17 აპრილს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი” გაიმართება უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის, ნინო ჭიჭინაძის, წიგნის პრეზენტაცია. წიგნი – სახელწოდებით, ”ხატი: კულტი და ხელოვნება (ქართული ხატწერის ისტორიიდან)” – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობამ 2014 წელს გამოსცა. წიგნში, რომელიც სერიის – მოდერნულობის ისტორია და თეორია – მეხუთე ტომს წარმოადგენს, განხილულია შუა საუკუნეების საქართველოში ხატის შექმნისა და თაყვანისცემის პრაქტიკა.

დრო: 17 აპრილი, 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი ”ლიგამუსი” (ჭავჭავაძის გამზ. №32)

დასწრება თავისუფალია.

2015 წელი

[wpai_display_imported_files_here]