Loading Events

« All Events

  • This event has passed.

ივა ლომიძის საჯარო ლექცია „ლიბერალური იდეალები და რეალისტური პოლიტიკა: ისტორიის დასასრულის დასასრული?“

მაისი 16 / 13:00 - 14:00

16 მაისს, 13:00 საათზე, ილიაუნის ალუმნი განვითარების ქსელისა და უმაღლესი კვლევების ცენტრის ორგანიზებით ივა ლომიძე წაიკითხავს საჯარო ლექციას „ლიბერალური იდეალები და რეალისტური პოლიტიკა: ისტორიის დასასრულის დასასრული?“.

მომხსენებელი განიხილავს თანამედროვე გეოპოლიტიკურ პროცესებს და ლიბერალური საერთაშორისო წესრიგის შესაძლო დასასრულს. როგორ ეჯახება ლიბერალური იდეალები გლობალური პოლიტიკის რეალობას, როგორ მოქმედებს მსოფლიო კაპიტალისტური სისტემის ლოგიკა საგარეო პოლიტიკაზე და შეიძლება თუ არა აშშ-ის უახლესი საგარეო პოლიტიკური ქცევა სისტემური ძალების შედეგად მივიჩნიოთ.

სამუშაო ენა: ქართული

დრო: 16 მაისი, 13:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S800 ოთახი, გ. წერეთლის ქ. N3

დასწრება თავისუფალია.

Details

Date:
მაისი 16
Time:
13:00 - 14:00
Event Category: