3-5 აპრილს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სადოქტორო საფეხურის სტუდენტებისთვის, ახალგაზრდა მკვლევრებისა და აკადემიური პერსონალისთვის გაიმართება ონლაინშეხვედრების სერია კვლევის კეთილსინდისიერების შესახებ.
ტრენინგი შემუშავებულია ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის „კვლევის პასუხისმგებლობით წარმართვა – კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა ქართულ უნივერსიტეტებში (ETHICS)“ ფარგლებში. პროექტის ძირითადი მიზანი უნივერსიტეტებში კვლევის ეთიკისა და კეთილსინდისიერების მექანიზმების, პროცედურებისა და სერვისების გაუმჯობესებაა.
განრიგი და განსახილველი საკითხები:
3 აპრილი, 15:00 საათი – „კვლევის ეთიკა და კეთილსინდისიერება: ევროპული და ინსტიტუციური სამართლებრივი ჩარჩო“
4 აპრილი, 14:00 საათი – „აკადემიური გადაცდომების თავიდან აცილება და მართვა კვლევით სფეროში“
4 აპრილი, 16:00 საათი – „პუბლიკაციის გამოქვეყნების და საავტორო ეთიკა – პოლიტიკის განსაზღვრა“
5 აპრილი, 15:00 საათი – „კეთილსინდისიერების პრინციპები კვლევაში და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებასთან დაკავშირებული გამოწვევები“
შესაძლებელია როგორც ერთ, ასევე რამდენიმე შეხვედრაზე დასწრება.
შეხვედრები გაიმართება ონლაინ და აუცილებელია წინასწარ რეგისტრაციაბმულზე https://shorturl.at/tBL69
დეტალურ ინსტრუქციას მიიღებთ რეგისტრაციის დროს მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე.