა და შედეგებზე საქართველოსა და სომხეთში.

მომხსენებლის შესახებ

იასუიუკი ტოდოს ეკონომიკის დოქტორის ხარისხი მიღებული აქვს სტენფორდის უნივერსიტეტში. ამჟამად ვასედას უნივერსიტეტის პროფესორია. მისი კვლევითი საქმიანობის სფეროა საერთაშორისო ეკონომიკა, ეკონომიკის განვითარება და გამოყენებითი მიკროეკონომიკა. გამოქვეყნებული აქვს დაახლოებით 70 აკადემიური ნაშრომი მაღალრეიტინგულ სამეცნიერო ჟურნალებში: Nature Sustainability, the Journal of Industrial Economics, the Journal of Regional Science, Research Policy, World Development, and Ecological Economics და ა.შ.

პროფესორი ტოდო Japanese Association for Development Economics და the Japanese Society of International Economics საბჭოს წევრია. ასევე ემსახურებოდა რამდენიმე საკონსულტაციო კომიტეტს როგორც ეროვნულ, ასევე ადგილობრივ მთავრობების დონეზე.

სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 19 მარტი, 13:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია, გ. წერეთლის ქ. N1

დასწრება თავისუფალია.

Details

Date:
მარტი 19, 2024
Time:
13:00 - 15:00
Event Category: