
11 დეკემბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში პროფესორი თეიმურაზ ზაქარაშვილი გამართავს მზის აქტიურობის სხვადასხვა ციკლის ახსნის ახალი თეორიის პრეზენტაციას. თეორიის ავტორი თავად არის ამერიკელ კოლეგებთან ერთად.
პროფესორმა თეიმურაზ ზაქარაშვილმა მზის წიაღში აღმოაჩინა ახალი ტიპის ტალღები, რომლებიც წარმოიქმნება კონვექციისა და ბრუნვის ურთიერთქმედებით. კვლევის მიხედვით, სწორედ ეს ტალღები ხსნის როგორც მზის აქტიურობის 11-წლიან ციკლს, ასევე 150–170-დღიან პერიოდულობას, რაც მზის ფიზიკაში მნიშვნელოვანი სამეცნიერო გარღვევაა.
მზის აქტიურობა, მათ შორის ანთებები და კორონული მასის ამოფრქვევები, მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს დედამიწის ატმოსფეროსა და თანამედროვე ტექნოლოგიურ სისტემებზე. ახალი თეორია არსებითად ზრდის მზის მაგნიტოსეისმოლოგიის დარგის მნიშვნელობას და აძლიერებს წარმოდგენას მზის დინამიკის შესახებ.
კვლევა გამოქვეყნდა მაღალრეიტინგულ ჟურნალში “Astronomy and Astrophysics”.
სტატია ხელმისაწვდომია ბმულზე.
სამუშაო ენა: ქართული
დრო: 11 დეკემბერი, 17:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი, გ. წერეთლის ქ. N1
დასწრება თავისუფალია.