
22 დეკემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის ენერგეტიკისა და მდგრადი განვითარების ინსტიტუტის ორგანიზებით ინტერდისციპლინური სემინარების ციკლის „ენერგეტიკა და მდგრადი განვითარება“ ფარგლებში ჩატარდება ენერგეტიკისა და მდგრადი განვითარების ინსტიტუტის მორიგი სემინარი: „მწვანე წყალბადი – მდგრადი ენერგეტიკის მომავალი“.
სემინარის შესახებ
მწვანე წყალბადის წარმოება და მოხმარება კლიმატის ცვლილების შესარბილებლად ბოლო წლების პოპულარული გლობალური ტენდენციაა. წყალბადისგანახლებადი ენერგიის შენახვის და დაბალანსებისთვის გამოყენება საშუალებას იძლევა მკვეთრად გაიზარდოს განახლებადი ელექტრობის წილი, ჩანაცვლდეს წიაღისეული რესურსების გამოყენება და შესაბამისი გაფრქვევები. ევროკავშირს და ბევრ ქვეყანას შემუშავებული აქვთ კომპლექსური სტრატეგიები და სამოქმედო გეგმები, რომლებზეც უდიდესი ფინანსური რესურსი გამოიყოფა, რაც მოიცავს ტექნოლოგიური კვლევის და განვითარების, პოლიტიკისა და ბიზნესპროცესების შემუშავების საკითხებს. ერთგვარი საერთაშორისო რბოლაა გამართული ამ მიმართულებით ლიდერობის დასამკვიდრებლად.
სემინარი დაეთმობა ე.წ. მწვანე წყალბადის თემატიკის განხილვას. კერძოდ, თანამედროვე წყაროებზე დაყრდნობით ვისაუბრებთ ბოლოდროინდელ ტენდენციებზე და პრეზენტაციები ძირითადად დაეყრდნობა ბოლოდროინდელი წყაროების მიმოხილვას:
მომხსენებლების შესახებ
ხანგრძლივობა: 1.5 საათი
სამუშაო ენა: ქართული
ფორმატი: სემინარი ჩატარდება დისტანციურად, პლატფორმა ზუმის გამოყენებით. მსურველებს შეუძლიათ ისარგებლონ ბმულით: https://us02web.zoom.us/j/84798789891
სემინარი ითვალისწინებს მოხსენებებსა და დისკუსია-განხილვის ფორმატს.
დრო: 22 დეკემბერი, 17:00 – 18:30
2020 წელი
[wpai_display_imported_files_here]