Loading Events

« All Events

  • This event has passed.

ასისტენტ-პროფესორ კიტ იანგის ონლაინსემინარი „ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების გავლენა სწავლა-სწავლებასა და შეფასებაზე“

ივლისი 14 / 13:00 - 14:00

14 ივლისს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში წმინდა მარიამის კოლეჯის (ირლანდია) ასისტენტ-პროფესორი კიტ იანგი გამართავს ონლაინსემინარს „ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების გავლენა სწავლა-სწავლებასა და შეფასებაზე“.

მომხსენებელი განიხილავს დიდი ენობრივი მოდელების ფუნქციონირებას, მათ შესაძლებლობებსა და შეზღუდვებს. ყურადღებას გაამახვილებს ტექნოლოგიების ეთიკურ, პედაგოგიურ და პრაქტიკულ გავლენებზე, ასევე მათ როლზე სწავლა-სწავლებასა და შეფასების პროცესში.

სემინარის მონაწილეები გაეცნობიან ხელოვნური ინტელექტის განათლებაში გამოყენების ძირითად შესაძლებლობებსა და გამოწვევებს, აკადემიური კეთილსინდისიერების, კრიტიკული აზროვნების განვითარების და პედაგოგის როლის ტრანსფორმაციის საკითხებს.

კიტ იანგმა განათლების დოქტორის ხარისხი მოიპოვა ლიმერიკის უნივერსიტეტში, სამაგისტრო ხარისხი − შენონის ტექნოლოგიური უნივერსიტეტში პროგრამული უზრუნველყოფის დიზაინისა და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით. იგი ათ წელზე მეტია მუშაობს მასწავლებელთა განათლების სფეროში და დაინტერესებულია ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებით (ICT) და ციფრული სწავლების საკითხებით. ამჟამად სტუმრობს უნივერსიტეტს ერაზმუსის აკადემიური მობილობის პროგრამით.

სემინარის ორგანიზატორები არიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი გიგა ხოსიტაშვილი, პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრი და განათლების კვლევების ცენტრი.

რეგისტრაცია: სემინარში მონაწილეობა შესაძლებელია წინასწარი რეგისტრაციით: https://bit.ly/3TpJqLh

სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 14 ივლისი, 13:00 საათი

Details

Date:
ივლისი 14
Time:
13:00 - 14:00
Event Category: