Loading Events

« All Events

  • This event has passed.

ილიაუნის ჩემპიონატი კალათბურთში – 2019

ოქტომბერი 15, 2019 / 15:22

3 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართება შიდასაუნივერსიტეტო ჩემპიონატი კალათბურთში (3×3). შეჯიბრებაში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ ილიაუნის სტუდენტებისგან დაკომპლექტებულ გუნდებს. ჩემპიონატის მონაწილეს არ აქვს ორ სხვადასხვა გუნდში თამაშის უფლება. განაცხადში აუცილებელია 4 მოთამაშის შეყვანა (3 ძირითადი, 1 სათადარიგო)

ჩემპიონატი გაიმართება “FIBA 3×3”-ის ოფიციალური წესებით: http://www.fiba.basketball/3×3/rules

გამარჯვებულ გუნდს გადაეცემა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გარდამავალი თასი კალათბურთში. I, II და III ადგილებზე გასული გუნდები მიიღებენ შესაბამის მედლებსა და სიგელებს.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა ბმულზე: https://forms.gle/rpBX3mKc9tihUvcP8

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2019 წლის 1 ნოემბერი.

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
ოქტომბერი 15, 2019
Time:
15:22
Event Category:
Event Tags: