Loading Events

« All Events

  • This event has passed.

„მე და ევროპა“ ფილმის ჩვენება-დისკუსია

მარტი 27, 2024 / 16:00 - 18:00

27 მარტს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში მედიის განვითარების ფონდი (MDF) ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერითა და ილიას სახელმწიფო  უნივერსიტეტთან პარტნიორობით იწყებს დოკუმენტური ფილმის „მე და ევროპა” ჩვენებისა და დისკუსიების ციკლს – ეს არის ოთხი ამბავი საქართველოდან, რომელიც აერთიანებს მრავალფეროვნებას, თავისუფლებას, თანასწორობას, დემოკრატიას.

ღონისძიებას გახსნიან ილიას უნივერსიტეტის რექტორი ნინო დობორჯგინიძე და საქართველოს ევროკავშირის ელჩის მოადგილე, პოლიტიკის, პრესისა და ინფორმაციის განყოფილების ხელმძღვანელი ასუნსიონ სანჩეს რუისი. დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ პოეტი რატი ამაღლობელი, ფილმის რეჟისორი გიორგი ქველიძე და პროდიუსერი თამარ ქველიძე.

გიორგი ქველიძის დოკუმენტური ფილმი, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერით შეიქმნა, საქართველოს რეგიონებში: კახეთში, რაჭა-ლეჩხუმში, გურიასა და იმერეთში გადაღებულ ოთხ ამბავს აერთიანებს და ევროპასთან საქართველოს საერთო ღირებულებებზე – მრავალფეროვნებაზე, თანასწორობაზე, თავისუფლებასა და დემოკრატიაზე – ოთხი ადამიანის პერსპექტივიდან მოგვითხრობს.

საინფორმაციო კამპანიის „მე და ევროპა“ ფარგლებში მედიის განვითარების ფონდი გამოაცხადებს ბლოგების/ვლოგების კონკურსს, რომლის გამარჯვებულები 11 ივლისს მედიაწიგნიერების საზაფხულო ბანაკში გაემგზავრებიან.

ბანაკის მონაწილეებს შეარჩევენ დისკუსიაში მონაწილეთა ყველაზე აქტიურ ახალგაზრდებს შორისაც.

4-დღიანი საზაფხულო ბანაკის მონაწილეები გაივლიან ესპანური და ქართული ფაქტების გადამოწმების ორგანიზაციების – „მალდიტასა” და „მითების დეტექტორის“ – ერთობლივ, ინტენსიურ მედია და ინფორმაციული წიგნიერების ტრენინგს და გაეცნობიან დეზინფორმაციასთან ბრძოლაში ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სტრატეგიული კომუნიკაციის სამსახურისა და მათი ფლაგმანური პროექტის EUvsDisinformation-ის გამოცდილებას.

განრიგი იხილეთ ბმულზე.

სამუშაო ენა: ქართული

დრო: 27 მარტი, 16:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია, გ. წერეთლის ქ. N1

დასწრება თავისუფალია.

2024