Loading Events

« All Events

  • This event has passed.

,,APRILE-IL MESE DELL’AMORE’’ – იტალიური ენის კურსის სტუდენტების ღონისძიება

აპრილი 26, 2024 / 12:30 - 13:30

26 აპრილს, 12:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S501 აუდიტორიაში უნივერსიტეტის იტალიური კულტურის ცენტრი გამართავს ღონისძიებას “Aprile-il mese dell’amore’’ („აპრილი – სიყვარულის თვე“).

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის იტალიური ენის კურსის სტუდენტები, რომლებიც წაიკითხავენ ცნობილი იტალიელი პოეტების (ჯაკომო ლეოპარდის, დანტე ალიგიერის) ლექსებსა და პოემების ნაწყვეტებს სიყვარულზე, იტალიური პოეზიის ნაწილის პარალელურად – ქართველ პოეტთა ციტატებს სიყვარულზე (ასევე ცნობილ ფრაზებს ქართული ფილმებიდან).

ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, ჩაერთონ მინიდისკუსიაში.

ფინალურ ნაწილში სტუდენტები შეასრულებენ მუსიკალურ ნომრებს.

ღონისძიების ორგანიზატორია იტალიური ენის პედაგოგი მანანა სიფრაშვილი.

სამუშაო ენები: ქართული, იტალიური

დრო: 26 აპრილი, 12:30 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S501 აუდიტორია, გ. წერეთლის ქ. N3

დასწრება თავისუფალია.

Details

Date:
აპრილი 26, 2024
Time:
12:30 - 13:30
Event Category: