9 დეკემბერს, 18:30 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გენდერული ძალადობის აღმოფხვრის 16-დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში “The Why Foundation”-თან თანამშრომლობით გაიმართება ფილმის „ფემინური, მასკულინური“ (“Feminin, Masculin”) ჩვენება და დისკუსია.
ფილმი მოგვითხრობს ირანში ავტობუსის პირველი ქალი მძღოლის, ფარაჰნაზ შირის (Farahnaz Shiri) ისტორიას, რომელსაც თავის ავტობუსში ირანში არსებული სოციალურ-კულტურული წესებისგან განსხვავებული გარემო აქვს შექმნილი.
მომხსენებელი – აიჰან ჰასანლი, იურისტი, ორგანიზაცია „საფარი”
მოდერატორი – მარიამ ბიბილური, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის საჯარო სამართლისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტი
ამავე დღეს, 17:00 საათზე, გაიმართება კონკურსში გამარჯვებული ესეების წარდგენა და დისკუსია.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოველწლიურად უერთდება გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან კამპანიას, რომლის მიზანია დასრულდეს ძალადობა ქალებისა და გოგოების მიმართ მსოფლიოში.
სამუშაო ენა: ქართული
დრო: 9 დეკემბერი, 18:30 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32
დასწრება თავისუფალია.