
28 ნოემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი”, შეხვედრების სერიის – „გენდერული განსხვავებები და თანასწორობა“ – ფარგლებში, ფსიქოანალიტიკოსი, ფსიქოთერაპევტი, ევროპის ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის ფედერაციის თრენინგ-თერაპევტი,საერთაშორისო ფსიქოანალიტიკური ასოციაციის კანდიდატი, ხათუნა ივანიშვილი, წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე – აგრესია და დესტრუქცია – ფსიქოანალიტიკური ხედვა.
ლექციის ფარგლებში მომხსენებელი ისაუბრებს აგრესიისა და ადამიანური დესტრუქციის ფსიქოანალიტიკურ გაგებაზე, მის წარმომავლობაზე, აგრესიის მამოძრავებელ და დამანგრეველ ძალაზე, აგრესიაზე საზოგადოებაში.
დასწრება თავისუფალია.
ლექციის დრო: 28 ნოემბერი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
[wpai_display_imported_files_here]