Loading Events

« All Events

  • This event has passed.

დისკუსია თემაზე: 25 თებერვალი

February 25, 2015 / 18:00

25 თებერვალს, ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება დისკუსია, რომლის მიზანიც საბჭოთა ოკუპაციის ხელახალი გააზრებაა. საბჭოთა ოკუპაციიდან 94 წლის შემდეგ ქართულსაზოგადოებაში კვლავ არსებობს აზრთა სხვადასხვაობა და კითხვები, რომლებიც პირდაპირ კავშირშია საქართველოს ისტორიული გამოცდილების შეფასებასთან: რამდენად არის თანამედროვე ქართული ისტორიოგრაფია საბჭოთა ისტორიული ნარატივისგანთავისუფალი? რატომ იყო საქართველო ანექსიის განსაკუთრებული მოდელი? რა კავშირი აქვს ყოველდღიურ ცხოვრებას ოკუპაციასთან და რა შეიძლება ვისწავლოთ საკუთარი ისტორიიდან?

საქართველოს უახლეს ისტორიაში არსებულ კოლონიალიზაციაზე და ანექსიის გამოცდილებაზე ისაუბრებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები და საპატიო სტუმრები.

18:00 საათი – ნინო დობორჯგინიძე, “საბჭოთა კავშირი და ყოველდღიური ცხოვრების კოლონიალიზაცია საქართველოში”;
18:15 საათი – ემზარ ჯგერენაია, “საქართველო – ანექსიის განსაკუთრებული მოდელი”;
18:30 საათი – კითხვები, დისკუსია
18:45 საათი – ლაშა ბუღაძე, “აკრძალული 25 თებერვალი”;
19:00 საათი –  ლაშა ბაქრაძე, “1921 წლის თებერვლის გაკვეთილები დღეისთვის”;
19:15 საათი  – ფურშეტი

დისკუსიის მოდერატორია ელენე კეკელია.
დრო: 25 თებერვალი, 18:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი “ლიგამუსი”, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ჭავჭავაძის #32)
დასწრება თავისუფალია.

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
February 25, 2015
Time:
18:00
Event Category:
Event Tags: