1-ელ აპრილს, 17:00 საათზე, შუა საუკუნეების კვლევის ცენტრის მუდმივმოქმედ სემინარზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ეკა ჭყოიძე წაიკითხავს მოხსენებას „ლევან კახთა მეფის (1518/20-1574) საქტიტორო წარწერები ათონის ფილოთეოსის მონასტერში”.
ათონის მთის ერთ-ერთი მონასტრისთვის ლევან კახთა მეფის გულუხვ შეწირულობაზე მოწმობს მისი და მისი მემკვიდრის, ალექსანდრეს (შემდგომში კახეთის მეფე ალექსანდრე II (1574-1601) ფრესკა ფილოთეოსის მონასტრის სატრაპეზოში.
ფრესკას ახლავს შესაბამისი წარწერები, რომლებიც ქართული სამეცნიერო წრეებისთვის ნაკლებადაა ცნობილი.
მოხსენებაში განხილული იქნება ეს ფრესკა, მისი წარწერები და მათი მნიშვნელობა, კახეთის სამეფოს მნიშვნელობა საერთაშორისო კონტექსტში.
სამუშაო ენა: ქართული
დრო: 1-ელი აპრილი, 17:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E306 აუდიტორია, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5
დასწრება თავისუფალია.